ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

მორის რაველი (Maurice Ravel)

%(count)s კომენტარი

 

 

მორის ჟოზეფ რაველი (ფრანგ. Joseph Maurice Ravel) დაიბადა 1875 წლის  7 მარტს, ქალაქ სიბურში, საფრანფეთის სამხრეთით. ის გახლდათ ფრანგი კომპოზიტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ყველასათვის ცნობილი “ბოლერო”-ს ავტორი.

მან 1882 წელს დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა . 1889 წელს მან ჩააბარა პარიზის კონსერვატორიაში, სადაც სწავლობდა ფორტეპიანოს განხრით. ახალგაზრდა მუსიკოსს ძალიან ეხმარებოდა მისი მასწავლებელი შარლ დე ბერიო, იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილი პიანისტი. დამამთავრებელ წელს რაველი მოხვდა დიდი ფრანგი კომპოზიტორის, გაბრიელ ფორეს,  კლასში, რომლის ინიციატივითაც მორისმა შექმნა კომპოზიციათა ციკლი ესპანურ მელოდიებზე, როგორებიცაა: “ჰაბანერა”, “პავანა ინფანტის გარდაცვალებაზე” (ფორტეპიანოსათვის (1899წ.)), “ანტიკური მენუეტი”.

 

უნდა ითქვას, რომ მორის რაველის შემოქმედება, ისევე როგორც ნოვატორების უმრავლესობისა, თავდაპირველად ფართო აკადემიურ წრეებში არ იყო აღიარებული. თუმცა მან მაინც, ზედიზედ 3-ჯერ სცადა რომაული პრემიის აღება: 1901, 1902, 1903 წლებში. მეოთხედ კი, 1905 წელს მას უარი ეთქვა კონკურსში მონაწილეობაზე ასაკის გამო. თუმცა ის უკვე საკმაოდ ცნობილი იყო პარიზში, ამ სკანდალის შემდეგ ორმაგად პოპულარული გახდა, მისი რეიტინგი დღითი-დღე იზრდებოდა, ის უკვე თითქმის ყველა კონცერტზე  ასრულებს თავის ნაწარმოებებს.

გერმანიასთან ომის პირველივე თვეებში რაველი მოხვდა რეზერვისტთა რიგებში. თუმცა სამედიცინო შემოწმების შემდეგ, მას ომში წასვლის უფლება აღარ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო. მიზეზი მისი სიმაღლე და წონა გახლდათ. კომპოზიტორი ყოველ ღონეს ხმარობდა რომ მეომართა რიგებში მომხვდარიყო. და ბოლოს, 1914 წელს, მან მოახერხა ჩარიცხულიყო საავტომობილო დივიზიაში, მძღოლის თანამდებობაზე, სადაც დაჰყო 3 წელზე ოდნავ მეტი. 1918 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის გადაიყვანეს რეზერვში.

ომის შემდეგ რაველი ოპერებიდან გადადის ინსტრუმენტული პიესების შექმნაზე და წერს სუიტას “კუპერენის საფლავი”. ამავე პერიოდში ის ხვდება სერგეი დილაგიევს, რუს პროდიუსერსა და რეჟისორს, რომელიც დგამდა პარიზში ე.წ. “რუსულ სეზონებს”, სწორედ მისი დაკვეთით წერს რაველი ბალეტს “Daphnis and Chloe”.

რაველი უფრო და უფრო სახელგანთქმული ხდება. ის იწყებს მოგზაურობას, ატარებს საკონცერტო ტურებს იტალიაში, ჰოლანდიასა და ინგლისში. რუსი დირიჟორი ს. კუსევიცკის დაკვეთით ახდენს მუსორგსკის “სურათები გამოფენიდან”-ის ორკესტრირებას. ამ ყველაფრის პარალელურად კი ის წერს ყველასათვის ცნობილ “ბოლეროს” (1928 წ.), რომელშიც ეცადა შეერწყა კლასიკური მუსიკის ტრადიციები და ესპანური მუსიკის რითმები. ამ შედევრის შექმნას კი უნდა ვუმადლოდეთ ცნობილ ბალერინა იდა რუბინშტეინს, ანა პავლოვამ კი ის საკუთარ რეპერტუარშიც კი შეიყვანა. “ბოლეროს” ხანგრძლივობა 15 წუთია, თუმცა თუ იმ ტემპით შესრულდება რასაც კომპოზიტორი მოითხოვდა შესაძლოა 18 წუთამდეც გაგრძელდეს.

 

 

სამწუხაროდ ბოლეროს თეატრალური ვერსია სრულად ვერსად მოვიძიე, ამიტომ მხოლოდ ნაწყვეტებით დავკმაყოფილდეთ:

 

 

1932 წელს ის იწყებს მუშაობას ახალ ბალეტზე, სახელწოდებით “ჟანა დ’არკი”, სწორედ მასზე მუშაობისას რაველი ხვდება ავარიაში და ბალეტზე მუშაობაც ავტომატურად წყდება. როგორც სჩანს მან ავარიის შედეგად თავის საკმაოდ მძიმე ტრამვა მიიღო და სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა ნევროლოგიური დაავადება, სავარაუდოდ მისგან გამოწვეული.

კომპოზიტორს თავის ტვინზე გაუკეთეს ოპერაცია, თუმცა უშედეგოდ.

მორის რაველი 1937 წლის 28 დეკემბერს პარიზში გარდაიცვალა.

 

Author: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

One thought on “მორის რაველი (Maurice Ravel)

  1. “ბოლერო” მართლაც შედევრი აქვს…😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s