ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

მე და მონე (Claude Monet)

13 Comments

 

8 წლის ვიყავი პირველად რომ შევავლე მონეს ნახატებს თვალი, მახსოვს მაგიდაზე იყო გაშლილი პატარა ბუკლეტები და დედა ათვალიერებდა. მეც როგორც ყოველთვის ცხვირი ჩავყავი მის საქმეში და თავით-ფეხამდე გადავეშვი. პირველი შთაბეჭდილება ჩემზე კი “წყლის შროშანებმა” მოახდინა და დღემდე მომყვება ის სიყვარული მის მიმართ. ყოველი შეხედვისას მგონია რომ პირველად ვუყურებ, თავი ისევ ის პატარა გოგონა მგონია, ხელახლა აღვიქვამ მის სილამაზეს, ფერთა გადასვლას და ისიც ურცხვად ცდილობს ყოველ ჯერზე ხელახლა მომაჯადოვოს, მას შემდეგ, აი ასე, მისით მოჯადოვებული დავდივარ. 🙂

 

 

I am following Nature without being able to grasp her, I perhaps owe having become a painter to flowers.

 

 

 

ჟივერნში, საკუთარი მამული ხელოვნურ ედემად ქონდა ქცეული. წყლის თეთრი ზამბახებით, ყვითელი შროშანებითა და მწვანე დუმფარებით ქონდა მოფენილი საყვარელი ტბორი, რომელსაც მიუძღვნა 14 დეკორაციული პანო.

 

 

My garden is my most beautiful masterpiece.

 

 

 

 

Color is my day-long obsession, joy and torment.

 

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანი, რომელიც მონეს ხელოვნებას ვერ დააფასებს? ჩემთვის რთულად წარმოსადგენია, თუმცა არსებობენ ასეთებიც, არსებობდნენ და სამწუხაროდ ალბათ იარსებებენ კიდეც. მონეს ერთ-ერთმა ტილომ, რომელზეც ტემზისა და პარლამენტის შენობის ხედი იყო ასახული, ლონდონელთა აღშფოთება გამოიწვია. თითქოს აღმაშფოთებელი არაფერი იყო ნისლიანი ლონდონის პეიზაჟში, მაგრამ როგორც ჩანს მხატვარს სითამამე კადნიერებაში ჩაუთვალეს და აი რა აზრი გამოთქვეს: – ნისლი ნაცრისფერი და ცა ცისფერი კი გვინახავს, მაგრამ ერთიც და მეორეც რომ მეწამულ-ვარდისფერი ყოფილიყოს, სად გაგონილაო.  თუმცა ძალიან მალევე მოუხდათ სიტყვების უკან წაღება. როდესაც უფრო მეტი ხმაურის ასატეხად გარეთ გავიდნენ, სახტად დარჩნენ… ნისლიცა და ცაც ზუსტად ისეთი მეწამულ-ვარდისფერი იყო, როგორიც მონეს ტილოზე იხილეს. ამის შემდეგ მას ” ლონდონური ნისლის შემქმნელიც” კი უწოდეს…

 

 

 

ვიყავი და მინდა დავრჩე იმპრესიონისტად… ვიმეორებ, მე იმპრესიონისტი ვარ…

 

1874 წლის 15 აპრილს გაიხსნა “ფერმწერთა, გრაფიკოსთა, მოქანდაკეთა, გრავიორთა და სხვათა ანონიმური კოოპერაციული საზოგადოების” პირველი გამოფენა.დამთვალიერებლებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ დებოშის ასატეხად, თანდათან მატულობდა მაყურებლის აღშფოთება,  ნერვიული ხარხარი, ავტორთა ლანძღვა, მუქარა, დაცინვა… მონეს მომცრო ტილომ, “შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა” (Impression, Soleil Levant) ისეთი ცუდიშთაბეჭდილებაშეუქმნა გესლიან კრიტიკოსებს, რომ დემონსტრაციულად შეუდგნენ სათვალეების წმენდასალბათ, სათვალის ბრალია, თორემ მხატვარი ასეთ დათხუპნულ სურათს როგორ გვაჩვენებდაო. ამით ისარგებლა სენსაციებზე მონადირე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და მაშინცე მონე და მისი მეგობრები “შთაბეჭდილების მხატვრებად”, ანუ “იმპრესიონისტებად” მონათლა. ჟურნალისტის ამ ცინიკურმა ტერმინმა საპირისპირო შედეგი გამოიღო: ცინიკური შეფასების მიმართ თავად იმპრესიონისტებს პროტესტი არასდროს გამოუთქვამთ, მხოლოდ დეგა იყო წინააღმდეგი, თუმცა საბოლოოდ ისიც შეურიგდა საყოველთაო აღიარებას.

 

 

 

Everyone discusses my art and pretends to understand, as if it were necessary to understand, when it is simply necessary to love.

 

 

პირველი აღიარება მონეს 1866 წელს მოულოდნელად მოუტანა არამორიგმა პეიზაჟმა“, არამედ მომავალი მეუღლისკამილა დონსიეს პორტრეტმამწვანეკაბიანი ქალი, ანუ კამილა“. თითქმის ყველა მისმა მეგობარმა მხატვარმა ყვითელი ბარათი მიიღო სალონიდან, ნიშნად უარყოფისა. ის იყო მასაც იმედი გადაეწურა რომ, მოწონების თეთრი ბარათი გამოუგზავნეს. თავადაც გაკვირვებული იყო, რომ მისი სათაყვანებელი მანეც კი უარყვეს და მისი ნამუშევრები აღიარეს. მაგრამ წარმატება მაინც სკანდალური გამოდგა. “ქალი მწვანეში” ერთსა და იმავე დროს წარმატებისკენ გზასაც უხსნიდა და კრიტიკითაც გზას უკეტავდა. მასზე ქებასაც გამოთქვამდნენ და აღშფოთებასაც. ასეა თუ ისე, სურათის გამოფენის მეორე დღეს მონემ უკვე სახელმოხვეჭილმა გაიღვიძაახალგაზრდა, მგზნებარე ემილ ზოლამ ყველა კრიტიკოსი გააჩუმა და კამილას პორტრეტსცოცხალი სამყაროსკენ ფართოდ გაღებული სარკმელიუწოდა.

 

ქალი მწვანეში, ანუ კამილა

 

 

No one is an artist unless he carries his picture in his head before painting it, and is sure of his method and composition.

 

 

იმპრესიონისტულმა თავისებურებებმა ფერისა და სინათლის პრობლემასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მაშინ იჩინა თავი, როცა იგი თავის პირველ დიდ ტილოს ( “საუზმე მდელოზე”) ქმნიდა. სალონმა უარყო მონეს მიერ “კამილას” შემდეგ წარდგენილი ტილო “ქალები ბაღში”, რადგან მასში უკვე ნათლად ჩანდა მხატვრის ესთეტიკური მრწამსი, ახალი შინაარსისა და ფორმის მთლიანობისაკენ სწრაფვა.

მონეს თვალსაზრისით, შთაბეჭდილებას, წამიერ გაელვებას, მოვლენის დინამიკურ ცვალებადობათა რიგს, მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა ისინი რეალური სამყაროს კანონზომიერებათა შეცნობის საფუძველზე არიან გადმოცემული.

 

.

 

I can only draw what I see.

 

 

 

1862 წელს მონე პარიზში, გლეირის სახელოსნოში მოწყობილა. სწორედ აქ გამოუხატავს პირველად თავისი უკმაყოფილება და პროტესტი შაბლონური აკადემიური სწავლებით უკმაყოფილოს. თურმე, ერთ-ერთი მოდელის ხატვისას, გლეირს დაუწყია მისი ნამუშევრის კრიტიკა. “ეს ცუდი არაა, მაგრამ მკერდი ძალიან მძიმეა, მხრები ძლიერი, ტერფები ვეებერთელა” – უთქვამს მას. მორიდებულ მონესაც უპასუხია: “მე მხოლოდ იმის ხატვა შემიძლია, რასაც ვხედავო”. ამაზე კი გლეირს აი რა უთქვამს: “პრაქსიტელე (ძვ. ბერძენი მოქანდაკე. ავტ. შენიშვნა) საუკეთესო ელემენტებს ირჩევდა ასი არასრულყოფილი მოდელისაგან, რათა შედევრი შეექმნა… როცა რაიმეს აკეთებ, უნდა ფიქრობდე ანტიკურზე”-ო. ორი კვირის შემდეგ მონემ მიატოვა მსგავსი გაკვეთილები.

 

.


My life has been nothing but a failure.

 

 

მონეს თითქმის არასდროს ჰქონია პირობები “სადღესასწაულო განწყობილებისათვის”, თუმცა მისი სურათები მაინც სიცოცხლის ხალისზე მეტყველებენ. მზის მაღმერთებელ დიდოსტატს სიცოცხლის ბოლოს თითქმის სრულიად აკლდა თვალისჩინი. მხოლოდ მის მამულს თუ შეეძლო ისევ, ოდნავ მაინც ენუგეშებინა ძვირფასი ადამიანებისა და ახლობელი ადამიანების გარეშე, მარტოსულად დარჩენილი 86 წლის მოხუცი. თავის ულამაზეს ტბორსაც კი, რომელსაც 14 პანო მიუძღვნა, ვეღარ აღიქვამდა მთელი თავისი სისრულით და ნაირფერი ათინათებით. მიუხედავად ამისა, მაინც მის ნაპირთან იჯდა, თავისი განუყრელი პალიტრით და მარტოობას კვლავაც ოპტიმისტურად შერკინებული, დიდხანს დასცქეროდა ზღაპრულ წყლის ზედაპირს.

1840 წლის 14 ნოემბერს, პარიზში დაბადებული კლოდ მონეს, ოსკარის სახელით მონათლულის, მაჯის ცემა 1926 წლის 6 დეკემბერს შეწყდა. ის მოესწრო ორივე ცოლისა (კამილა ტუბერკულიოზით 1879 წელს გარდაიცვალა, მეორე მეუღლე კი, ალისა ოშედე 1911 წელს) და უფროსი ვაჟის – ჟანის (1914 წელს) გარდაცვალებას.  მისი სხეული ჟივერნის მიწამ მიიბარა, მისი სახელი კი ცოცხალია სამარადჟამოდ.

 

კლოდ მონე ბაღში. New York Times. 1922 წელი

 

კლოდ მონე ♥

 

დასასრული…

.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

13 thoughts on “მე და მონე (Claude Monet)

  1. მიყვარს მონე… არა უფრო ვგიჟდები მონეზე…

    P.S. შენ ასე თუ გააგრძელე, ხელს ავიღებ ჩემს “ვითომ ბლოგზე” და შენი პოსტებით დავტკბები…

    • აბა რას ამბობ, რას ერჩი შენს ბლოგს, მე მომწონს, ხშირად დავსეირნობ ხოლმე. ცოდვაში არ ჩამადგმევინო ფეხი 😀

  2. mone tavis suls debda namushevrebshi da shen kide mgoni sheni suli chade am postshi 🙂

    • მემგონი მართლა ეგრე მოხდა 😀 რომ ვუყურებ მონეს ნახატებს მგონია რომ სულს მართმევს, ისე მიტაცებს… რაც ჩემია ჩემია :))

  3. genialuria mone……… gaixare niin aseti kargi,shtambechdavi da saintereso postistviiis:))))))))))))))))))))

  4. იმპრესიონისტები და მათგან კი მონე!

    როგორც თომას ქრაუნში მიშტერებია ბროსნანი ნახატს, ეგრე ვიყავი მეც 🙂 ოღონდ იქ სკამები არ იყო, რომ ჩამოვმჯდარიყავი.

  5. მადლობა შენ ასეთი მშვენიერი პოსტისთვის :* :* :*

  6. ძალიან კარგია….
    გამიკვირდა, აქ მოლის კომენტარი რომ ვერ ვნახე. აუცილებლად დავუშეარებ ფეისბუქზე რომ წაიკითხოს ეს პოსტი. მერე ნახე, რა ლამაზი და განათლებული კომენტარი შეემატება აქაურობას… ))
    მეტის თქმა მონეზე ნამდვილად არ შემიძლია.. რაც იყო სათქმელი, ყველაფერი თქვი.
    ყოჩაღ!!!

  7. საუკეთესო ტილოები შეგირჩევია საილუსტრაციოდ.

    წყლის შროშანები და ამომავალი მზე ჩემი ორი ფავორიტია, მაგრამ დანარჩენებსაც ვერ გამოვტოვებ.

    მიყვარს იმპრესიონისტები. მონე – განსაკუთრებით.

    მშვენიერი სახასიათო პოსტია. მაცოს მადლობა, აქაურობა რომ მომასწავლა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s