ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

პრობლემების მოგვარების უნარი

დატოვე კომენტარი

არსებობენ ადამიანები რომელებსაც უმნიშვნელო პრობლემაც კი მძიმედ აფიქრებს და სასოწარკვეთილებაში აგდებს. თუმცა არსებობენ ისეთებიც რომლებსაც ადვილად შეუძლიათ მათი მოგვარება, მარტივი თვალით უყურებენ წარმოქმნილ წინაღობას და შეუძლიათ მათი სწორად გაანალიზება. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც საკუთარ წარუმატებლობას სხვას აბრალებენ და ცდილობენ ამის საშუალებით შეიმსუბუქონ სულიერი მდგომარეობა, ეს მათ სიმშვიდეს ანიჭებთ.

გადავწყვიტე ტესტი ჩამეტარებინა 20 ადამიანზე და დამეყო ისინი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.  მოზარდები 15-დან 18 წლამდე (7 ცდისპირი), ახალგაზრდები 19-დან 38 წლამდე (8 ცდისპირი) და ჩემი მშობლების თაობა 45-დან 58 წლამდე (5 ცდისპირი). ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მათთან საუბარი. ასაკობრივი კატეგორია  3 ნაწილად სპეციალურად დავყავი შემდეგი მიზეზის გამო: 15-დან 18 წლამდე პირი იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას, ამ ასაკში სწავლობს დამოუკიდებლად ცხოვრებას, აქვს აქტიური შეხება თანატოლებთან და უფრო ხშირად აქ იჩენს ხოლმე თავს წვრილმანი თინეიჯერული პრობლემები რომლებსაც როგორც წესი წლებთან ერთად ვივიწყებთ და არსებით მნიშვნელობას აღარ ვანიჭებთ. მეორე ასაკობრივი კატეგორია გამოვყავი იმ მიზეზით რომ ამ ასაკში ვცდილობთ ცხოვრებაში თავის დამკვიდრებას როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ისე პირად ცხოვრებაში, ვიძენთ გამოცდილებას რაც წლებთან ერთად უფრო და უფრო იზრდება. რაც შეეხება მესამე ასაკობრივ კატეგორიას, აქ სპეციალურად შევიყვანე ჩემი მშობლების თაობა. ვთვლი რომ გამოცდილებასთან ერთად ადამიანს პრობლემის მოგვარების უნარი უძლიერდება და ვფიქრობ საინტერესო იქნება ახალი თაობის შედარება უფროს თაობასთან თუნდაც მხოლოდ ამ მიზეზით.

ტესტი შედგებოდა სულ 9 კითხვისგან, რომელსაც ქონდა 3-3 სავარაუდო პასუხი. სახეზე იყო სამი ე.წ. გასაღები.

პირველი გასაღები მოიცავდა ისეთი ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ადვილად ეგუებიან საკუთარ უსიამოვნებას და მწუხარებას, რადგან შეუძლიათ მათი სწორად შეაფასება. არ უყვართ საკუთარი თავის შეცოდება, თვლიან რომ ეს ყველასთვის დამახასიათებელი სისუსტეა. საბოლოო ჯამში მივდივართ იდეალურ სულიერ წონასწორობამდე.  აღნიშნული შედეგი პირველი ასაკობრივი კატეგორიიდან მიიღო მხოლოდ ერთმა 18 წლის ბიჭმა, რომელიც სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა და საკმაოდ ერუდირებული ადამიანის შთაბეჭდილებაც დატოვა. მეორე ასაკობრივი კატეგორიიდან აღნიშნული შედეგი მხოლოდ ორმა ცდისპირმა მიიღო, ეს იყო 22 წლის  ქალბატონი პროფესიით ანგლისტი და 25 წლის მამაკაცი პროფესიით ეკონომისტი.  მესამე კატეგორიიდან კი სამმა ცდისპირმა მიიღო ზემოთ აღნიშნული შედეგი.

მეორე გასაღები მდგომარეობდა შემდეგში: „ხდება ხოლმე, როცა საკუთარ ბედს „იწყევლით“, მაგრამ მაინც შეგიძლიათ პირადი პრობლემების სხვებზე გადაბრალება, რის შემდეგაც სიმსუბუქეს გრძნობთ. მნიშვნელოვანია რომ ყურადღებით გისმენდნენ და თანაგიგრძნობდნენ; მაგრამ არ გაწყენთ დაფიქრება იმაზე, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, უფრო მეტად აგეყვანათ თავი ხელში, გაგეკონტოროლებინათ საკუთარი მოქმედებები, ნაცვლად იმისა რომ სულ სხვებს აბრალოთ წარუმატებლობა?“ აღნიშნული შედეგი მიიღო ცდისპირთა უმრავლესობამ: პირველი ასაკობრივი კატეგორიიდან ხუთმა ცდისპირმა, მეორე ასაკობრივი კატეგორიიდანაც ხუთმა, ხოლო მესამე ასაკობრივი კატეგორიიდან ორმა პირმა.

მესამე გასაღები ნამდვილად არ იყო ნუგეშის მომცემი. პირებს რომლებიც შედეგად ამ გასაღების შესაბამის ქულას მიიღებდნენ წინ ელოდათ „განაჩენის“ მოსმენა და საკუთარი პრობლემისთვის თვალის გასწორება. რაღა ბევრი გავაგრძელო და მოგახსენებთ გასაღების არსს: „თქვენ ჯერ კიდევ ვერ „ისწავლეთ“ საკუთარი პრობლემების დაძლევა და მართვა. სწორედ ამიტომ ხომ არ არის რომ ისინი ასე გაწვალებენ? თქვენ გირჩევნიათ საკუთარ თავთან ჩაიკეტოთ. არაიშვიათად გეცოდებათ თავი. ხომ არ აჯობებს სხვა გამოსავალი ეძიოთ? შეეცადეთ მობილიზება გაუკეთოთ საკუთარ ენერგიას! თქვენში ბევრია კეთილი საწყისი, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემებისა და უსიამოვნო სიტუაციების წარმატებით გადაწყვეტაში“. აღნიშნული შედეგი მიიღო ორმა ცდისპირმა. ერთი იყო 16 წლის გოგონა, ხოლო მეორე 21 წლის ასევე სუსტი სქესის წარმომადგენელი.

ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება თითოეული ცდისპირის მიმართ, ნუ დაკარგავთ იმედს, ყველაფერს აქვს დასასრული, რომლის შემდეგაც იწყება რაღაც ახალი და ნუგეშის მომცემი.

დავასრულებ მუხრან მაჭავარიანის არაჩვეულებრივი ფრაზით, ლექსიდან „საბა“  :

„გულს ნუ გაიტეხ!- მუხა კვლავაც შეიმოსება!“

 

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s