ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

Chris Botti

3 Comments

კრისტოფერ სტივენ ბოტი (Christopher Stephen Botti) დაიბადა 1962 წლის 12 ოქტომბერს, აშშ-ში, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში, გაიზარდა ქალაქ კორვალისში და ბავშვობა იტალიაში გაატარა.

სწავლობდა გრესჰემში, მაუნტ-ჰუდ კომიუნიტის კოლეჯში (Mount Hood Community College). სწორედ იქ გაიცნო მისი მეგობარი, მესაყვირე ტოდ ფილდი. მაუნტ- ჰუდის დასრულებისთანავე მუსიკოსმა დევიდ ბეიკერთან და ბილ ადამთან ერთად სწავლა ინდიანის უნივერსიტეტში განაგრძო.

მისი პირველი ნამუშევრები smooth jazz კლასიფიკაციას შეიძლება მივაკუთვნოთ. 1999 წელს რეცენზორი წიგნში „Slowing Down the World“ წერს: „ნამდვილად შეცდომა იქნება, თუ მის მუსიკას კენი ჯის, დეივ კოზას, ნაჯის და რიჩარდ ელიოტის შემოქმედებას შევადარებთ… ბოტის ბევრად მეტი შეუძლია…“

მიუხედავად იმისა, რომ ბოტი თანამედროვე პოპ-შემსრულებელია, მისი უკანასკნელ ალბომებს ორკესტრული პარტიებით შექმნილი ტრადიციული ჯაზის ფორმების გავლენა აშკარად ეტყობა, რომლებიც ჯილ ევანსომის ასოციაცას მოგგვრით. ბოტი ისეთ შემოქმედებთან ერთად მუშაობდა, როგორებიც იყვნენ: ფრენკ სინატრა, ანდრეა ბოჩელი, სტინგი, დინ მარტინი, იო-იო მა, ჯილ სკოტი, სტივენ ტაილერი, პოლ ბუკენენი, ჯოშ გრობანი,  დევიდ ტორნი, როი ჰარგრუვი, პოლ სიმონი, კლარკ ტერი, პაულა კოული, ჯონ მეიერი და ჯონათა ბრუკი.

კრის ბოტი ექსპერიმენტალური ჯაზ-ფუჟი ფესტივალის „Bruford Levin Upper Extremities“ წევრი იყო. ჟურნალმა „People“ მუსიკოსი 2004 წელს, 50 ლამაზ ადამიანს შორის დაასახელა.

2007 წელს, ბოტი წარდგენილი გახლდათ გრემის ორ ნომინაციაზე, მათ შორის საუკეთესო პოპ ინსტრუმენტული ალბომისთვის. 2009 წელს კი 3 ნომინაციაზე.

მუსიკოსი 1940 წელს დამუშავებულ „Martin Committee“-ს საყვირზე უკრავს და 1962 წელს დამზადებულ „Bach“-ის ფირმის სამ ვერცხლის მუნშტუკს იყენებს. იგი თვლის, რომ მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მაილზ დევისმა მოახდინა.

უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მის პერსონალურ ვებ-გვერდს.

 

 

 

მოდით გავეცნოთ მის დისკოგრაფიასაც:

CD
1995 First Wish
1997 Midnight Without You
1999 Slowing Down the World
2001 Night Sessions
2002 December
2002 The Very Best of Chris Botti
2003 A Thousand Kisses Deep
2004 When I Fall in Love
2005 To Love Again
2007 Italia
2009 Chris Botti in Boston

2010 Let’s Fall In Love CD

DVD
2002 Night Sessions
2007 Live with Orchestra

 

 

და   ა. შ. … 🙂

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

3 thoughts on “Chris Botti

  1. რა კარგი გემოვნება გაქვს. 🙂

    ესეც ანტიდეპრესანტად შეიძლება ჩაითვალოს. 🙂

  2. გამოხმაურება: “გზა ნაფიქრი ნაბიჯით მიქროდა, იცვლიდა რითმს”…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s