წამი

წამის დაჭერა ვისწავლე.

სულ პაწაწუნა იყო, დავიჭირე და აღარ გავუშვი. ჰო და, ჩემს გვერდით რამდენიმე საათს გაჩერდა…

ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მსუბუქი, ისეთი სურნელოვანი და ისეთი ლაღი… არც თვითონ უნდოდა წასვლა.

არაფერი უთქვამს, უფრო ხშირად ჩუმად იყო. სიოსავით მელამუნებოდა და მეც სულ განაბული ვუსმენდი მის სიჩუმეს.

ეს ის მომენტია, როცა დუმილი ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე საათობრივი ლაყბობა.

რომაული ტრიუმფალური თაღები… ანტიკური ხანის ხელოვნება… ქარიშხალი ჩადგაო. ხო, ჩადგა, მაგრამ ყველაფრის დასასრული რაღაც ახლის დასაწყისიაო, ხო და მთავარია ეს ახალი კარგის მომტანი იყოს.

როცა გარშემო უცებ ყველაფერი ქრება და სიჩუმეა, როცა მუსიკის ცვალებადობასაც ვეღარ ამჩნევ – სიჩუმე და სიმშვიდე ისე გიტაცებს…

როცა გრძნობ რომ შენია…

ჩემი წამი ყველაზე ლამაზია დედამიწის ზურგზე!

არ მინდა რომ დასრულდეს…

About these ads

10 thoughts on “წამი

  1. ფოტოაპარატი იყიდე და სამუდამოდ დააფიქსირე მასეთი წამები. :) რა რომანტიკოსი და მეოცნებე ყოფილხარ… გადავირიე. :)

    • აქს, ფოტოაპარატს ნამდვილად ემუქრება ყიდვა :D ხო და მერე კადრებად ავსახავ ხოლმე თითოეულ წამს. :) ) :*

    • Jane ისე, ფოტოაპარატზე უკეთესი შემნახავი გონება და თვალებია <3 თუმცა მათ თუ ტექნიკაც დაეხმარება საუკეთესო სინთეზი გამოვა :) ))

      • გონება და თვალები კარგია, მაგრამ დროთა- განმავლობაშ ისე მკვეთრი აღარაა ის მოგონება, ამიტომაცაა კარგი ფოტო :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s