ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ღიმილი ყველგან და ყოველთვის :)

4 Comments

უფასოა, მაგრამ ძვირი ღირს, რასაც გასცემ, მეტს მიიღებ. წამიერია, მაგრამ ხსოვნაში სამუდამოდ რჩება, ვერსად იპოვი მდიდარს, რომელიც უმისოდ ძლებს, და ვერც ღატაკს, რომელსაც ის არ გაამდიდრებს. მას ვერ იყიდი, ვერც თხოვნა-მუდარით მოიპოვებ, ვერც ისესხებ, ვერც მოიპარავ, რადგან თუ ნებით არ გაიცა, გროშია მისი ფასი. თუ სწორად მიხვდებით რაზეა საუბარი, “ის” აუცილებლად გეწვევათ…

ალბათ ყველა მიხვდით რაზეც მაქვს საუბარი, ეს ხომ ჯადოსნური სიტყვა და ქმედება, ღიმილია. 🙂

ვინმეს მიუქცევია ყურადღება დღეში რამდენჯერ იღიმის? ალბათ არა. თუმცა დამეთანხმებით ძალიან ბევრია ამ ელემენტარულ რეფლექსზე დამოკიდებული, მისით შეიძლება მიხვდე ადამიანის განწყობას და დამოკიდებულებას.

გაცინებისას მოქმედებაში მოდის 15 კუნთი. გაღიმებისას არანაკლებია საჭირო. თუმცა სხვადასხვაგვარ ღიმილში სხვადასხვა კუნთი მონაწილეობს. ზრდილობიანი ღიმილისას ხდება ტუჩების უბრალოდ გაწევა და იკუმშება ღაწვების კუნთი, ფართო და მხიარული ღიმილისას მოქმედებაში მოდის ქუთუთოების მამოძრავებელი კუნთები. ამასთან სასიამოვნო გრძნობების განცდისას თვალის ირგვლივ კუნთები უნებლიედაც იკუმშება. ამიტომაც ძალიან ძნელია იძულებითი და ბედნიერების ღიმილის გარჩევა.

ადამიანი პირველად იღიმის სიცოცხლის პირველი 30-45 დღის შუალედში, ყველაზე გვიან 3 თვის ასაკში. პატარა ღიმილით გამოხატავს თავის კმაყოფილებას ნაცნობი ადამიანის დანახვისას, ან მელოდიური ხმის გაგონებისას ან ჭამის შემდეგ. ცოტა რთულადაა საქმე უფროსებთან.

ფსიქოლოგებმა გამოყვეს ღიმილის რამდენიმე სახე:

ალერსიანი ღიმილი

შეხვედრის ღიმილი ანუ ალერსიანი ღიმილი, რომელიც ერთდროულად აახლოებს და ინარჩუნებს დისტანციას, მას შეუძლია ისე დაგაახლოვოს სრულიად უცხო ადამიანს, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდეთ.

შეცბუნებული ღიმილი – როცა თავს იმართლებთ

ძალიან ხშირად ღიმილი კმაყოფილებას არ გამოხატავს. ზოგჯერ იგი გამოსახავს ყველასგან და ყველაფრისგან თავის დაღწევის სურვილს. შეცბუნებული ღიმილი გამოისახება ტუჩებზე, როცა არასათანადოდ მოვიქცევით და სირცხვილის გრძნობა გვაწუხებს. ეს არის ღიმილი – კომენტარი, რომელიც მიუთითებს ჩვენ თანამონაწილეობაზე. “გაწბილებული ღიმილი აჩვენებს, რომ ჩვენ ვცდილობთ ემოციების დაოკებას და არა მოთმენას”.

გაბედული ღიმილი – გვმატებს თავდაჯერებულობას

როცა თავს ვაიძულებთ გავიღიმოთ, ამით ვიმახსოვრებთ ჩვენ წარმატებებს და არა დამარცხებებს. ღიმილი გვეხმარება სტრესის დაძლევაში და ცვლილებების მშვიდად მიღებაში.

თავდაცვითი ღიმილი

გაურკვეველ სიტუაციაში ღიმილი თავდაცვის პირველი იარაღია, ასევე მოდუნების საშუალებაცაა, რომელიც გვეხმარება საკუთარი აგრესიულობის შეკავებასა და სხვათა აგრესიულობის ნეიტრალიზაციაში. დაძაბულობის მოსახსნელად ღიმილი ყველა კულტურაში გამოიყენება. მაგ. როცა უცხო ადამიანებით სავსე ოთახში შედიხარ, ძალაუნებურად იღიმები.

შეთქმული ღიმილი – გვაერთიანებს

ეს ღიმილი გვახსენებს, რომ ადამიანებს საერთო წარსული აქვთ, რომ მათ ერთად მნიშვნელოვანი მოვლენები გადაიტანეს. ეს ღიმილი გამოხატავს დიდ ურთიერთგაგებას, სიახლოვეს შერჩეული ადამიანების მიმართ.

მაცდუნებელი, მომაჯადოებელი ღიმილი – რომელიც გვიპყრობს

გერმანელმა ეთოლოგმა ირენაუს აიბლ-აიბსფელდტმა (Irenaus Eibl-Eibsteildt) დაამტკიცა, რომ ღიმილი ადამიანთა გულების დაპყრობის ერთ-ერთი იარაღია. ევროპელი ქალები ყველაზე მეტად მამაკაცებში ღიმილს აფასებენ (37%), იგი წინ უსწრებს შეხედვას (13 %). ღიმილი ერთდროულად ამხნევებს და ამშვიდებს. შესაძლოა მამაკაცს არ ქონდეს თქვენთვის მოსაწონი თვისებები, მაგრამ მისმა ღიმილმა დაგიპყროთ.

ასე რომ გაიღიმეთ ყველგან და ყოველთვის, ჩემი მეგობარი მუდამ ამას გაიძახის: ვინ იცის იქნებ ვინმეს შენი ღიმილი შეუყვარდესო. 🙂

ყველას ბედნიერი ღიმილით სავსე ცხოვრებას გისურვებთ. :* 🙂

წყარო: http://www.lady.ge

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

4 thoughts on “ღიმილი ყველგან და ყოველთვის :)

  1. რა კარგი პოსტია ;დ

  2. თავს ვაიძულებ ხოლმე ხშირად გავიღიმო. ღიმილის პროცესში მერე რა საქმეც არ უნდა შემემთხვეს, უფრო უკეთესად სრულდება : ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s