ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

“ასჯერ გაჩენა,ასჯერ სიკვდილი,მაგრამ არც ერთხელ გამეორება”… შოთა ნიშნიანიძე

დატოვე კომენტარი

შოთა ნიშნიანიძე

შოთა ნიშნიანიძე

“ზღვაზე ღელვაა თუ სიწყნარეა,
ტალღები მაინც მიდი-მოდიან.
ტალღის ცხოვრება არის ჭიდილი,
ხან უშფოთველი, მშვიდი ცხოვრება:
ასჯერ გაჩენა,
ასჯერ სიკვდილი,
მაგრამ არც ერთხელ გამეორება …”

დაიბადა 1929 წლის 18 მარტს, თბილისში. გაიზარდა პლეხანოვზე. დედა _ ქსენია დარისპანის ასული შალამბერიძე, მამა _ გიორგი ნიშნიანიძე.

ბაბუა _ ბიჭია ნიშნიანიძე ქუთაისში საკმაოდ მდიდარი ვაჭარი ყოფილა. ბებია ფეიქრისშვილის ქალი გახლდათ. სამი შვილი ჰყავდათ: კონსატანტინე, თამარი და გიორგი. კონსტანტინე მაღალჩინოსანი სამხედრო პირი, 1937წ. დახვრიტეს. გიორგიმაც, მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამხედრო სამსახური აირჩია. შოთას მშობლებმა ერთმანეთი გრიგოლ მამაგეიშვილის ოჯახში გაიცნეს და მალე დაქორწინდნენ. ეს იყო შოთას გამზრდელი დეიდის ოჯახი. 5 წლისა იყო როცა გარდაეცვალა მამა. მოულოდნელად დაქვრივებულ დედას სამი ერთმანეთზე მიყოლებული ბიჭი დარჩა. შოთა, ოთარი და გიორგი. ოთარ ნიშნიანიძე შემდგომში სტომატოლოგი გახლდათ, გიორგი კი – ინგლისურის სპეციალისტი. ოჯახი ტელმანის (ახლანდელი ცაბაძის) ქუჩაზე ცხოვრობდა ერთ ოთახში. სახლს ეზო არ ჰქონდა და სამი ბავშვის გაზრდა ძალიან ჭირდა. ამიტომ ბინა გადაცვალეს გოგებაშვილის ქუჩაზე, ისევ ერთ ოთახიანში, მაგრამ ეზოიან სახლში. დედას რაიმე პროფესია არ ჰქონდა და ნემსსა და ძაფს მოჰკიდა ხელი. ჩითის უბრალო კაბებს უკერავდა მეზობლებს ძალიან იაფად, ამისთვისაც მადლს წირავდა უფალს, პურის ფულს რომ შოულობდა. მერე და მერე ხელი გაიწაფა, მამაკაცის კიტელების კერვა დაიწყო და ცოტა სული მოითქვეს. შვილების გაზრდასა და საოჯახო საქმეებში უფროსი და ეხმარებოდა.

ვერა დეიდას განსაკუთრებით უყვარდა შოთა, რომელიც ასეთივე სიყვარულით პასუხობდა დეიდას. 9 წლის შოთა ვერა დეიდამ იშვილა და თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად ნაკაშიძის ქუჩაზე. დეიდა მამაგეიშვილზე იყო გათხოვილი. მეცხრე კლასამდე ნიშნიანიძე იყო შოთა. მერე კი ბიძამ თავის გვარზე გადაიყვანა. საბუთები მამაგეიშვილზე ჰქონდა, მაგრამ სკოლაში ყველა ნიშნიანიძედ იცნობდა. ლექსებზეც ნიშნიანიძის გვარს აწერდა და ამ გვარით აქვეყნებდა. ბიძას რომ გული არ დასწყდომოდა სახლის კარზე ორივე გვარი ეწერა ნიშნიანიძე _ მამაგეიშვილი. მეოთხე კლასამდე ფრიადოსანი იყო შოთა, მერე თანდათან უკლო სწავლას და სიცელქეს უმატა.

სწავლობდა ვაჟთა 37-ე სკოლაში. ფიზიკურად მეტად ძლიერი იყო და სპორტისკენაც ჰქონდა მიდრეკილება. განათლების სამინისტროს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა ცენტრალურ მცველად. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და საერთოდ ჩამოშორდა სპორტს.

მეთერთმეტე კლასში უკვე საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი პატარ-პატარა ლირიკული ლექსები. იმ დროისათვის შოთას დედობილთან ცხოვრობდა მისი მოსკოველი ბიძაშვილი. მან იოსებ ნონეშვილთან წაიყვანა. იოსებს რამდენიმე ლექსი მოსწონებია და “ახალგაზრდა კომუნისტში” გამოუქვეყნებია.

1977 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ მალევე გაირიცხა პირველი სემესტრის დამთავრებამდე ლექციების გაცდენის გამო. შემდეგ, მეორედ ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1954 წელს. 1958 წელს მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა.

1964 წელს დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა “მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1974 წელს მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის მთავარ ლიტერატურულ კონსულტანტად.

1958-60 წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა “მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-77 წლებში – მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1877-82 წლებში -ალმანახ “საუნჯის” მთავარი რედაქტორი, 1981-84 წლებში-საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “საუნჯეს”.

მას დაწერილი აქვს ბელეტრისტული ოცი პოემა, რომელიც არ გქმოქვეყნებულა. შოთა ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული “მე და შენ” გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაც მკითხველთა ფართო საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუტანეს. ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.

შოთა ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

“რომ არ გამთვალოს კაცთა სიხარბემ
და მარტივ კაცად რომ არ ჩამთვალონ _
სახეს ვიფარავ ჭრელი ნიღბებით,
როგორც კლდეს ფარავს სური-ფათალო.
ღარიბი კაცის ნიღაბს ვიკეთებ,
არც ძუნწი კაცის ვთაკილობ ნიღაბს,
რათა სიძუნწე ანდა სიკეთე
ვიხილო სხვათა თამაშის მიღმაც.
უხათრო კაცი ვარ იძულებით,
რომ გამოვცადო სხვაც ჩემი მსგავსი,
მეგობრის ღალატს თუ ერთგულებას
რომ უფრო მეტად გავუგო ფასი.
ხანაც მხდალი ვარ, ხან მიამიტი,
უბირი, ვინმე გამოუცდელი,
ასე ვგებულობ: – ზოგი რაინდი
რა რაინდია და რა სულგრძელი.
ხდება: არჯალ კაცს ვთამაშობ ბრბოში,
ვიცი, ასეა ზოგჯერ საჭირო,
რომ იქნებ სულში უმწეო ბავშვი,
კეთილი ვაცშცი გადავარჩინო.
შენთანაც ვჩხუბობ, გებუზღუნები,
სული ტკივილით რომ უფრო ვგვემო,
მაგ დიდ სიყვარულს და ერთგულებას
რომ უფრო მეტად გავუგო გემო.
ვინც ანაწილებს კაცთათვის როლებს,
ვინც რჩეულთათვის ამზადებს ნიღბებს,
ჩემი მფარველიც ის არის სწორედ
და ის მიზოგავს სიმაღლეს, სიღრმეს.
ამ წყეულ ნიღბებს იმიტომ ვიცვლი,
რომ ჩემი სახე შევინარჩუნო,
ცხოვრებას კიდევ გავუძლო ვინძლო,
ვიცხოვრო, ვწერო და ვიფაჩუნო.
და როცა დღიურ ფუსფუსის მიღმა
ღამე საკუთარ სულს ჩამახუტებს, _
მე გადავხედავ ჩამოხსნილ ნიღბებს,
როგორც ნაომარ რკინის ჩაფხუტებს.”

ამას წინათ ერთ-ერთ საიტზე (სამწუხაროდ არ მახსოვს რომელზე) ამოვიკითხე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია და ძალიან მინდა თქვენც გაგანდოთ:

ბატონი შოთა სტუდენტობისას თურმე დიდი წესიერებით არ გამოირჩეოდა და ლექტორები ხშირად აძევებდნენ აუდიტორიიდან. იყო ასეთი პროფესორი, ტრიფონ რუხაძე, კარგი კაცი და პოეზიის დიდი მოყვარული, მაგრამ ყოველ ლექციას ისიც მამაგეიშვილის გარეთ გაგდებით იწყებდა და ერთი უწიგნური ვინმეც ეგონა, მის პოეტობას ხომ როგორ წარმოიდგენდა! ერთხელ ერთ რედაქციაში საგულდაგულოდ გამოწყობილ შოთას თავისი ლექსები აქვს მიტანილი და შემოდის ბატონი ტრიფონი. შოთა, რაღაც, ცუდის მოლოდინშია, მაგრამ არა! რედაქტორმა სტუმარს წარუდგინა უკვე ცნობილი ახალგაზრდა პოეტი შოთა ნიშნიანიძე და ორიოდე ლექსიც წააკითხა. უყურებს ბატონი ტრიფონი, უყურებს და ეუბნება: – ვერ წარმოიდგენთ, ბატონო შოთა, როგორ გავხართ ერთ ჩემს სტუდენტს, სახელიც რომ ერთი გქვიათ!..არა, იმას როგორ შეგადრით, მაგრამ, ძალიან გავხართ, ძალიან. მეორე დღეს პროფესორი ლექციაზე შედის, ჩვეულებისამებრ, მამაგეიშვილს გარეთ აგდებს და დანანებით მიაყოლებს: -რა კაცს გავხარ, რომ იცოდე, რა კაცს …

იმ დროიდან ასეთი ურთიერთობა დამყარდა: თუ ტრიფონ რუხაძე მწერალთა კავშირის ან რედაქციების სიახლოვეს დაინახავდა შოთას , ეს ყველაფერი კი ძირითადად ლენინის მოედნის მიდამოებში იყო თავმოყრილი, “ბატონო შოთათი” მიმართავდა და პოეზიასა და ლიტერატურაზე ხანგრძლივად ესაუბრებოდა, აღფრთოვანებას გამოხატავდა მისი ლექსებით. მელიქიშვილიდან დაწყებული, ვაკის სტუდქალაქის მიდამოებამდე, უბრალოდ, სალამზე პასუხობდა.

საქმე მაშინ რთულდებოდა,თუ რუსთაველზე ხვდებოდნენ: -რა ვქნა ახლა, რომელი ბრძანდებით, ბატონი შოთა ნიშნიანიძე თუ ის, მეორე ….. რა ქვია?… -ნიშნიანიძე გახლავართ,ბატონო ტრიფონ! – პასუხობდა პოეტი და დიდხანს საუბრობენ პოეზიასა და ლიტერატურაზე. თუ შოთას სადმე ეჩქარებოდა ან სასაუბროდ არ იყო განწყობილი, მოკლედ მიუგებდა: -მე “ის” ვარ,ბატონო ტრიფონ, “მეორე” . პროფესორი თავს გულდაწყვეტით გაიქნევდა : – რა კაცს გავს და რა სახელს აფუჭებს ! წაკითხული კი არა,გაგონილიც არ ექნება მისი ლექსები. საქმეა ახლა ეს? და გზას განაგრძობდა .

ლეგენდა (გალაკტიონზე)

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: – როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ,
დავბადოთ მგოსნად
და უთუოდ –
საქართვალოში…
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s