მეგობარი – რა ძვირფასი სიტყვაა… ძნელია როცა მეგობარი გტოვებს, მტკივნეულია… ძნელია როცა მეგობარს შორდები დიდი ხნით და მანძილით, გაუსაძლისია… მაგრამ თურმე ყველაზე ძნელი მეგობრის დაკარგვა ყოფილა, როცა ის ამ ქვეყნიდან მიდის, როცა მის ხმას ვეღარასდროს გაიგონებ, მის სიცილს ვეღარასდროს უყურებ და მის დატუქსვას ვეღარასდროს მოისმენ. მაშინ ხვდები რომ ყველაფერს აიტანდი, მის წასვლას, წლობით უნახაობას, თუნდაც ჩხუბს, კამათს, გაბუტვას… მაგრამ ის მაინც გეცოდინებოდა რომ სადღაც იქ, სადაც არის, სხვა ქვეყანაში თუ ქალაქში, ჯანმრთელადაა, კარგადაა და რაც მთავარია ცოცხალია! რომ შეგიძლია კვირაში ერთხელ მაინც გაიგონო მისი ხმა, იხუმროთ ისეთი ხუმრობებით რომლის შინაარსიც მხოლოდ თქვენ გესმით. ვრცლად
კვირის აკვიატებული soundtrack-ები
ვინც ჩემი ბლოგის ხშირი სტუმარია, იცის, რომ ხშირად ვდებ პოსტებს, სადაც ბოლო დროის მუსიკალური აკვიატებები მაქვს ხოლმე ჩამოწიკწიკებული. ამ ბოლო დროს სხვადასხვა ფილმების მუსიკალური თემები ავიკვიატე და სულ ყურში ჩამესმის. ისეთებია, როგორ გითხრათ, ლამაზები, სათუთები და ხალისიანები. მოდით ბევრს აღარ გავაგრძელებ და გაგაცნობთ მათ: ვრცლად
იუსტიციის სახლის მარგალიტები (2)
დადგა ჟამი და წამი მეორე ნაწილისა.
აღარ დავიწყებ იმის ახსნას რა არის იუსტიციის სახლი, რომელსაც ამასწინათ იულისუს სახლიც უწოდეს (
), ყველამ კარგად იცით, თქვენი 95% თუ მეტი არა უკვე ნამყოფია იქ და მეტნაკლებად ათვისებულიც გექნებათ სიტუაცია.
ხალხის ნაკადი უფრო და უფრო მატულობს. შესაბამისად – ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაცაა – იმატებს კურიოზების, საინტერესო მოთხოვნებისა და დიალოგების რიცხვიც. ახალი ინტერპრეტაციებიც გვაქვს ე.წ. სივრცეების, რომლებსაც ახლა პავილიონები შეარქვეს, მე-3 ტაბლოზე მიდიან, მე-17 დერეფანს ეძებენ, ხანდახან მე-11 საცავისკენ მიისწრაფიან და მე-7 ზონასაც აღმოაჩენენ ხოლმე. რაც შეეხება ელექტრონულ პირადობის მოწმობას, ე.წ. ID ბარათს, მას ამასწინათ IT ბარათი უწოდეს და ჩვენ გვერდით მჯდომმა IT-მ ჩუმ-ჩუმად ჩაიცინა.
ინტერპრეტაციები მრავალია, ისევე როგორც ადამიანის ფანტაზიაა უსაზღვრო და უკიდეგანო: ვრცლად
მეგობარი
რამდენი ადამიანიც არსებობს, მეგობრობის იმდენი განმარტება და გაგებაცაა, ასე რომ რთულია განსაზღვრო რას მოიცავს მეგობრობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, მას მეგობარი რომ უწოდო.
დაახლოებით ორი წლის წინ ერთი პოსტი გამოვაქვეყნე, ზოგადად კითხვა დავსვი, ღირდა თუ არა სიცოცხლე მეგობრის გარეშე. იქვე პასუხის გაცემაც მოვასწარი და სასწრაფოდ არა გიპასუხეთ. რა თქმა უნდა ეს ასეცაა. არავის ვუსურვებ მის გარეშე თუნდაც ერთი წამით ყოფნას. უბრალოდ წავიკითხე ეს პოსტი და მივხვდი რომ ძალიან ბევრი (უხეშად რომ ვთქვათ) ”მიტლიკინია”. ხო, ზუსტად ასე! იცით რატომ? მეგობრობა ეს ისეთი რამეა, რომელსაც ჩარჩოები, ფარგლები არ გააჩნია და როგორც სიყვარულს ვერ ახსნი სრული სისრულით, ისე მეგობრობას ვერ განმარტავ ბოლომდე, ისე, რომ არაფერი გამოგრჩეს. ეს ორი რამ ისეთი გრძნობაა, ისეთი ”არსებაა”, რომელსაც უბრალო სიტყვები არ ჭირდება. ამას ქმედებით და მზერით უნდა გრძნობდე და გესმოდეს.
ზედმეტს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ გეტყვით ერთს, გაუფრთხილდით ამ აუწონავ და შეუფასებელ საგანძურს, რასაც მეგობარი ქვია, იყავით მათ გვერდით სანამ შეგიძლიათ, ჩაიხუტეთ გულში და ყოველთვის მხარში ედექით ერთმანეთს, იმიტომ რომ არასდროს იცით როდის რა მოხდება, ვის რა უდევს წინ. დახარბდით მის გვერდით ყოფნას სანამ შეგიძლიათ და უთხარით თბილი სიტყვები ერთმანეთს. ვრცლად
Protected: ”ოცნებები მცნებებივით ირღვევიან”
Protected: ***
Let It Snow
ვზივარ ასე, უსაქმურად და ვცდილობ ბლოგისთვის რამე კარგი, ზამთვრისთვის შესაფერისი, თან თბილი და თანაც ცივი ე.წ. ”ჰედერი” შევარჩიო, მაგრამ სულ ტყუილად. ხან რა დავაყენე ხან რა და ბოლოს ისევ ეს დავტოვე, მაინცდამაინც არ მაკმაყოფილებს მაგრამ… იყოს სანამ რამეს აღმოვაჩენ. ”ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობსო”, მიყვარს ეს ფრაზა.
მოკლედ, თოვლი მოგვივიდა ჩემო მეგობრებო და ისეთი სასიამოვნო სუნი შემოვარდა დილით ღია ფანჯრიდან… სუნიო? სუნი არა, უბრალოდ სუფთა ჰაერი, სასიამოვნოდ რომ გხვდება და იმდენად შეჩვეული ხარ ქალაქის მტვერს, რომ უკვე ”სუნს” ეძახი.
სიმართლე გითხრათ არ მახსოვს ოდესმე თოვლის მოსვლა ასე გამხარებოდა. ისიც ვიგრძენი რომ ახალი წელი მოგვიახლოვდა და ბავშვურად აჟიტირებული ველოდები ახალს – ახალი იმედებით, ახალი გეგმებით, ახალი მიზნებით და სტრატეგიებით.
რაც სახლში მოვედი ყურს საყვარელი საშობაო-საახალწლო მელოდიებით ვართობ და განწყობა უფრო და უფრო მემატება.
მოდით გაგიზიარებთ თქვენთვისა და ჩემთვის ნაცნობ მელოდიებს და თქვენთვისაც დავაყენებ სახლში თბილ, და ფანჯრის მიღმა ცივ განწყობას. აი ისეთს, სახლში ბუხრის წინ რომ ზიხარ, ხელში ცხელი ჩაი ან ყავა რომ გიჭირავს, ფანჯარას რომ გახედავ თოვლის დიიიიიიდ ფანტელებს რომ დაინახავ და კიდევ უფრო ჩაიხუტებ ცხელ ჭიქას გასათბობად, ტანში სიმყუდროვის თბილი გრძნობა რომ დაგივლის და თვალებს დახუჭავ ლამაზი ბგერების უკეთესად აღსაქმელად. ვრცლად




