ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

იურიდიული კლინიკები თსუ-ს მაგისტრანტებისათვის

12 Comments

სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო ნაწილია პრაქტიკული კომპონენტი. დადგენილი წესის მიხედვით სამაგისტრო პროგრამის 120 კრედიტიდან მაგისტრანტისათვის სავალდებულოა 30 კრედიტის პრაქტიკული კომპონენტით შევსება. ამასთანავე, ამ სავალდებულო 30 კრედიტის ფარგლებში მაგისტრანტმა უნდა გაიაროს სამოსამართლეო ეთიკისა (5 კრედიტი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (5 კრედიტი) კურსი. დარჩენილი 20 კრედიტი კი უნდა მოიპოვოს კლინიკაში საქმიანობით. აღნიშნული კომპონენტი მოიცავს 15 კვირას.

გუშინ 18:00 სთ-ზე მეორე კორპუსის ფიზიკის დიდ აუდიტორიაში შედგა საინფორმაციო შეხვედრა კლინიკებთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იყო რამდნიმე კლინიკის მოკლე პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ საქპატენტის, ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული დახმარების კლინიკის, ცესკოსა და იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკის წარმომადგენლები.

პრეზენტაციიდან გარიკვა, რომ ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული დახმარების კლინიკას აქვს 80 ადგილი, საქპატენტს 4-6, ცესკოს 13-15, იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკას 10, პლუს ამა დამატებული სერტიფიკატი, რომელსაც პრაქტიკის გავლის შემდეგ გადასცემენ სტუდენტს იმის მიხედვით თუ რამდნად კარგად გაიარა და აითვისა მან პრაქტიკული უნარჩვევები.

ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული დახმარების კლინიკის ფარგლებში მაგისტრანტები კოორდინატორ ადვოკატებთან კონსულტაციის შედეგად ადგენენ იურიდიულ დოკუმენტებს, წინასწარ გადანაწილებულ უბნებზე ახორციელებენ მოქალაქეთა მიღებას, გასცემენ ზეპირ და წერილობით კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენენ მოქალაქეთა ინტერესებს როგორც სასამართლოში ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. მაგისტრანტები სწავლობენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოლაპარაკების უნარ-ჩვევები, ადვოკატის უნარ-ჩვევები, სამართლებრივი დასკვნის შედგენის მეთოდიკა.  აქ მიღება იწარმოებს სამოტივაციო წერილის მიხედვით, მიზეზად დაგვისახელეს მისაღებ კანდიდატთა დიდი რაოდენობა.

იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკაში სისხლის სამართლის მიმართულების მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. კლინიკის მიზანია გამოუმუშავოს მაგისტრანტს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების უნარი. კლინიკის ფარგლებში მაგისტრანტს შესაძლებლობა ეძლევა აქტიურად ჩაერთოს, დააკვირდეს და აითვისოს ადვოკატის საქმიანობის სპეციფიკა და უნარ-ჩვევები, გაეცნოს საქმიანობის დეტალებს, შეისწავლოს სხვადასხვა სახის დოკუმენტების შედგენის კულტურა, კლიენტთან ურთიერთობა და დაცვის ტექნიკა.

შეხვედრაზე გაირკვა რომ, მათ ვინც მუშაობს შეღავათები არ ექნებათ რადგან პრაქტიკა მოიცავს სრულ სამუშაო განაკვეთს. გეგმები ჩამეფუშა, სტაჟირებას ვგეგმავდი და გადავიფიქრე, აზრი ნამდვილად აღარ აქვს ტესტირებაზე ჩემს გასვლას. 😦

ასევე ისაუბრეს პრაქტიკული სამართლის კლინიკაზე, პრაქტიკული სამართლის კლინიკაში საქმიანობა გულისხმობს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტების მიერ თბილისის საჯარო სკოლების 10-11-ე კლასის მოსწავლეთათვის ძირითადი სამართლებრივი საკითხების ინტერაქტიული მეთოდიკის გამოყენებით სწავლებას. პრაქტიკული სამართლის პროგრამა ასევე ითვალისწინებს სალექციო და სასემინარო კურსებს. კლინიკაში საქმიანობით სტუდენტი იღრმავებს ცოდნას სამართლის სხვადასხვა დარგში და ივითარებს ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, სამართლებრივი საკითხების არა-იურისტებისათვის ახსნის, პრეზენტაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, აუდიტორიის კონტროლის, დროისა და სამუშაოს სწორად ორგანიზების, კოლეგიალობის, პროფესიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის ჩვევებს.

მიღება კლინიკებში წარმოებს გასაუბრების შედეგად. გასაუბრების თარიღების გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ შესაბამის ბმულს.

ასეა თუ ისე ეს თეუსუს სტუდენტი მეტნაკლებად გავერკვიე თსუ-ს ქაოსურ სისტემაში და მგონი ვიწყებ ნელ-ნელა შეგუებასაც. წამატებებს გისურვებთ ყველას და ბოლოს, მეც მისურვეთ წარმატება გასაუბრებებზე. 😉

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

12 thoughts on “იურიდიული კლინიკები თსუ-ს მაგისტრანტებისათვის

  1. mixaria rom agar nerviulob. warmatebebs gisurveb 😉

    • მადლობა დიტო, ნერვიულობა ყოველთვის გაურკვევლობისგანაა გამოწვეული. ახლა კი როცა მეტ-ნაკლებად გავერკვიე, ვიცი რაც უნდა გავაკეთო და დავმშვიდდი 🙂

  2. e.i niniko amdeni rac ertad vswavlobt ar gilaparakia:P:D me shens adgilas rom viyo sanam droa vifiqrebdi jurnalistobaze:DDD yvelas saxelit did madlobas gixdi detalurad rom gagvarkvie sakitxebshi. chemi azrit klinika problemuria zalian roca mushaob magram tu ar mushaob zalian sainteresoa da amave dros titoeuli krediti sakutari shromit gveqneba mopovebuli, amitom movityorcnot zalian shors skepticizmi da win klinikebiskeeeeen:DDDDDDDDDDD

    • ლექციებზე არ გვქონდა იმის დრო რომ ამდენი მელაპარაკა, მხოლოდ სემინარით შემოვიფარგლებოდით და გავშალე ეხლა ფრთები 😛 😀 გავითვალისწინებ შენს რჩევას და პარალელურ რეჟიმში ჟურნალისტიკაზეც ვიფიქრებ :)))

      არაფრის ჩემო ზვიკი არაფრის :))

      ხოო მართლა ჰერი ჰერი კლინიკებისაკენ, გამოცდილების დაგროვების ერთ-ერთი წყაროსაკენ 😀 😀 😀

  3. მეც ვიყავი მერიის იურიდიული კლინიკის გასაუბრებაზე… მოტივაციის წერილს აქ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, ყველა მიიღეს ვინც გააგზავნა წერილი…

    P.S. შენ არ მინახიხარ, რომელ უბანში გაგანაწილეს????

    • კი ყველა მიიღეს, მათ შორის ისინიც ვინც სისხლის სამართლის სპეციალიზაციით არიან.

      ისანი-სამგორის რაიონში გამომიშვეს, მაგრამ ზუსტად რომელ უბანში ვიქნები არ უთქვამთ. ოთხშაბათისთვის გაირკვევაო დამპირდნენ და ვნახოთ. ))

  4. ეჰ… სად იყო ჩემ დროს კლინიკები და პრაქტიკა 😦 ექვსი თვე ტყუილად ვიბოდიალე სახელმწიფო კანცელარიაში და იქაური სასადილოდან არ ამოვსულვარ 😦 ისე – იმ დროისთვის ფანტასტიურად გემრიელი და ცნობილი სასადილო იყო.

    წარმატებები! 🙂

    • მადლობა 🙂 არა მგონია ტყუილად მოგვიწიოს სიარული, ყოველშემთხვევაში ასეთი პირი უჩანს ჯერ-ჯერობით 🙂

  5. გამოხმაურება: თსუ-ს ერთი სემესტრი « ნინაკას ბლოგი

  6. გამოხმაურება: “Rolling In The Deep” | ნინაკას ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s