ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

♬ ♪ ♫ აკვიატება ♬ ♪ ♫

17 Comments

აგკვიატებიათ რაიმე მელოდია ან მომღერალი? ალბათ კი, რაღას ვკითხულობ. ალბათ თქვენც ჩემსავით გული გაგიწყალებიათ თქვენი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის ერთი და იგივე მელოდიის მოსმენით. აი ასე დამემართა მეც. 🙂 რა ბოროტი ვარ, ახლა თქვენ უნდა მოგაბეზროთ თავი მისით. 😀

ეს ბიჭი თავის დროზე ევროვიზიის გამარჯვებული გახდა, მაგრამ მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არც აღვფრთოვანდი მისი ნომრით. მაგრამ ეს მაშინ, ახლა? ახლა საქმე სრულიად სხვანაირადაა. უკანასკნელი 1 თვეა ავიკვიატე ეს ადამიანი თავისი სიმღერებით და უკვე აკვიატების ფარგლებსაც გასცდა.  (blush)  კომპთან მჯდომი პირველ რიგში მის რომელიმე სიმღერას ვრთავ განწყობისთვის, რითმს ფეხს ვაყოლებ და თან ჩემს საქმეს ვაკეთებ. 😀

ვისზეა საუბარი? 2009 წლის ევროვიზიის გამარჯვებულ, ნორვეგიის წარმომადგენელ ალექსანდრ რიბაკზე. შეგახსენოთ მისი ნომერი?

.

მაგრამ ჩემი ყურადღება ამ ადამიანმა ერთი თვის წინ სულ სხვა სიმღერით, უფრო კი მისი ვიდეო რგოლით მიიპყრო, რომელიც სრულიად შემთხვევით ჩემი მეგობრის FB-ს კედელზე ვიხილე. აი ისიც:

.

.

ვიდეო რგოლი საჩემო აღმოჩნდა. მე როგორც ბუნების უდიდესი მოყვარული, იმდენად ჩამითრია ამ სივრცემ და ულამაზესმა პეიზაჟებმა რომ მხოლოდ მეხუთე ჯერზე აღვიქვი სიმღერა და სიმღერამაც გამიტაცა, საოცრად მოუხდა მელოდია კადრს.

ეს ლაღი და სიცოცხლით სავსე ბიჭუნა საოცრად მახალისებს და განწყობას მიკეთებს, დაღლილობას მიხსნის და დადებითი ენერგიით მმუხტავს.

.

.

აი ამ ვიდეომ კი ძალიან გამამხიარულა, ანცი და საოცრად საყვარელი შეყვარებული ბიჭუნას როლი ძალიან მოიხდინა ამ ადამიანმა და ჩემი მოწონებაც დაიმსახურა. 🙂 ვინც მიცნობს, იცის რომ ძალიან პრეტენზიული ვარ ისეთ საკითხებში რაც მუსიკას, ვიდეორგოლებს და კინოს ეხება. ჰოდა რიბაკმა ელვის სისწრაფით მოახდინა ჩემს გონებაში შემოძრომა, თან ისე რომ აგერ უკვე ერთი თვეა ვერ მოვწყდი.

.

.

კიდევ შემოგთავაზებთ ერთ ვიდეოს, სადაც კვლავ საოცარი პეიზაჟებია მოცემული და თავს აღარ შეგაწყენთ. 😉 იმედია თქვენც დადექით კარგ განწყობაზე. 🙂

.

 .

სიყვარულით თქვენი ნინო. 😉

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

17 thoughts on “♬ ♪ ♫ აკვიატება ♬ ♪ ♫

  1. da maksim mrvica? :O :DD

    • რა მაქსიმი? 😀 ხომ იცი რომ უცვლელად და მყარად დგას თავის პირველ პოზიციაზე, რაღას მეკითხები? 😛 😀

  2. ჰმმ… მაქსიმს კონკურენტი გამოუჩნდა 🙂 დაანებე ორივეს თავი თორე დახოცავენ ერთმანეთს ხო ვიცი არაა… 🙂 😉

    • სანამ დახოცავენ მანდილს ჩავაგდებ ეგ არაფერი :))
      P.S. მაქსიმს კონკურენტი არ ყავს, ერთადერთი და განუმეორებელია 8) 😀

  3. მესმის შენი, მეც ვიცი ხოლმე ერთი რომელიმე სიმღერის ან მომღერლის აკვიატება… ააა რიბაკზე თავის დროზე ვაფრენდი… აიი ნუ ძააან მაგარი ხმა არ აქვს მაგრამ ადკვრა და ხმის ტემბრი და შესახედაობააა. უუუ. კანფეტკა :)))
    შენმა პოსტმა ჩემი საყვარელი მომღერლები და სიმრერები გამახსენა :))))))

    • კი ნამდვილად გეთანხმები, არც ვოკალური მონაცემებით გამოირჩევა, რომ გითხრა ვიზუალურადაც ძალიან მომწონსთქო, ტყუილი იქნება, მაგრამ ისეთი საყვარელი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს და თან ისეთი ლაღი და ხალისიანია, მარტივად ახერხებს სიმღერის განწყობაზე გადაყვანას, მოკლედ ჩემს პირად მუსიკალურ სამყაროში თვის მომღერლად დავასახელებ. 😀

      შემოგვთავაზე შენი აკვიატებული სიმღერებიც. ცუდი ნამდვილად არ იქნება 🙂

      • მადლობა კარგი აზრის მოწოდებისათვის :))))) ნამდვილად ავარჩევ ერთს და მაგაზე დავწერ :)))

  4. exla ukve mec amekviata es bichi niin,tavisi klipebita da simgerebit da mgoni shemiyvarda kideec:D (blush):D:D:D

    • რა ვუქენი ამ ხალხს მოკლედ :))))))) მარ ძალით არ მინდოდა, აჩნის დარაგაია 😀 ოღონდ შეყვარება არ გინდა 😀

  5. ერთი ე სმითხარით “ვრცლად” რომ აჭერ, მაგას საიდან აკეთებთ?:დ..მე ვერ ვაკეთებ 😦

  6. აკვიატებაოოოოო
    ეგ მგონი ჩემი მოგონილია ^^^
    კიდევ კარგი თუ რაიმე ღირეულს ავიკვიატებ,თორე ზოგჯერ შეიძლება ისეთი პრიმიტიული მელოდია ავიკვიატო,რომ სულ შემძულდეს მერე :
    ეს მომღერალი კი ძალიან მიყვარს,განსაკუთრებით კი მისი პირველი სიმღერა მიყვარს.კარგი მკოსასმენი მელოდია აქვს და პოლიფონია,რაცყველაზე მეტად მიყვარს.

    • ისე ჯერ არც ერთი აკვიატებული სიმღერა თუ მელოდია არ შემძულებია, ერთი კი მჭირს, იმდენჯერ მოვუსმენ ხოლმე ერთი და იგივეს რომ ბოლოს იმ ეტაპამდე მივდივარ, საერთოდ აღარ ვუსმენ და რამდენიმე შემსრულებელია, რომლებსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდები რომ მსგავსი არ დაემართოთ ჩემს ხელში 😀

  7. მშვენიერია.
    მეც ახლა მაქვს ამის აკვიატების პერიოდი, პოსტიც მშვენიერია, ერთო–ორი სიმღერა არ მქონდა მოსმენილი: ):*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s