ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

თაგვის ბრალია ყველაფერი

დატოვე კომენტარი

არ დავიწყებ იმის მტკიცებას რომ ფეხბურთის თავგამოდებული ქომაგი ვარ და მატჩს არ ვტოვებ-მეთქი, იმიტომ რომ მტკნარი სიცრუე იქნება. გეტყვით სიმართლეს, ფეხბურთს ვუყურებ ძირითადად მაშინ, როცა მოედანზე ესპანეთის ნაკრები, მადრიდის რეალი და საქართველოს ნაკრები ჩანს, ხანდახან სხვა თამაშებსაც გადავავლებ ხოლმე თვალს, გააჩნია როგორ ხასიათზე ვიქნები.

რა თქმა უნდა არ გამოვტოვე საქართველო – ხორვატიის შეხვედრა და ჯერ კიდევ მარცვალაძის ჩაწოდებაზე იმდენი ვიყვირე სიხარულისგან რომ მეორე დღეს ხმა ძლივს მოვიყვანე მწყობრში. მართლაც კარგად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა. უფროსი თაობისგან ისიც მესმოდა, რომ ის ძველი, კარგი დრო გაახსენდათ, ქართველი ფეხბურთელები შიშის ზარს რომ სცემდნენ ყველას… ვერ გეტყვით რომ საქართველოს ნაკრები დღეს რომელიმე გუნდს შიშის ზარს სცემს, თუმცა ლამაზი გოლით კი გვასიამოვნა კობიაშვილმა თამაშის 89-ე წუთზე.

 

.

ჩემი დაგვიანებული მილოცვა საზოგადოებას ამ გამარჯვებისთვის…

თუმცა…

გუშინდელი თამაშისგან ყველა უფრო მეტს ველოდით. გონებამახვილმა და ინტუიციით მდიდარმა თაგუნია ვოლფმაც კვლავ საქართველოს ნაკრების გამარჯვება იწინასწარმეტყველა. პირველი დამთხვევის შემდეგ, როგორც ჩანს ფეხბურთელებიან გულშემატკივრებიანად ყველამ თაგუნას დავუჯერეთ და საკუთარ თავსა და ნაკრებში დაჯერებულები ტელეეკრანებს მივუსხედით და მოედანზე სათამაშოდ გავედით.

თაგუნა მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა, შეარცხვინა რვაფეხასგან დატოვებული თანამდებობა და ქართველ ქომაგებს გული დასწყვიტა.

სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებმა 1-0 წააგო ისრაელის ნაკრებთან. კომენტატორი თამაშის მსვლელობისას ქართველთა ინერტულობასა და შედეგს ბიჭების გადაღლას აბრალებდა, რადგან “ძალიან დაძაბული შეხვედრა გვქონდა ხორვატიასთან”. მაგრამ დამერწმუნებით ეს თავის გამართლების ერთ-ერთი საშუალებაა და მეტი არაფერი. მატჩის ერთადერთი გოლი თამაშის 59-ე წუთზე რაფაელოვის გადაცემის შემდეგ ბენ ჰაიმ II-მ გაიტანა. ალბათ ზედმეტად თავდაჯერებულები ვიყავით. არაუშავს, ამაზე უარესებიც გადაგვიტანია და ამასაც ავიტანთ. ისრაელთან შეხვედრისას კი გოგუა მაკლდა თვალში, ყენიაზე კი გული მწყდება, საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაშები გამოტოვა, ახალგაზრდული შემართებით და ადუღებული სისხლით შეძლებდა ისეთი ვეტერანების გამოფხიზლებას როგორიც, თუნდაც კახა კალაძეა, რომელიც თამაშის მსვლელობის დროს თითქოს მეორე ხარისხოვან მოთამაშედ იქცა, თითქმის აღარ ფიგურირებს მნიშვნელოვან მომენტებში და ხანდახან მგონია რომ უბრალოდ დასეირნობს მოედანზე, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამოფხიზლებას. იმედია არ მიწყენენ მისი გულშემატკივრები, მაგრამ ერთს ვიტყვი, ამ ადამიანმა თავისი დრო მოჭამა ფეხბურთში და შესაცვლელია… მილანს ამოფარებულმა არამგონია დიდხანს გაძლოს…

თემას ოდნავ გადავუხვიე, თუმცა ალბათ ესეც საჭირო იყო.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტი ერთია, თემურ ქეცბაიამ თითქოს ახალი სისხლი გადაუსხა საქართველოს ნაკრებს და ნელ-ნელა კომიდან გამოჰყავს. იმედია ეს პროცესი გაგრძელდება და საქართველოს ნაკრები კვლავ იგრძნობს მუხლში სიძლიერეს.

 

 

F  ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს, ჰო და ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს წარმატება, იმედია გაგვიმართლებენ.  🙂

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s