ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

მონა ლიზა (Ritratto di Monna Lisa del Giocondo)

5 Comments

ლეონარდო და ვინჩის მშვენიერი ქმნილება, “მონა ლიზა” და მისი იდუმალებით მოცული ღიმილი… თქვენი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 1503-1505 წლებში შექმნილი ეს ნახატი ყოველთვის აღმაფრთოვანებს, სამწუხაროდ არ მქონია მისი ნახვის საშუალება ლუვრში, თუმცა მას გენიალურობას ინტერნეტსივრცე ვერ დააკარგვინებს. რამხელაა სივრცის აღქმა ამ ტილოში… მაოცებს, მაოცებს და ვინჩის გენია. მისი თითოეული ქმნილება მეცნიერთა, ისტორიკოსთა და ხელოვნებათმცოდნეთა მსჯელობის საგანია ყოველთვის, არ ბერდება და აქტუალობას არასდროს კარგავს…

იყო ძალიან ბევრი ვერსია იმისა თუ ვინაა გამოსახული ნახატზე: ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი; ეკატერინე სფორცა (მილანის ჰერცოგის, გალეაცო სფორცას უკანონო ქალიშვილი); უბრალოდ იდეალური ქალი; ახალგაზრდა ყმაწვილი ქალის სამოსში და თვით ლეონარდოს ავტოპორტრეტი. თუმცა ბევრი მათგანი აბსურდულად იქნა მიჩნეული, ბევრი კი საკამათო აღმოჩნდა. ჯორჯიო ვაზარის (1511—1574 წწ.), ცნობილი იტალიელი მხატვრების ბიოგრაფიების ავტორის თანახმად, მონა ლიზა (შემოკლებული მადონნა ლიზასგან) იყო ფლორენციელი ვაჭრის, სახელად ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს (Francesco del Giocondo) ცოლი, რომლის პორტრეტზეც ლეონარდომ 4 წელი დახარჯა და მაინც დაუსრულებელი დატოვა. ტილოს სრული სახელია: “Ritratto di Monna Lisa del Giocondo” (“ქალბატონ ლიზა ჯოკონდას პორტრეტი”). ნახატს ასევე თავისი განსაკუთრებული ისტორიაც აქვს, 1911 წელს ნახატი მოიპარეს და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი „მონა ლიზა“ არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც მსოფლიო კლასიკის შედევრს.

აი რას წერს ვაზარი ნახატის შესახებ: „ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს ნახოს თუ რაოდენ კარგად შეუძლია ხელოვნებას შექმნას ბუნების იმიტაცია, თავისუფლად დარწმუნდება თავის მაგალითზე, რადგანაც ლეონარდომ აქ ყველა დეტალი შექმნა… თვალები სავსეა ბრწყინვალებითა და სისველით, როგორც ცოცხალ ადამიანებს… ნაზი ვარდისფერი ცხვირი ნამდვილი გგონია… პირის წითელი ტონი ჰარმონიულად ემთხვევა სახის ფერს… ვისაც არ უნდა შეეხედა, დაკვირვებით, მისი ყელისთვის, ყველას ეგონა, რომ პულსი ფეთქავდა…“

ვაზარი ასევე ხსნის მსუბუქ ღიმილს მის სახეზე: „თითქოსდა ლეონარდომ მოიწვია მუსიკოსები და მასხარები, რათა გაერთო დიდი ხნის პოზიორობისგან მოწყენილი ქალბატონი…“ შესაძლებელია ეს ისტორია სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ დასაშვებია, რომ ვაზარიმ იგი მხატვრის ბიოგრაფიას მკითხველების გართობის მიზნით შემატა. ვაზარი ასევე სიზუსტით აღწერს წარბებს, რომელიც ნახატზე არაა. ამ უზუსტობის გასამართლებლად, შეიძლება ვთქვათ, რომ ავტორმა აღწერა ნახატი ისე, როგორც დაამახსოვრდა, ან სხვისი მონათხრობით.

ნახატი კარგად იყო ცნობილი ხელოვნების მოყვარულთა შორის, თუმცა ლეონარდო გაემგზავრა იტალიიდან საფრანგეთში 1516 წელს და ნახატიც თან წაიღო. იტალიური წყაროების თანახმად, მას შემდეგ ნახატი საფრანგეთის მეფის ფრანცისკ I-ის კოლექციაში იყო, თუმცა გაურკვეველი რჩება როდის და როგორ იქნა ნახატი შეძენილი და რატომ არ დაუბრუნა ლეონარდომ იგი დამკვეთს.

“ჯოკონდას სახის გამომეტყველების საიდუმლო ნახატის მრავალ ფენაშია. როდესაც სინათლე ურტყამს საღებავის უფერულ ფენას ბორცვამდე, ის ტილოს ყურების კუთხიდან და მზის მოძრაობის გამო სინათლის დარტყმის კუთხიდან გამომდინარე აირეკლება და იფანტება სრულად სხვადასხვაგვარად. ამიტომაც მისი სახის გამომეტყველება შეუჩერებლივ იცვლება, ის მართლაც თითქოსდა ცოცხლობს. მაგრამ ეს მხოლოდ ეფექტის დასაწყისია. თვალთახედვის ოდნავი შეცვლის შედეგადაც კი სახე იღებს თავის ქალის გამოკვეთილ გამოხატულებას, თვალები იწყებენ ჩაცვენას… ჩვენს წინაშე უკვე არაა მომღიმარი ქალი, არამედ სიკვდილის დამცინავი გამოსახულება. ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ სრულად არ გადაიცემა რეპროდუქციებსა და ასლებში. იქმნება ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, კონტრასტის ეფექტი, როდესაც ერთ სახეშია შერწყმული ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი. და რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით უფრო ძლიერია ზემოქმედება, თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილზე უფრო ძლიერი კონტრასტის მოფიქრება შეუძლებელია… აქ არის გადმოცემული ადამიანის არსებობის სრული შეუცნობელობა, ამაშია ლეონარდოს გენიალურობა. საიდუმლო იმაშია, თუ როგორ მოახერხა მან ლამაზი ქალის სახეში გამოეხატა ასე ნათლად თავის ქალა, სიკვდილი. ეს ხომ თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. მაგრამ ეს უდიდესი მხატვრისა და ფილოსოფოსის სულისა და ფიქრების უმაღლესი საფეხურია.” _ აი რას გვეუბნება ჩვენი საყვარელი ვიკიპედია.

ლეონარდო და ვინჩი

ესეც უკანასკნელი ცნობები “მონა ლიზას” შესახებ:

“დეილი ტელეგრაფის” ინფორმაციით, ზალცბურგის ცენტრის ნეიროკოგნიტური მიმართულების ფსიქოლოგი, პროფესორი ფლორიან ჰუცლერი ამტკიცებს, რომ ცნობილ პორტრეტზე გამოსახული მონა ლიზას ღიმილის საიდუმლოს ახსნა შეუძლია. ჰულცერის აზრით, მონა ლიზას ტუჩები პირდაპირ დაკვირვებით ნეიტრალურობას გამოხატავენ, მაგრამ როცა დამთვალიერებელი მას უშუალოდ პირზე არ უყურებს და მაგალითად, თვალეზე ამახვილებს ყურადღებას, ასეთ შემთხვევაში პერიფერიული მხედველობა ირთვება და მსუბუქი ღიმილის შთაბეჭდილება იქმნება. აქედან გამომდინარე, ჯოკონდას სახის გამომეტყველება იმისდა მიხედვით იცვლება, თუ სახის რომელ ნაწილზე ვაკვირდებით მას. მსგავსი ოპტიკური ილუზიის მიღწევა ავტორს მის მიერ გამოგონებული ფუმატოს ტექნიკის მეშვეობით შეეძლო, რომელიც ფიგურის მოხაზულობას ამსუბუქებს. მონა ლიზას ღიმილის შესახებ უამრავი კვლევაა დაწერილი. მათი დამაჯერებლობა სხვადასხვაგვარია. ერთ-ერთი უკანასკნელი მკვლევარი ამ კუთხით არის პალერმოელი მეცნიერი ვიტო ფრანკო. მისი აზრით, ჯოკონდას სახის გამომეტყველება მის ცუდ ჯანმრთელობაზე მიანიშნებს, კონკრეტულად კი ქოლესტერინის მაღალ ხარისხზე მიგვითითებს.

ასეა თუ ისე, მხატვრის გენია მანამ იცოცხლებს სანამ მისი ქმნილება იქნება ცოცხალი, ლეონარდოს და მის მონალიზას კი დროის არასდროს შეეშინდებათ.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

5 thoughts on “მონა ლიზა (Ritratto di Monna Lisa del Giocondo)

  1. ინფორმატიული და საინტერესო პოსტია 🙂

  2. და კიდევ, ერთი ცნობით: ვაზარის მიერ აღწერილი “მონა ლიზა” ის მონა ლიზა არაა ჩვენ რომ დღეს ვიცნობთ, თითქოს შეშლიათ და სხვა ნახატი ჩაუთვლიათ.. მაგრამა რავიც..

    • შეიძლება ეჭვის საფუძველი ისიც გახდა რომ ვაზარი მონა ლიზას წარბებს აღწერს, თუმცა მას ის არ აქვს. ერთნი ამბობენ რომ ეს იმითაა გამოწვეული რომ მას ტილო არ უნახავს და გადმოცემით საუბრობს მის შესახებ… რას გაიგებ…

  3. meki vfiqrob rom es ubralod didi silamazea da araaq mnishvneloba rogor sheqmna leonardom is mtavaria rom is geniosi iyo da genialur naxatebs qmnida

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s