ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

თ.ე.უ.ს.უ.-ს აჩრდილი…

6 Comments

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ), როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაარსდა 1992 წლის 19 მარტს. უნივერსიტეტის ძირითადი მიზანი იყო ბიზნესის და მართვის და სამართლის დარგების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტი აქტიურად და მიზანმიმართულად ახორციელებდა რეფორმებს. უნივერსიტეტში დამკვიდრდა სამსაფეხურიანი სწავლება – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. ყოველი საგანმანათლებლო პროგრამის, ყოველი დისციპლინის სრულფასოვანი გააზრებისა და ათვისებისათვის შემუშავდა კურიკულუმები, სილაბუსები. სასწავლო პროცესის შეფასების სისტემა სრულად პასუხობდა ევროპული კრედიტების სატრანსფერო სისტემის მოთხოვნებს.
თეუსუ-ში ფუნქციონირებდა “ბიზნესისა და მართვის”, “სამართლის” , “ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა “ ფაკულტეტები ,სადაც სწავლება მიმდინარეობდა ბაკალავრიატის საფეხურის ოთხი მიმართულებით : ბიზნესი და მართვა, სამართალი, ჰუმანიტარული მეცნიერებანი და სოციალური მეცნიერებანი.

ფუნქციონირებდა გურამ თავართქილაძის სახელობის ბიბლიოთეკა, რომელიც შეიქმნა 1992 წელს და სტუდენტების განკარგულებაში გახლდათ უმაღლესი სასწავლებლის დაარსების დღიდან. მისი წიგნადი ფონდი თბილისის ვაჭრობის ტექნიკუმის ფონდის ბაზაზე ჩამოყალიბდა.  ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში  მდიდრდებოდა. შეიცავდა ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულენოვან ლიტერატურას.

სულ ორი რექტორის გამოცვლა მოასწრო უნივერსიტეტმა. პირველი გურამ თავართქილაძე გახლდათ.  სწორედ მისი შექმნილი იყო  თეუსუ და თითოეულ სტუდენტს შვილივით ეპყრობოდა. 2006 წლამდე გახლდათ უნივერსიტეტის რექტორი, თუმცა არც მას მერე მიუტოვებია თავისი სტუდენტები და ყოველთვის ყურადღებას აქცევდა მათ განათლებას. გარდაიცვალა 2009 წლის 8 სექტემბერს.

2006 წლის დეკემბერში უნივერსიტეტის მეორე რექტორად არჩეულ იქნა ავთანდილ ჩუთლაშვილი, რომელიც უნივერსიტეტს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე სათავეში ედგა. სწორედ მისი რექტორობის დროს მოხდა თეუსუს რეორგანიზაცია, რის შედეგადაც უნივერსიტეტი შეუერთდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

გურამ თავართქილაძის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთ წელიწადში თეუსუ-სგან მხოლოდ სახელი და ეს დარჩა …

რეორგანიზაციას მოჰყვა დიდი პროტესტი სტუდენტების მხრიდან. იყო დაბნეულობა, გულის ტკივილი, სინანული, გულისწყვეტა… თუმცა არც პროტესტმა გაამართლა და არც გულის აჩუყებამ, თეუსუ უკვე თსუ-ა და აღარაფერი ეშველება.  

საკმაოდ რთული იქნება ჯავახიშვილის რეჟიმთან შეგუება, მითუმეტეს მათთვის ვინც დამამთავრებბელ კურსზეა, ან თუნდაც მაგისტრატურაზე, მაშინ როცა ბაკალავრის დიპლომიც აქ აიღო… თეუსუს მზა ცხრილებით განებივრებულმა სტუდენტმა ცხრა თვალი და ყური უნდა გამოიბას, კედები ჩაიცვას და სდიოს ლექტორებს, საათები შეათანხმოს, საგნები აირჩიოს თან ისე რომ არავინ დაასწროს, ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი დასწრებაზეა, რა იცი იქნებ სასურველ ლექტორთან სიზარმაცის და სიზანტის გამო ჩაწერა ვერ მოასწროს? კრედიტები ითვალოს რომ მომავალში სემესტრის დამატება არ დასჭირდეს… არა და ეს თეუსუში სულ არ იყო საჭირო და ალბათ გავზარმაცდით კიდეც…  ამას გარდა კიდევ ბევრი საკითხია რომელიც შესაძლოა განხილვის საგანი გახდეს, თუნდაც სამაგისტრო ნამუშევარი, რომელზე მუშაობაც თეუსუში მეორე სემესტრიდან უნდა დაგვეწყო, თსუ-ში კი მოგვიწევს მეოთხე სემესტრში სწრაფ ტემპში მოქმედება… ამას დამატებული იურიდიული კლინიკაც, რომელიც ერთადერთ ნათელ წერტილად მევლინება მთელს ამ აურზაურში.

ამ ორი დღის წინ თეუსუში ვიყავი გასული, ეზო დაცარიელებული დამხვდა, დერეფნები მშვიდი, “არსაიდან ხმა არსით ძახილი”… მხოლოდ დეკანატში ბჟუტავდა სინათლე… მგონი სიბერე შემომეპარა და ძალიან გულჩვილი გავხდი… გული დამწყდა, ბევრ კარგ მოგონებას ინახავს ეს კედლები, აქ ავიდგით ფეხი და დასანანია ასე უკვალდ რომ ქრება …  მისგან მხოლოდ აჩრდილიღა დარჩება …

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

6 thoughts on “თ.ე.უ.ს.უ.-ს აჩრდილი…

  1. კარგია თუ ცუდი, რაც მოხდა, არ ვიცი… მაინც მგონია, რომ უარესობისკენ ნამდვილად არ წაუვათ საქმე თეუსუს ყოფილ სტუდენტებს. მე თსუ–ელი ვარ, იქაური ცუდიც ვიცი და კარგიც!
    მაგრამ სასწავლებლისადმი დამოკიდებულებამ კი ნამდვილად გამაოცა!!!

    • ცუდს ნამდვილად არ მოველი, პირიქით, ვფიქრობ უფრო დამოუკიდებლები გახდებიან სტუდენტები და საკუთარ თავზე მუშაობასაც უფრო მეტად ისწავლიან, ერთია ჩვენი რეჟიმიდან თქვენს რეჟიმზე გადმორთვა ცოტა რთული იქნება, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ამასაც გაუმკლავდებიან. ასეა თუ ისე, მაინც გულდასაწყვეტია თეუსუს ასე, ერთი ხელის მოსმით, გაუქმება…

  2. ჩვენ მგონი ჯგუფელები გავხდებით, (თუ რა თქმა უნდა შენი თქმის არ იყოს “კეტებით სირბილისას” ერთნაირი საგნები ავირჩიეთ 🙂 )

    P.S. მე “საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის” მაგისტრანტი ვარ… იგივე სიტუაციაში ვართ ჩვენც… მივსტირივართ და მოვთქვამთ ხმამაღლა, მაგრამ რათ გინდა… კაცისშვილი არ გეკითხება არაფერს…

    • სასიამოვნო იქნება 🙂
      ჩვენი აზრი ვინმესთვის საინტერესო და კომპეტენტური რომ ყოფილიყო მანამდე გვკითხავდნენ სანამ შეერთების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ… მაგრამ არავის არ აინტერესებს შენი ინტერესი და სუვრილი, სამწუხაროდ…

  3. გამოხმაურება: თსუ-ს ერთი სემესტრი « ნინაკას ბლოგი

  4. გამოხმაურება: “Rolling In The Deep” | ნინაკას ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s