ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (1756 – 1791)

4 Comments

გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის, მოცარტის ცხოვრება საოცარი და უჩვეულო იყო. მან მხოლოდ 36 წელი იცხოვრა, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა კი საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია. მან შექმნა 50-მდე სიმფონია, 19 ოპერა, სონატები, კვარტეტები, კვინტეტები და სხვა ჟანრის მრავალი ნაწარმოები.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა 1756 წლის 27 იანვარს, ძველებურ ძალიან ლამაზ მთაგორიან ქალაქ ზალცბურგში, მუსიკოსის ოჯახში. შეამჩნია თუ არა მამამ შვილის ნიჭი, მაშინვე შეუდგა მის მეცადინეობას. 4 წლის ვოლფგანგი უკვე საკლავისინო კონცერტის შეთხზვას ცდილობს. მამა გადაწყვეტს ბიჭისა და ქალიშვილის საკონცერტო მოგზაურობაში წაყვანას. 6 წლის მუსიკოსი მიემგზავრება მსოფლიოს დასაპყრობად. მოცარტების ოჯახი ეწვია ჯერ მიუნხენს, ვენას, შემდეგ პარიზს, ლონდონს, ამსტერდამს, ჟენევას.


მოგზაურობა რომელიც 4 წელს გრძელდებოდა ტრიუმფალურ სვლად იქცა. ვოლფგანგს XVII საუკუნის სასწაულს უწოდებდნენ. მოცარტების სახელმოხვეჭილი, ბედნიერი, მაგრამ დაღლილი ოჯახი მშობლიურ ზალცბურგში 1766 წელს დაბრუნდა. მაგრამ სანატრელი დასვენება დიდხანს არ გაგრძელებულა. მამა შეუდგა შვილის მზადებას ახალი გამოსვლებისათვის. დაიწყო გაძლიერებული მეცადინეობა კომპოზიციაში, მუშაობდა საკონცერტო არიებზეც. ვოლფგანგი სწავლობდა აგრეთვე არითმეტიკას, გეოგრაფიას, ხატვას, ისტორიას, უცხოენებიდან: ფრანგულს, ინგლისურს, ლათინურს, იტალიურს. მამამ გადაწყვიტა შვილი იტალიაში წაეყვანა. სამი წლის განმავლობაში (1770 – 1773) მამა და შვილი ეწვივნენ რომს, მილანს, ნეაპოლს, ვენეციას, ამჯერად უკვე 14 წლის მუსიკოსი მეორედ განიცდიდა ტრიუმფს. იტალიაში ყოფნის დროს მან გააფართოვა თავისი ცოდნა. წარმატებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უკან დაბრუნებულებს ქალაქი გულცივად დახვდათ. მოხუცი თავადი, რომელიც მოწყალებით იყო განწყობილი მოცარტების მიმართ, გარდაიცვალა. ზალცბურგის ახალი მმართველი კი ძალაუფლების მოყვარე და სასტიკი აღმოჩნდა. გრაფის თვალში მოცარტი ჩვეულებრივი მოსამსახურე იყო, იგი მოცარტისგან სრულ მორჩილებას მოითხოვდა. მოსამსახურის მდგომარეობა შეურაცხყოფდა მას, ამიტომ იგი დედათან ერთად პარიზში გაემგზავრა. ამ დროს ის უკვე 22 წლისიყო. თავს იმით ირჩენდა, რომ მუსიკის გაკვეთილებს ატარებდა. ამას დაემატა დედის ავადმყოფობა და სიკვდილი. სასოწარკვეთილი მოცარტი ზალცბურგში ბრუნდება. გრაფი კოლორედი მას დიდი სისასტიკით ექცეოდა, ამცირებდა, მოსამსახურეებთან ერთად ასადილებდა.


1781 წელს ის ვენაში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. მოცარტის ბოლო ათი წელიწადი მისი ნიჭის გაფურჩქვნის ხანაა. გერმანული თეატრის შეკვეთით მან დაწერა კომიკური ოპერა „სერალიდან მოტაცება“. კიდევ უფრო მეტ ოსტატობას მოცარტმა შემდგომ სამ ოპერაში მიაღწია. ესენია: „ფიგაროს ქორწინება“, „დონ ჟუანი“ და „ჯადოსნური ფლეიტა“. ამ წლებში მან ოსტატობის მწვერვალს მიაღწია. 1788 წლის ზაფხულის განმავლობაში, მან სამი უკანასკნელი და საუკეთესო სიმფონია დაწერა, არანაკლებ მნიშვნელოვანი.

“ჯადოსანური ფლეიტის” პრემიერიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.

მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ციებცხელება იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა (მოწამლა).

თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.

ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტი ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცა ვებერს ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.

მოცარტი დასაფლავებულია ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

4 thoughts on “ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (1756 – 1791)

  1. ლაკრიმოზა – მარტო ამისთვის ღირს მოცარტის სიყვარული.

    და რომიდან “მიზერერეს” სმენით წამოღების ისტორია მხიბლავს.

    გენიოსი იყო.

  2. გეთანხმები მოლი, მართლაც რომ გენიოსი იყო.

  3. ჩემი აზრით მოცარტი საუკეთესოა!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s