ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ (ნაწილი I)

24 Comments

1. “Gone With The Wind” გადაღებულია 1939 წელს რეჟისორი ვიქტორ ფლემინგი

“ქარწაღებულნი” გახლავთ მარგარეტ მიტჩელის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, ფილმს აღებული აქვს 10 ოსკარი… ვისაც რომანი წაკითხული გაქვთ, ფილმის ყურებაც არანაკლებ სასიამოვნო იქნება თქვენთვის…

2. “Some Like It hot” გადაღებულია 1959 წელს, რეჟისორი ბილი უაილდერი

ფილმი საბჭოთა კავშირის დროს გაქირავებაში გამოვიდა სახელწოდებთ “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”.  კომედიური ჟანრის ეს ფილმი ნამდვილად საუკეთესო განწყობაზე დაგაყენებთ.

3. “My Fair Lady” გადაღებულია 1964 წელს, რეჟისორი ჯორჯ კიუკორი

“ჩემი მშვენიერი ლედი”, ფილმი დაფუძნებულია ჯორჯ ბერნარდ შოუს პიესაზე, სახელწოდებით “პიგმალიონი”, რომლის პრემიერაც 1956 წელს შედგა.  კომედიური ჟანრის მიუზიკლი რომანტიული შინაარსისაა და აღწერს ერთი უბრალო მეყვავილე გოგონას ისტორიას, რომელსაც პროფესორი ჰიგინსი 3 თვეში ნამდვილ ლედიდ აქცევს.

4. “The Phantom of the Opera” გადაღებულია 2004 წელს, რეჟისორი ჯოელ შუმახერი

როკოპერა “ოპერის აჩრდილი” ასევე რომანტიულ ისტორიაზეა დაფუძნებული, მოგხიბლავთ თავისი განუმეორებელი არიებით, ვისაც ეს ჟანრი უყვარს, მისთვის ერთი სიამოვნება იქნება ამ ფილმის ყურება.

5. “Dorian Gray” გადაღებულია 2009 წელს, რეჟისორი ოლივერ პარკერი

ფილმი გახლავთ ოსკარ უაილდის რომანის “დორიან გრეის პორტრეტის” მიხედვით გადაღებული.  მოცემული მაგალითის გარდა, აღნიშნული რომანის კიდევ ორი ეკრანიზაცია არსებობს, თუმცა ოლივერ პარკერის ნამუშევარი ნამდვილად აღემატება წინამორბედებს და ვფიქრობ საუკეთესოა მათ შორის.

6. “Edward Scissorhands” გადაღებულია 1990 წელს, რეჟისორი ტიმ ბარტონი

“ედვარდი – ხელებმაკრატელა”,  ჯონი დეპის ერთ-ერთი პირველი ფილმია და სწორედ ამ ფილმით პირველად იქნა ნომინირებული ოქროს გლობუსზე, როგორც საუკეთესო მსახიობი მამაკაცი. ფილმში გადმოცემულია ახალგაზრდა ბიჭის ისტორია, რომელსაც ხელების მაგივრად მაკრატლები აქვს. ფილმში კარგად ჩანს ადამიანთა სისასტიკე და დაუნდობელი ხასიათი, ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათვთვის “სეირის” ყურება ადამიანობაზე მეტად… მოკლედ თუ ნანახი არ გაქვთ, გირჩევთ უყუროთ…

7. “Malena” გადაღებულია 2000 წელს, რეჟისორი ჯუზეპე ტორნატორე

“მალენა”, უმშვენიერესი ქალბატონი, რომლის უმწიკვლო რეპუტაციაც, შურიანი შინაბერების ენის წყალობით, ქალაქში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. არა კითხვის ნიშნის ქვეშ კი არა, შეილახა… ფილმში კარგად ჩანს, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ადამიანს საზოგადოების უადგილო ცნობისმოყვარეობამ…

8. “The Virgin Suicides” გადაღებულია 1999 წელს. რეჟისორი სოფია კოპოლა

“თვითმკვლელი ქალიშვილები”  ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს შვილებს, მშობლების გადამეტებულმა სიმკაცრემ…

9. “The Prestige” გადაღებულია 2006 წელს. რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი

“პრესტიჟი” მოგვითხრობს ორი ილუზიონისტის ისტორიას, ფილმში ჩანს თუ როგორ ცდილობენ ისინი საკუთარი პრესტიჟის დაცვას და ერთმანეთის გზიდან ჩამოიცილებას. ფილმს მკრთალად გასდევს რომანტიული ფონი, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზიც.

10. “Devil’s Advocate” გადაღებულია 1997 წელს, რეჟისორი ტეილორ ჰეკფორდი.

“ეშმაკის ადვოკატში” შედგა ალ პაჩინოსა და კიანუ რივზის არაჩვეულებრივი დუეტი.ფილმში ჩანს თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ერთი წარმატებული იურისტის კარიერა… არჩევანზე დგას კარიერა და მშვიდი ოჯახი…

.

.

გაგრძელება იქნება 🙂

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

24 thoughts on “ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ (ნაწილი I)

  1. რომ დაგემატებინა რატომ უნდა ვუყუროთ უკეთესი იქნებოდა 🙂

  2. ეს ფილმები შენი საკუთარი შეხედულებით მოხვდა ამ სიაში?
    3ის გარდა, ყველა ფილმი ნანახი მაქვს. ამასწინათ გადიოდა ტვ-ში “დორიან გრეის პორტრეტი”, თვალი მოვკარი, ხოდა ახლა ვკითხულობ ამ წიგნს და არ მინდოდა ფილმი თავიდან ბოლომდე მენახა, რამე ზეგავლენა რომ არ მოეხდინა :დ
    “თვითმკვლელი ქალიშვილები” მიყვარს, ჯოშ ჰარტნეტი რა პატარაა მანდ ❤

    • კი, ჩემი შეხედულებით მოხვდა… მართალი ხარ ჯერ ჯობს წიგნი წაიკითხო და შემდეგ მისი ეკრანიზაცია ნახო, შემდეგ უფრო შეძლებ ობიექტურად შეაფასო რეჟისორის ნაშრომი. აი ჯოშ ჰარტნეტს რაც შეეხება, სიმართლე გითხრა ნაკლებად მომწონს ეს მსახიობი, აქ კი მართლაც ძალიან პატარაა… ))

  3. შენიშვნა: “The Virgin Suicides” სოფია კოპოლას ფილმია 😉

  4. ყველა ფილმი ნაყურები მაქვს.
    ”ადამიანი-მაკრატელი”–დან ჯონი დეპი შემიყვარდაააააა.
    მარტო “The Virgin Suicides”–არ მიყვარს,ფინალი ჩემთვის მიუღებელია!

    ძალიან კარგი ჩამონათვალია,თუმცა მხოლოდ 10?

    • დიდი მადლობა ქეთუსი! ჯონი დეპი მეც ამ ფილმიდან შემიყვარდა 🙂

      ამ ეტაპზე მხოლოდ 10 ფილმით შემოვიფარგლე, აუცილებლად დავდებ შემდეგ ნაწილსაც. 🙂

  5. 1, 2, 5 და 7-ე ფილმები ნანახი მაქვს თვიდან ბოლომდე. “ქარწაღებულნი” კლასიკაა და მემაყება რომ ვივიენ ლი და მე ერთ დღეს ვართ დაბადებულნი 🙂 ანუ 5 ნოემბერს 🙂 მერილინ მონრო შეუდარებელია და განსაკუთრებით იმ სიმღერას რომ მღერის “I wanna be loved by you”. “დორიან გრეი” კი ჯერ აუცილებლად წაიკითხეთ ვისაც არ გაქვთ ჯერ ფილმი ნანახი და შემდეგ უფრო კარგად მოახდენთ შედარებას ნაწარმოებსა და ფილმს შორის. თუმცა მე ძალიან მომწონს ბენ ბარნსი და მის მიერ განსახიერებული დორიანიც, მიუხედავად იმისა, რომ ქერა და ცისფერთვალება არაა, როგორც ეს ოსკარ უაილდს აქვს აღწერილი. “მალენა” – ულამაზესი მონიკა ბელუჩი. ვგიჟდები ამ ქალზე და როგორც ფილმშია აღწერილი, არა მარტო მე :))) ვხუმრობ 🙂 ჩემს ერთ-ერთ პოსტში, თუ რა / ვინ მოწონს და რა/ვინ არა, მყავს მონიკაც ერთ-ერთ “ლაიქის” პუნქტში ჩასმული.
    სირცხვილი ჩემი და “ჩემი მშვენიერი ლედი” წესიერად არ მაქვს ნანახი.მაკრატლისხელებიანი ჯონი დეპიც ნაწყვეტ-ნაწყვეტად მაქვს ნანახი, თუმცა საკმარისი იყო იმის მისახვედრად,რომ მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი ჯონი დეპი უკვე ძალიან სერიოზული და ჩამოყალიბებული მსახიობის შთაბეჭდილებას ტოვებს. “ოპერის აჩრდილიც” ალაგ-ალაგ მაქვს ნანახი. “თვითმკვლელი ქალიშვილები” – ამ ფილმს ალბათ ვერასოდეს ვუყურებ ბოლომდე. ცუდად ვხდები ჯერ მხოლოდ სათაურზე და შინაარსზე ხომ საერთოდ 😦
    ჩემი ორი ძალიან საყვარელი მსახიობის – კიანუ რივზისა და ალ პაჩინოს ტანდემიც არ მაქვს წესიერად ნანახი. ყველა ფილმი, რაც ნორმალურად არ მაქვს ნანახი და ასე უაზრო შთავეჭდილებას ტოვებს ალბათ თქვენზე ეხლა ეს წინადადება, ვინც ამ კომენტარს კითხულობს, ძირითადად იმის ბრალია, რომ ტელევიზორში , რომელიმე არხზე გადიოდა ფილმი, მე ვმეცადინეობდი და თვალი მოვკარი რამოდენიმე წუთით , ეს იყო და ეს. პრინციპში, გასასამართლებელი საბუთი მაქვს და ძლიანაც ნუ განმსჯით 🙂

    • Violet Miss, განხილვა იყო არაჩვეულებრივი და მადლობა ასეთი ვრცელი კომენტარისთვის. 🙂 რაც შეეხება გასასამართლებელ საბუთს, ნამდვილად გამოდგება ალიბის სახით 😉 ამ დროს მე ფილმის სახელს სადმე ვინიშნავ რომ მერე არ დამავიწყდეს ინტერნეტში მისი მოქექვა და თავისუფალ დროს კინოსეანსს ვაწყობ ხოლმე. 🙂 აი ხვალინდელ დღესაც მთელი გულმოდგინებით ველოდები, ერთი ასეთი კინოსეანსი უნდა მოვიწყო. უკვე ავარჩიე რამდენიმე ფილმი და იმედია ხელს არავინ და არაფერი შემიშლის. 😀

  6. თუ რაიმე კარგი ფილმი ნახე, გააკეთე ხოლმე რივიუ და მეც ვნახავ. ჩემი და შენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს როგორც აღმოჩნდა 🙂

  7. 1, 2, 3, 4, 5.. ❤
    sainteresoa, imdenad erTnairi gemovneba gaqvs, rom..
    danarCenebs aucileblad vuyureb..^^

  8. ჩემი მშვენიერი ლედი – ასე მოკლედ როგორ შემოიფარგლეე :)) ჩემი უსაყვარლესი ფილმია. კარგადაა გადაღებული და ოდრიც მიყვარს. ჩემო კინოგურმანო :* მძჳმე და დრამატულ ფილმებს რომ ვერ ვუყურებ, ეგ ვიცი :))) საერთოდაც, დიდი მადლობა ამ რჩევებისთვის და შესანიშანვი ანოტაციებისთვის :)) და ჩეემი ჰიუ ჯეკმანის – რესტიჟისთვის. იმედია, დაძაბული სიუჟეტი არ აქვს და თაან იურისტზე ყოფილაა :)) ”ქერა ადვოკატი” ნანახი გაქვს იმედია :))
    პატივისცემით, ცოტა მელოდრამატული, ბევრიც – კომედიური და ცოტაც – მგრძნობიარენერვებიანი ამფილმსვერვუყურებ – თამუნა

    • თამო, “ჩემი მშვენიერი ლედი” ის ფილმია რომელსაც ბევრი “ლაი ლაი” არ ჭირდება, მას უბრალოდ უნდა უყურო. მეც საოცრად მიყვარს და არ მინდოდა ჩემი ზედმეტი საუბრით ამ ფილმის განუმეორებლობა შემელახა. 🙂
      რაც შეეხება “პრესტიჟს”, გოგო, იურისტზე კი არა ილუზიონისტზეა 😀 იურისტზე “ეშმაკის ადვოკატია” 😛 😀 ქერა თმიანი ადვოკატი ნანახი მაქვს და რატომღაც სულ შენ მახსენდები ხოლმე 😛 😀 გისურვებ მასავით არაჩვეულებრივი კარიერის აწყობას და ვიცი რომ შეძლებ კიდეც. 🙂
      და ძალიან მიხარია რომ დაცუნცულებ ჩემს ბლოგზე. :* წარმატებულ ბლოგინგს გისურვებ ჩემო ლამაზო. 🙂

  9. ქარწაღებული ქართულად რომელ საიტზე ვნახო მირჩიეთ,გთხოვთ

  10. სამწუხაროდ არც ერთ მათგანი არ მაქვს ნანახი 😣და თქვენ რომელს მირჩევდით პირველად საყურებლად!

    • გამარჯობა გიო, ძალიან ინდივიდუალური საკითხია, გააჩნია განწყობას და გემოვნებას. თითოეულს ვუწევ რეკომენდაციას. 😉

  11. პიგმალიონი სადმე არის ქართულად რო ვნახო?

Leave a reply to ninnaka კომენტარის გაუქმება