ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

Anthony Quinn (ენტონი ქუინი)

7 Comments

ნამდვილი სახელი: –  Antonio Rodolfo Quinn Oaxaca

დაიბადა 1915 წლის 21 აპრილს, მექსიკაში.

მშობლები მექსიკელი გლეხები იყვნენ. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო  სახვითი ხელოვნებით და დროის დიდ ნაწილს ხატვასა და ძერწვაში ატარებდა, მაგრამ იმის გამო რომ არ ქონდა სამხატვრო აკადემიაში სწავლის საშუალება, უარი თქვა თავის მისწრაფებაზე. თუმცა გამოსავალი მაინც მოძებნა და არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა. 30-იან წლებში შეხვდა ცნობილ არქიტექტორ ფრენ ალოიდ რიტანს, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი მისი, როგორც მსახიობის, გაფურჩქვნას. სწორედ მან აღმოაჩინა ეს უდიდესი ნიჭი და მისცა გასაქანი. როდესაც შეუმჩნევია რომ ენას “უკიდებდა”, გაუგზავნია თეატრალურ სტუდიაში ენის გასასწორებლად. სტუდიაში მისვლის თანავე ერთ-ერთი მსახიობი ავად გამხდარა და რეჟისორი იძულებული გამხდარა როლი ენტონისთვის მიეცა. საზოგადოებას ისე მოსწონებია მისი თამაში, რომ თეატრის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კვირაში 300 დოლარი გადაეხადათ მისთვის.

მის ნიჭზე საუბრობს მისი 150-ზე მეტი როლი. პირველი აღიარება 20 წლის ასაკში ეწვია, საყოველთაო კი 1954 წელს ფედერიკო ფელინის ფილმმა “გზამ” მოუტანა. კრიტიკოსები სწორედ ფელინის თვლიან  ენტონის ტალანტის აღმომჩენად. ხშირად ის არამზადა ბანდიტების როლს ასრულებდა, თუმცა ცხოვრებაში კეთილშობილი და ცხოვრების მოყვარე იყო.

მისი კინოდებიუტი 1936 წელს შედგა ფილმში “პაროლი”, შემდეგი იყო “სიცოცხლის სურვილი”, “ბერძენი ზორბა” და ა.შ. ეს ის ფილმებია, რომლებმაც ქუინი კინემატოგრაფიაში შეიყვანა როგორც ღირსეული, ინტელიგენტი მსახიობი. ამის შემდეგ ალაპარაკდნენ მასზე, როგორც ნიჭიერ მსახიობზე.

1947 წელს იგი კინოს ჩამოშორდა და ბროდვეიზე გადავიდა, სადაც შეასრულა როლები სპექტაკლებში “ტრამვაი” და ” სურვილი”. უკანასკნელ სპექტაკლში კი მას პარტნიორობას მარლონ ბრანდო უწევდა.

პირველი ოსკარი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, მიიღო ფილმისათვის “გაუმარჯოს საპატას” (1952 წელი), ხოლო ფედერიკო ფელინის ფილმისათვის “გზა”, მან საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვა. მის კარიერაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ 1956 წელს გადაღებული ფრანგული ფილმი “კუზიანი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან”, სადაც მას პარტნიორობას არაჩვეულებრივი ჯინა ლოლობრიჯიდა უწევდა.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

1982 წელს მსახიობმა გამოსცა მემუარები, რომელსაც უცნაური სახელი – “ორიგინალური ცოდვა” უწოდა.

1990 წელს მან მონაწილეობა მიიღო ჯუდ ტეილორის ფილმში “მოხუცი და ზღვა”, რომელიც ეფუძნება ერნესტ ჰემინგუეის ამავე სახელწოდების ნაწარმოებს.

რაც შეეხება ენტონი ქუინის პირად ცხოვრებას, მას ეს არც თუ ისე დალაგებული ქონდა, მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის მყუდრო და ბედნიერ ოჯახზე ოცნებობდა. სურდა ეცხოვრა მექსიკის მიყრუებულ ადგილას, მისი ცოლი ფერმერი ყოფილიყო და ყოლოდა ბევრი შვილი, მაგრამ…

პირველად 1937 წელს დაქორწინდა. თურმე ქორწინების ღამეს, როცა გაუგია რომ მისი მეუღლე ქალწული არ იყო, (!!!) სახლიდან გაუგდია, მაგრამ შემდეგ ისევ შერიგებია. (???) ამის შემდეგ მან კიდევ ორჯერ იქორწინა. საბოლოოდ კი ხუთი ქალისგან 13 შვილი ეყოლა.

ქალები სამყაროს ნამდვილი ქმნილებები არიან. მამაკაცები ამ ასპექტში მათ ვერ შეედრებიან. მამაკაცი იმიტომაა ამქვეყნად, რომ ქალი დააფასოს.

მისი ბოლო ქორწინება 1997 წელს შედგა. მისი რჩეული მისივე მდივანი კეიტ ბენვინი იყო. ქორწინებისთანავე წყვილმა ორი ბავში იშვილა, თუმცა მალევე, 82 წლის ასაკში ის საკუთარი შვილის მამაც გახდა. თავის ბოლო ინტერვიუში აი რა თქვა სერ ენტონი ქუინმა:

როცა ავად ვარ, ან რაღაც მაწუხებს, საკმარისია რომელიღაც ქალმა დახმარება გამიწიოს, წამალი დამალევინოს, რომ შემიყვარდეს… ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა 82 წლის ასაკში შვილი შემეძინა და მშობიარობასაც დავესწარი.

ოფიციალური ქორწინებიდან მას ოთხი შვილი ჰყავს, რომლებიც მის კვალს გაყვნენ. კითხვაზე, რომ არა მსახიობი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ენტონი ქუინი, აი რა პასუხი გასცა მან:

ვისურვებდი ჩიტად ყოფნას, რათა ზევიდან მეყურებინა ადამიანის ცხოვრებისათვის.

მის პიროვნებაზე ალბათ ბევრის თქმა შეიძლება. მისი თითქოს მკაცრი თვალებიდან საოცარი სითბო და სიცოცხლის სიყვარული იგრძნობოდა.

სიკვდილის არ მეშინია. მჯერა, რომ სკვდილის შემდეგ სხვა სამყაროში გადავდივართ. იქ შეიძლება ყველგან სიკეთე იყოს და როდესაც მოვკვდები, აუცილებლად დავბრუნდები ამ სამყაროში, რათა ჩემი პატარას აღზრდას ვუყურო.

ენტონი ქუინი 2001 წლის 3 ივნისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა…

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

7 thoughts on “Anthony Quinn (ენტონი ქუინი)

  1. უმაგრესი მსახიობი იყო. 🙂

  2. ძალიან საინტერესო იყო/ უცებ ჩავიკითხე 🙂

  3. ჩემი უსაყვარლესი ფილმი “მოხუცი და ზღვა”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s