ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

რა აიძულებს ადამიანს თვითმკვლელობაზე იფიქროს?

6 Comments

“არის რაღაც დიდი და შემაძრწუნებელი თვითმკვლელობაში. ბევრია ისეთი ადამიანი, რომლის ძირს ჩამოვარდნა არაა სახიფათო, როგორც ბავშვისა, რომელიც ისეთი სიმაღლიდან ვარდება, რომ არ შავდება; მაგრამ დიდი ადამიანის დასამსხვრევად საჭიროა, რომ იგი დიდი სიმაღლიდან გადმოვარდეს, ზეცამდე იყოს ასული, რაღაც მიუწვდომელი სამოთხე ჰქონდეს დანახული. შეუბრალებელი უნდა იყოს ქარიშხალი, რომელიც ადამიანს აიძულებს სულიერი მშვიდობა სთხოვოს დამბაჩის ლულას. რამდენი ახალგაზრდა ნიჭი ჭკნება და იღუპება მანსარდებში მეგობრის, ნუგეშისმცემელი ქალის უყოლობის გამო, მილიონ არსებათა შორის, ოქროთი დაღლილი და მოწყენილი ბრბოს თვალწინ!…” ბალზაკი. 

ამ პოსტის დაწერა ჩემი ერთი ნაცნობის გამო გადავწყვიტე. სიმართლე გითხრათ არც თუ ისე დიდი ხანია რაც ვიცნობ და მეგობრებიც ნამდვილად არ ვართ, თუმცა ამ გარემოებამ მაინც არ შეუშალა ხელი მას, გულახდილად დამლაპარაკებოდა და თავისი სულიერი მდგომარეობა ჩემთვის გაენდო.  კონკრეტულად არაფერი მოუყოლია თავისი ცხოვრების შესახებ, უფრო ზოგადსაკაცობრიო თემებზე ვსაუბრობდით, საკუთარი შეხედულებები გამიზიარა ცხოვრებაზე, მეც ასეთი გულახდილობა რომ დავინახე ჩემი ადეკვატური აზრებიც გადმოვაფრქვიე. ჩემი გაკვირვება კი ერთმა გარემოებამ გამოიწვია, ეს ადამიანი ხშირად ახსენებდა სიკვდილს, ამ ქვეყნიდან წასვლას, სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, ახალგაზრდა გოგონები როგორც წესი ამ საკითხებზე ასე სეიოზულად არ ფიქრობენ, ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო ასეა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ადამიანი საკმაოდ დიდ დეპრესიაში იყო გადაშვებული და იქიდან თავის დაღწევა უჭირდა, ჰოდა რადგანაც გული გადამიშალა შევეცადე მენუგეშებინა. თავის მოკვლაზე ვფიქრობო რომ მითხრა თავიდან საპასუხო სიტყვები ვერ მოვძებნე, ჯერ ვიფიქრე ხუმრობს-მეთქი, მაგრამ როცა ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო, მივხვდი აქ სერიოზულად იყო საქმე. ათასი მიზეზი მოვუტანე რის გამოც სიცოცხლე ღირს და მშვენიერია, საყვარელი ადამიანებიც კი ვუხსენე, რომლებსაც გულს დასწყვეტდა, მაგრამ პასუხად მივიღე ის, რომ ჩემი მსჯელობა ადეკვატურად აღიქვა და მითხრა რომ ძალიან სიამოვნებს ჩემი სწორი მსჯელობის მოსმენა, თვითონ ეს ყველაფერი თეორიულად იცის, თუმცა რეალურად ამ ყველაფერს ვერ ათვითცნობიერებს და ცხოვრებაში მისი გატარება უჭირს. მიზეზად კი დამისახელა მის გარშემო მყოფი ადამიანების “არაადამიანობა”. მესმის მისი ძალიან კარგად, ვის არ ყავს გარშემო “არაადამიანი” ნაცნობები? ვის არ ყავს ცინიკოსი ვითომ კეთილისმსურველი? თუმცა თითოეული ადამიანი, როგორც სჩანს, ამ ყველაფერს ინდივიდუალურად აღიქვამს და თქვენ წარმოიდგინეთ თვითმკვლელობისკენაც კი უბიძგებს. ღმერთმა არ ქნას რომ ეს ამბავი ფატალური შედეგით დასრულდეს. ამ საკითხმა ძალიან დამაფიქრა, გულთან ახლოს მივიტანე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომინდა მის გვერდით ვყოფილიყავი მძიმე მომენტში და შემემსუბუქებინა მისთვის ტკივილი რომელიც ასე აწუხებდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რა სისწრაფითაც დაარღვია ჩვენს შორის არსებული დისტანცია, ახალგაცნობილობით გამოწვეული, ისევე სწრაფად აღადგინა. ყოველ მის სიტყვაში კი მაინც ისმის ტკივილი და წყენა, არ ვიცი ეს რამ გამოიწვია, მიზეზი ჩემთვის არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ვფიქრობ უთუოდ სერიოზულია, რადგან მის ფსიქიკას უჭირს სხვა საკითხზე გადართვა. გადავწყვიტე მიმემართა ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოსთვის და გამერკვია, თუ რა უბიძგებს ადამიანს თვითმკვლელობისკენ.

ფსიქოლოგები მას სუიციდს უწოდებენ და გამოყოფენ: საკუთრივ სუიციდურ მოქმედებებსა და სუიციდურ აზრებს, ამ უკანასკნელში ძირითადად იგულისხმება აზრები, გრძნობები, გამონათქვამები, მინიშნებები და ა.შ.

სუიციდი შეიძლება დავყოთ ასევე სამ ჯგუფად:

1. ჭეშმარიტი სუიციდი

2. დემონსტრატიული სუიციდი

3. ფარული სუიციდი

განვმარტოთ თითოეული:

ჭეშმარიტი სუიციდის დროს ადამიანს ამოძრავებს თავის მოკვლის სურვილი და ეს არ ხდება სპონტანურად, თუმცა ხანდახან მოულოდნელიც კი ჩანს გარშემომყოფებისთვის. მას წინ უსწრებს დათრგუნული განწყობა და სურვილი “ამ ქვეყნიდან წასვლის.”

დემონსტრაციულ სუიციდს არ აკავშირებენ სიკვდილის სურვილთან და ყურადღების მიპყრობის ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევენ. ამ შემთხვევაში სიკვდილი შესაძლოა მხოლოდ შემთხვევითობა იყოს.

ფარული სუიციდი კი უმეტეს წილად დაკავშირებულია რისკთან. ასეთი ადამიანები როგორც წესი ირჩევენ ექსტრემალურ სპორტს, ცხელ წერტილებში საკუთარი ნებით მიდიან და რაც ყველაზე მთავარია ამას გაუთვითცნობიერებლად აკეთებენ. შეიძლება ითქვას, ისეთ საქმიანობას ირჩევენ რომლის განხორციელების დროსაც ცალი ფეხი სამარეში უდგათ და მათი ყოფნა არ ყოფინის საკითხი 50%-50%-ზეა.

თვითმკვლელობაზე პირველი კვლევა და თანაც ძალიან კარგი, ისეთი დღემდე რომ შეინარჩუნა აქტუალობა, ემილ დიურკჰეიმმა ჩაატარა (ფრანგი სოციოლოგი). მან ასეთი ტიპოლოგია გააკეთა თვითმკვლელობების:

1) ეგოისტური

2) ანომიური

3)ალტრუისტული

4) ფატალისტური

ეგოისტური თვითმკვლელობები არის დეპრესიის, ადამიანურობის დეფიციტის, სოციალური ურთიერთობების რღვევის გამო ჩადენილი თვითმკვლელობაანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, სიყვარულის, სითბოსი და ყურადღების ნაკლებობის გამო ჩადენილი თვითმკვლელობა _ ადამიანს არ გააჩნია ისეთიმე”,  როგორიც უნდა, ანუ გარემო არ აღიქვამს მას ისე და არ აქვს ისეთი დამოკიდებულება მასთან, როგორსაც ინდივიდი ისურვებდა.

ანომიური თვითმკვლელობები ახასიათებს რაიმე დიდ ეკონომიკურ-სოციალური ძვრებს. აი, მაგალითად, გაკოტრებული მილიარდელი მატარებელს თუ ჩაუვარდება, ეს იქნება ანომიური თვითმკვლელობა.

ალტრუისტული თვითმკვლელობის დროს, ადამიანი სიცოცხლეს თავისი სუბიექტური არსებობის გაუაზრებლად ისპობს, მხოლოდ სხვაზე ორიენტირებულობის გამო, ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ისე აიგივებს თავს ვინმესთან რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია. მაგალიტად, ჯულიეტამ თავი მოიკლა, იმიტომ რომ რომეოს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა. ან კიდევ, ბატონებისა და მეფეებისთვის რომ დებდნენ თავს და ..

ფატალისტური თვითმკვლელობა ისეთი თვითმკვლელობაა, როცა ადამიანი თავს იკლავს იმ მარწუხების გასაპროტესტებლად, რომელშიც საზოგადოებამ, ნათესავებმა და ა.შ. მოაქციეს. ადამიანის საქციელის კონტროლი და წესების დაწესება მისთვის ხშირად იღებს ასეთ შედეგს.

ადამიანზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ოჯახი.  ამის გათვალისწინებით ფსიქოლოგებმა განსაზღვრეს ისეთი ოჯახების ტიპები, სადაც არსებობს თვითმკვლელობის პოტენციური საშიშროება:

დეზინტეგრირებული ოჯახი – დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს მისი წევრების განცალკევებულობა, ურთიერთობებში ფორმალურობა, მათ შორის ემოციური კავშირის არარსებობა და სხვ. განსაკუთრებით საშიში სიტუაცია იქმნება ნაწილობრივ დეზინტეგრირებულ ოჯახში, სადაც ვიღაც აღმოჩნდება მარტო მის წინააღმდეგ ამხედრებული ახლობლების არმიის წინაშე.

სუპერინტეგრირებული ოჯახი – აქ საქმე გვაქვს წევრების პიროვნული ავტონომიურობის რღვევასთან. ისინი იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ ვერ წარმოუდგენიათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება. ამ შემთხვევაში ერთ-ერთის სიკვდილი იწვევს მეორის აბსოლუტურ უსუსურობას.

დისჰარმონიული ოჯახი –  ხასიათდება მისი წევრების მოთხოვნილებების, მიზნების რადიკალური განსხვავებულობით, ურთიერთთანხმობის არარსებობით, საკუთარი ინტერესებისა და ჩვევების დათმობის უუნარობით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ლიდერი დანარჩენებს მუდმივად თავს ახვევს საკუთარ სურვილებს, ჩვევებს და ითხოვს მათგან ქცევის შეცვლას.

დახურული თვითმყოფადი ოჯახი – მისი წევრებისთვის ოჯახი წარმოადგენს ცხოვრების ძირითად აზრს, ყველაფერი დანარჩენი კი (სამუშაო და გარე ურთიერთობები) განიხილება როგორც ოჯახური კეთილდღეობის შენარჩუნების საშუალება.

კონსერვატიული ოჯახი – მთავარ თავისებურებას წარმოადგენს გარეგანი ცვალებადი პირობებისადმი ადაპტირების უუნარობა. თუკი ასეთი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ოჯახის გარეთ არსებულ კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდება, სხვა წევრები, თავისი კონსერვატიული შეხედულებებიდან გამომდინარე, არ ეხმარებიან მას და თქვენ წარმოიდგინეთ შესაძლებელია მოწინააღმდეგის მხარეც კი დაიკავონ.

ესეც მოკლე ექსკურსი ფსიქოლოგიაში …  არ ვიცი იმ ადამიანს რომელი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი აიძულებს თვითმკვლელობაზე იფიქროს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველამ უნდა დაიმახსოვროთ, რომ ცხოვრება თავისი დიიიიიიიიდი მინუსებისდამიუხედავად მაინც მშვენიერია, ზუსტად ეს მინუსები აძლევს მას აზრს და გვანიჭებს თითოეულ ადამიანს ბრძოლის უნარს. თითოეული წინაღობის გადალახვის შემდეგ ორმაგი ძალისხმევით შეეცადეთ რომ შემდეგს შეეჭიდოთ, რას იზამთ, ცხორვება სიურპრიზებითაა სავსე და ალბათ დამეთანხმებით, წინასწარ რომ ვიცოდეთ რა გველოდება მაშინ სიცოცხლე აზრს დაკარგავდა.

P.S. იცოცხლე იმისთვის რომ იცხოვრო !!!

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

6 thoughts on “რა აიძულებს ადამიანს თვითმკვლელობაზე იფიქროს?

  1. რა მძიმე პოსტია :((

  2. მე ძალიან რთული დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხისადმი, არ ვიცი, რა მიზეზი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ გავამართლო… მე სისუსტის გამოხატულებად მიმაჩნია სუიციდისკენ მიდრეკილება და ეს არაერთხელ აღმინიშნავს; გარდა ამისა, ბევრჯერ შემხვედრია ადამიანი, თავისი დეპრესიულობით რომ მანიპულირებს და გარშემომყოფებს იმის შიშით, “თავს არაფერი აუტეხოსო”, მის ჭკუაზე უვლიათ… მე იმ აზრის ვარ, რომ სიცოცხლე ყოველთვის ღირს…

  3. საინტერესო იყო და თან ამ სფეროში არც ისე ჩახედულებისთვის გასაგებ ენაზე დაწერილი. მადლობა ინფორმაციისთვის. იმ ადამიანთან კი კონტაქტი არ გაწყვიტო. შეიძლება გაურბის გულახდილობას, მაგრამ რაღაცნაირად დახმარება ნამდვილად სჭირდება

    • მადლობა შეფასებისთვის M.K. იმ ადამიანს კი ნამდვილად სჭირდება დახმარება, მაგრამ ძალიან რთულია ამის გაკეთება როცა თვითონ მას არ სურს ეს.

  4. fsiqologiur saxelmdzgvanelos ra qviaa ? suicidis tipebze rom saubrob eg romeli wyarodan moidzie?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s