ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ქალი მაინც ქალია

2 Comments

“ქალი ჯოჯოხეთში რომ ჩააგდო და კუპრში ხარშო, მაინც ქალია …  ახალგაზრდა და მოხუცი,  ქალი ქალია”… ოტია იოსელიანი…

არ ვიცი შეგინიშნავთ თუ არა თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო თბილისი მარიოტის წინ ქალი, ჭრელ ადიალაში გახვეული. გარშემო ფუთებშემოლაგებული. თავისთვის წევს, ან ზის არავის ერჩის. თუ გაიმეტებ რაიმეს მადლობელი დაგრჩება, თუ არა და არც არაფერს გთხოვს. ხშირად მიწევდა ერთი პერიოდი იმ ტერიტორიაზე სიარული და ჩემი და ამ ქალბატონის თვალებიც ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს. ყოველთვის როცა ვუყურებ საოცარი სიბრალული მიპყრობს. არ ვიცი რა აქვს გადატანილი, ან როგორ მოხვდა ამ გარემოში, მაგრამ მუდამ მდუმარე სევდანარევი თვალებით იყურება.

ერთერთი ჩემი მორიგი ჩამოსეირნებისას დავინახე იჯდა, ხელში სარკე ეჭირა და ცდილობდა თავი წესრიგში მოეყვანა. თმას ისწორებდა და თან მორცხვად თვალს არიდებდა ამვლელ-ჩამვლელს. ერთხანს შევჩერდი, ჩემდაუნებურად დავუწყე ყურება, თვალს ვერ ვაცილებდი. ამ პატარა ქმედებაში იდო ქალის საოცარი სინაზე, ბუნება… ბუნება ნებისმიერ დროს ქონდეს იმის სურვილი რომ უკეთ გამოიყურებოდეს, მაშინაც კი, როცა ქუჩაში სძინავს ადიალაში გახვეულს. იყო მასში სიძლიერეც, სიამაყეც, ერთ უბრალო გამოხედვაში იგრძნობოდა მისი სიმკაცრეც და ტკივილიც… თუმცა ეს ყველაფერი ცოტა ხანს გაგრძელდა. შეინახა თავისი სარკე, ბრთხილად გაახვია ნაჭერში და საგულდაგულოდ ჩადო ერთ-ერთ ფუთაში. გაეხვია ისევ თავის ჭრელ ადიალაში, პირი-სახე დაიმალა და აღარ განძრეულა.

მართლაც, ქალი ქალია… ამის გასაგებად კი არაა საჭირო მისი ჯოჯოხეთის კუპრში ხარშვა, ეს ისედაც ნათელია…

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

2 thoughts on “ქალი მაინც ქალია

  1. ხო,ქალი მაინც ქალია,ზოგი ქალია ზოგჯერ მაინც ქალია.

  2. შემიმჩნევია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s