ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

როგორ შევადგინოთ სამოტივაციო წერილი

2 Comments

ამ პოსტს არამარტო თქვენთვის, არამედ ჩემთვისაც ვწერ.   🙂   სულ ცოტა ხნის წინ დამჭირდა მისი დაწერა, მართალია ზოგადად ვიცოდი რა უნდა ჩამეწერა მასში მაგრამ თავი მაინც ვერ მოვაბი, ალბათ სიზარმაცის ბრალიცაა. გადავწყვიტე ინტერნეტში მომეძებნა რაიმე რჩევა-დარიგება, რამაც არ დააყოვნა… ძალიან ბევრ ბლოგზე აღმოჩნდა ჩემთვის საჭირო ინფორმაცია… მოკლედ გადავწყვიტე ჩემი წვლილიც შემეტანა ამ საქმეში და მეც შემომეთავაზებინა ერთი-ორი სიტყვა ზემოთ ხსენებულთან დაკავშირებით.

აღმოჩნდა რომ ხშირად დამსაქმებლებისთვის სამოტივაციო წერილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეზიუმე.

ზოგადად რეზიუმე (CV) და სამოტივაციო (თანმხლები) წერილი წარმოადგენს წინასწარ განაცხადს მოცემულ ვაკანტურ ადგილზე. რეზიუმე შეიცავს კანდიდატის შესახებ საერთო ინფორმაციას, სამოტივაციო წერილი კი ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის, მისი კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების მოკლე დასაბუთებაა. წერილი საშუალებას იძლევა სწორად მოვახდინოთ დამსაქმებლის ყურადღების ფოკუსირება მისთვის საინტერესო და საჭირო თვისებებზე.

სამოტივაციო წერილის შედგენისას აუცილებელია გაითვალისწინოთ:  მიზანი;  ადრესატი; შინაარსი;   ფორმატი.

მიზანი
სამოტივაციო წერილი და რეზიუმე შეიცავს იმ ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას, მიიწვიოს თუ არა გასაუბრებაზე კანდიდატი. სამოტივაციო წერილის მიზანია – დამსაქმებელს მიაქცევინოს ყურადღება კანდიდატის რეზიუმეზე. რაც უფრო უკეთესად გეცოდინებათ კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნები, მით უფრო მიზანმიმართული იქნება თქვენი წერილი.

ადრესატი
სამოტივაციო წერილი გაგზავნილი უნდა იქნეს კონკრეტული კომპანიისა და კონკრეტული პირის მისამართით, რომელიც განიხილავს თქვენს განაცხადს. თუ შესაძლებელია, დააზუსტეთ კომპანიაში ვინ არის ადრესატი, ვისაც უნდა გაუგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.

შინაარსი
სამოტივაციო წერილი გაძლევთ საშუალებას, მიიქციოთ დამსაქმებლის ყურადღება. ამიტომ მასში უნდა ასახოთ ინფორმაცია, რომელიც თვალნათლივ წარმოაჩენს თქვენს განსაკუთრებულ თვისებებს, უნარს, გამოცდილებას, კომუნიკაციის ჩვევებს, ენთუზიაზმს, ინტელექტს, ინტერესს იმ კომპანიის მიმართ, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება და ა.შ.

ფორმატი
წერილი უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური, თავისუფალი ფორმალური ტონისგან, სტილისტურად გამართული და მკითხველისთვის ადვილად გასაგები.

სამოტივაციო წერილი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

• საკონტაქტო ინფორმაცია (სამუშაოს მაძიებლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი);
• წერილის დაწერის თარიღი;
• კომპანიის დასახელება; დამსაქმებლის სახელი და გვარი;
• მიმართვა – მისალმების ფრაზა;
• წერილის ძირითადი ტექსტი;
• დასკვნითი ნაწილი.

სამოტივაციო წერილიდან მომავალმა დამსაქმებელმა უნდა გაიგოს:

1. რატომ გსურთ მუშაობა ზუსტად ამ კომპანიაში და ამ თანამდებობაზე;
2. ამ კომპანიის მოთხოვნებისადმი თქვენი გამოცდილების შესაბამისობა;
3. თქვენი კვალიფიკაცია.

წერილში არ უნდა იყოს ხვეწნა. მაგალითად, ,,ხომ არ შემეძლო ჩემი უნარებით რამეში გამოსადეგი ვყოფილიყავი თქვენთვის?” ასეთი განწყობით არ ღირს საერთოდ სამუშაოს ძებნის დაწყება. ილაპარაკეთ თქვენი ძალების პოზიციიდან: ,,აი, რას გთავაზობთ და რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო’’; ’’აი, რაში დაგეხმარებათ ჩემი უნარ-შესაძლებლობები” და ა.შ. შეეცადეთ არ დაანახოთ, რომ ბევრ რეზიუმეს აგზავნით სხვადასხვა კომპანიებში. ერთნაირი რეზიუმეები მეტყველებს იმაზე, რომ კონკრეტული ვაკანსია კი არ გაინტერესებთ, არამედ ეძებთ ნებისმიერ სამუშაოს. სამოტივაციო წერილში ლაპარაკი უნდა იყოს კონკრეტულ კომპანიაში კონკრეტულ ვაკანსიაზე.

წერილის დასკვნითი ნაწილი უნდა შეიცავდეს ინტერვიუზე მიწვევის სურვილს და მზადყოფნას. მოუხადეთ მადლობა ადრესატს, რომ გამოიჩინა ყურადღება და გამოყო დრო თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წერილი დაასრულეთ საქმიანი წერილის სტანდარტული ფრაზით ,,პატივისცემით” და თქვენი სახელი და გვარი.

წარმატებებს გისურვებთ! 🙂

წყარო:   http://www.jcrc.ge

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

2 thoughts on “როგორ შევადგინოთ სამოტივაციო წერილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s