მომენატრა ჩემი ბლოგი. ძალიან შევეჩვიე და ამ ბოლო დროს რომ ვეღარ ვიცლი მისთვის საკადრისად, თითქოს სინდისიც მქენჯნის მის წინაშე. ჩემი უმოქმედობა სტატისტიკასაც დაეტყო. რაღაც ობლად დარჩენილი ბავშვივითაა, რომელიც ცრემლმორეული გამურული ლოყებით მიყურებს.
ეს ყველაფერი კი ჩემი სამაგისტროს ბრალია, უკვე გადამწყვეტ ფაზაში ვარ შესული და კულმინაციურ წუთებს დღითიდღე ვუახლოვდები. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან “პოსტს” ვწერ, რომლითაც დასრულდება ექვსწლიანი სტუდენტობა და ვიმედოვნებ მაგისტრის ხარისხსაც დავიმსახურებ.
ბევრი გეგმები მაქვს ბლოგთან დაკავშირებით, ბევრი თემები მიტრიალებს თავში, ბლოგს პირვანდელი თემატიკა უნდა დავუბრუნო, ის რითაც დავიწყე და აღარავითარი პირადი პოსტები და ლირიული გადახვევები.
ცოტა ხნით პაუზას ვიღებ და აუცილებლად დაგიბრუნდებით. წარმატებები მისურვეთ.
“დროებითო”– ამ ფრაზამ დამამშვიდა და საერთოდაც, თუ შენს ხანგრძლივ პაუზებს გავიხსენებ– სულაც არ გემშვიდობები. უბრალოდ მართლა წარმატებებს გისურვებ და ძალიან მიყვარხარ და მალე გააგრძელე ბლოგზე წერა. :*
მთავარია, მაგისტრის ხარისხი აიღო დაჩვენ დაგელოდებით :*
წარმატებები
მადლობა ომარ :*
“დროებითო”– ამ ფრაზამ დამამშვიდა და საერთოდაც, თუ შენს ხანგრძლივ პაუზებს გავიხსენებ– სულაც არ გემშვიდობები. უბრალოდ მართლა წარმატებებს გისურვებ და ძალიან მიყვარხარ და მალე გააგრძელე ბლოგზე წერა. :*
მადლობა აქსიომ, მეც ძალიან მიყვარხარ :* და აუცილებლად დავბრუნდები.
Pingback: I CAN! | ნინაკას ბლოგი