ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

Maksim Mrvica

15 Comments

მაქსიმ მრვიცა

.

მე მინდა ცოტაოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ ერთ ძალიან ნიჭიერ პიანისტზე, რომელსაც საქართველოში ძალიან ცოტა თუ იცნობს. ყურადღებისგამახვილება მინდა მის ტექნიკაზე და გასაოცარ ნიჭზე, რომელმაც მსოფლიოს გარშემო მოიარა. უნდა ავღნიშნო ისიც რომ ამ ადამიანის არსებობის შესახებ თბილისში ნელ-ნელა იგებენ, ეს ალბათ ჩვენი მეტროსადგურების დამსახურებაცაა, სადაც საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ მისი არაჩვეულებრივი კომპოზიციების საკონცერტო ვერსიები.

.

.

მაქსიმ  მრვიცა გახლავთ ხორვატი პიანისტი, რომელიც დაიბადა 1975 წლის 3 მაისს ადრიატიკის ზღვასთან ახლოს მდებარე დაბა შიბენიკში. მან ფორტეპიანოზე დაკვრა 9 წლის ასაკში დაიწყო და იმავე წელს გამართა თავისი პირველი საჯარო კონცერტი. მალევე შენიშნა ყველამ ბიჭის განსაკუთრებული ტალანტი. სამი წლის შემდეგ მან უკვე თავისუფლად შეძლო შეესრულებინა ჰაიდნის “საფორტეპიანო კონცერტი დო მაჟორში” სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 1990 წელს იუგოსლავიაში სამოქალაქო ომი დაიწყო . თუმცა ამას მაქსიმისთვის ხელი არ შეუშლია. თავის პედაგოგთან, მარია სესკოსთან (Marija Sesko) ერთად ის კვლავ აგრძელებდა მეცადინეობას.  მიუხედავად ასეთი დაძაბული სიტუაციისა მაქსიმ მრვიცამ 1993 წელს ზაგრებში გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. მისი გამოსვლის შემდეგ კონკუსი შეწყვიტეს და მაქსიმი გამარჯვებულად გამოაცხადეს.

.

.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ის სწავლობდა ზაგრების მუსიკალურ აკადემიაში. 1999 წელს მაქსიმი ჩაირიცხა ფრანც ლისტის სახელობის კონსერვატორიაში, ბუდაპეშტში, სადაც ერთი წელი ისწავლა. სწორედ ამ პერიოდში მან გაიმარჯვა ნიკოლაი რუბინშტაინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში (Nicolai Rubinstein International Piano Competition).  2000 წელს საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც მისი მასწავლებელი გახლდათ იგორ ლაზკო. მომდევნო წელს კი პენტუაზის საფორტეპიანო კონკურსზე მან პირველი ადგილი დაიკავა.

.

უკან, ხორვატიაში დაბრუნებული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ხშირად ჩანდა ტელევიზიით, აძლევდა უამრავ ინტერვიუს . მალევე გამოუშვა ალბომი, სახელწოდებით “Gestures”, რომელიც გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი კლასიკური მუსიკის ალბომი ხორვატიაში. სწორედ ამ ალბომის დამსახურებით მაქსიმი გახდა “პორინი”-ს 4 მუსიკალური პრემიის მფლობელი (“პორინი” – “გრემი”-ს ხორვატიული ანალოგი). გარდა ამისა მან მიიღო პრემია საუკეთესო კლასიკური მუსიკის ალბომის შექმნისთვის.

.

.

მაქსიმის ნიჭმა, მაშინვე მიიპყრო ხორვატიელი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და მუსიკალური პროდიუსერის ტონკი ჰალდიკის(Tonci Huljic) ყურადღება. მან მაქსიმი წარუდგინა ცნობილ იმპრესარიო მელ ბუშს (Mel Bush), რომლის დამსახურებაცაა ცნობილი მევიოლინეს ვანესა მეის (Vanessa-Mae) მსოფლიო დონის წარმატება. ალბათ ადვილი მისახვედრია თუ რამხელა წარმატება ელის მას წინ.

.

მოდით გავეცნოთ მის დისკოგრაფიას:

  • 1999 – Gestures (Lisinski Studios)
  • 2003 – The Piano Player (EMI)
  • 2004 – Variations Part I&II (EMI)
  • 2005 – A New World (EMI)
  • 2006 – Electrik (EMI)
  • 2007 – Pure (MBO)
  • 2008 – Pure II (MBO)
  • 2008 – Greatest Maksim (EMI)
  • 2010 – Appassionata

.
ესეც კომპოზიცია უკანასკნელი ალბომიდან.

.

ალბომი “Pure II” სამწუხაროდ არასოდეს გამოსულა გაყიდვაში კონტრაქტთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო.

.

მაქსიმს ყავს მეუღლე, რომელიც მისი ბავშვობის სიყვარულია და ქალიშვილი, რომელსაც სახელად დაარქვა ლილუ, მილა იოვოვიჩის ცნობილი გმირის პატივსაცემად (მხ.ფ. “5-ე ელემენტი”).

.

.

და ბოლოს, დავასრულებ არაჩვეულებრივი კომპოზიციით, რომლითაც მე ეს ადამიანი აღმოვაჩინე “Nostradamus” …

.

.

ისიამოვნეთ და დატკბით უნიჭიერესი ადამიანის ულამაზესი კოპოზიციებით 🙂

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მის ოფიციალურ გვერდსაც.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

15 thoughts on “Maksim Mrvica

  1. რა ძალიან კარგიაააა
    საოცარი შესრულება.კლიპი განსაკუთრებიტ მომეწონა, სულ ბოლო ვიდეო რომ არის.

  2. es kaci sadac shen xar yvelgan rogor unda mxvdebodes 😀 magram cudi musikosi araa vagiareb.

  3. გამოხმაურება: Flight of the Bumblebee « ნინაკას ბლოგი

  4. გამოხმაურება: Maksim Mrvica-ს ბოლო ალბომი და ახალი კლიპი « ნინაკას ბლოგი

  5. მე დიდი ქომაგი ვარ მაქსიმის, მისი კომპოზიციებიდან განსაკუთრებით მიყვარს tango in abony, mojito, ride of the valkyries, olympic dreams და nostradamus. მაგრამ, მინდა შენიშვნა შევიტანო თქვენს მიერ ზემოთმოყვანილ ბიოგრაფიაში, სადაც მაქსიმის გვარი შეცდომით წერია. mrvica ქართულად იკითხება, როგორც მრვიკა. მადლობა ყურადღებისთვის.

    • “ინკოგნიტო” მიხარია რომ გიყვარს მაქსიმი და ხარ მისი ქომაგი, მინდა გითხრა რომ მეც ძალიან მიყვარს, აგერ უკვე თითქმის რვა წელია მის თითოეულ ნაბიჯს თვალყურს ვადევნებ, იმედია არ გეწყინება შენს შენიშვნას თუ არ გავითვალისწინებ და გეტყვი რომ შეცდომით გაქვს მისი გვარი გაგებული, არ ვიცი სად ნახე და გაიგონე მისი გვარი დაწერილი და წაკითხული როგორც “მრვიკა” მაგრამ თამამად შემიძლია გითხრა, რომ მისი გვარი მრვიცაა და ასევე იკითხება ყველა ენაზე. უფრო მეტი სიზუსტისთვის ეწვიე ვიკიპედიას და თვალი შეავლე მისი გვარის transcription-ს როგორ იკითხება. 😉 აი ბმულიც: http://en.wikipedia.org/wiki/Maksim_Mrvica

  6. ზალიან დიდი ხანია ამ პიანისტის შემოქმედებას ვიცნობ… არაჩვეულებრივია… გენიალურია… საოცარია და ფანტასტიკური…

  7. agprtovanebuli var ….sitkvebi ar mkopnis ise dzalin momewona kvela kompozicia, cudia rom akamde araperi vicodi masze..dgeidan ki misi pani varr..madloba ninnakas rom gavige am shesanishnavi pianistis shesaxeb

    • მიხარია ნათია თუ მოგეწონა, ისიც ძალიან მიხარია რომ ჩემი ბლოგი და მე აღმოვჩნდით წყარო შენი ახალი მუსიკალური აღმოჩენისა. 🙂 დიდი მადლობა კომენტარისთვის. :* 🙂

  8. pirikit madloba shen…dzalian bevri ram gavige sheni blogit..dzalin sainteresoa kvelaperi rac gidevsss :* :* :*

  9. გამოხმაურება: Piano Recital | ნინაკას ბლოგი

  10. გამოხმაურება: იუბილარი | ნინაკას ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s