ბოლოს როდის გაგაღვიძათ ჩიტების ჭიკჭიმა თბილისში?
თქვენი არ ვიცი და, მე ვიხსენებ და ვერ გამიხსენებია, მიუხედავად იმისა რომ ჩემი საძინებლის ფანჯარა პირდაპირ ულამაზეს და საოცრად მწვანე სკვერს გადაყურებს.
აი ასე , დღეს დილით დახურულ ფანჯრებს მიღმა მანქანისა და ადამიანის ნაცვლად, ბუნების ხმამ გამაღვიძა. ერთი წამით სანამ აზრზე მოვიდოდი დავფიქრდი სად ვიყავი, იმიტომ რომ ასეთი ალიონი მხოლოდ მთაში მქონია, ისიც მანამ სანამ ყველა გაიღვიძებს, შემდეგ კი რა თქმა უნდა საერთო ჟრიამული იწყება, სადღაა ბუნების ხმა?!
საათს გავხედე, 8 საათი არ იყო შესრულებული, ფანჯრიდან ჩემი სკვერისთვის უჩვეულო უძრაობა ჩანდა. სასწრაფოდ გამოვაღე ფანჯარა და ისევ ჩემს საბანს დავუბრუნდი.
რამდენი რამ შეიცვალა უკანასკნელ ერთ თვეში? მეტი