ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

გზა მომავალი ჩემსკენ, ანუ რა ხდება ნინაკას ბლოგის კულისებში…

10 Comments

ამ ბოლო დროს რამდენიმე ბლოგერმა ფარდა ახადა ე.წ. საიდუმლო ოთახს, რომელსაც მე კულისებს ვეძახი და გამოამზეურა ის საინტერესო ამბები რაც შიგნით ხდება. გადმოფინეს ბლოგის სარკმელზე საძიებო სიტყვები და მზის შუქი დაანახეს რომ ჩირჩილის პეპლები არ დაჰხვეოდათ (მაინც გაზაფხულია და სანამ ნაფტალინს ვიყიდით მზის სხივმა დაუაროსო).

ჰოო და, მეც გადავწყვიტე ანალოგიური ქმედება განმეხორციელებინა და კულისებისთვის ფარდა ამეხადა. გეტყვით როგორ, რა გზებით და საშუალებებით ხვდებით ჩემს ბლოგზე. 😉

მაშ ასე:

ბლოგზე მოსახვედრად არსებობს რამდენიმე გზა:

1. თავად მისი აღმატებულება wordpress.com და WordPress Dashboard გახლავთ;

2. google.com (ge) ;

3. holmes.ge ;  ასევე

4. თქვენი საფოსტო ყუთი, თუ ბლოგის სიახლეები გაქვთ გამოწერილი;

5. Facebook.com თუ პერსონალური გვერდი გაქვთ და მასზე სისტემატურად აქვეყნებთ თქვენს ახალ-ახალ თემებს

და

6. მეგობარი ბლოგები.

ჩემი პირადი სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ასევე კულისებში მდებარეობს, ზემოთხსენებულთაგან ლიდერობს ბატონი  Facebook.com საიდანაც უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე 167 ადამინი იყო შემობრძანებული ჩემს ბლოგზე. შემდეგ მოდის მისი აღმატებულება wordpress.com 104 ვიზიტორით. შემდეგ holmes.ge 93 ვიზიტორით და  google.com (ge) ასევე 93 ვიზიტორით. დარჩენილი გზები კი სხვადასხვა საფოსტო ყუთებიდან და მეგობარი ბლოგერების საიტებიდან მომავალია.

იფორმაციის მაძიებელთა უმეტესობას გეზი სწორად აქვს აღებული და რასაც ეძებს იმასვე პოულობს, მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო სიქსტინის კაპელა, რომელიც Search Terms-ში თითქმის ყოველდღე მხვდება, ლეონარდო და ვინჩი და მონა ლიზა, ასევე ძალიან ხშირად ეძებენ სამოტივაციო წერილის და ე.წ. CV-ის შედგენისათვის საჭირო მონაცემებს, რომელიც ასევე მოიპოვება ჩემს ბლოგზე. ერთ ხანს საკმაოდ პოპულარული იყო ჩემი თემა თსუ-ს იურიდიულ კლინიკებთან დაკავშირებით, ეძებენ სხვადასხვა ფილმებსა და მსახიობებს, მხატვრებს, ლექსებს, მუსიკოსებს და ა.შ. მოკლედ ხვდებიან იქ სადაც საჭიროა.

მაგრამ…

რა დალევს საიტის განუყოფელ მარგალიტებს, რომლებიც ასე გვამხიარულებენ ხოლმე ხშირად. მაშ ასე, გაგანდობთ ჩემს მარგალიტებს:

“გაციება” – ხო მეც ვიყავი გაციებული, ეგ არაფერი გაგივლის მალე. 😉

“teusu” – ეჰ, რაღა დროს თეუსუა, ახალი მისამართი გვაქვს, თსუ მეორე კორპუსი და მაღლივი, სურვილისამებრ ამოირჩიე.

“მუხა” – არა მუხა არა, აქ მხოლოდ წიფელი შეგიძლიათ ნახოთ.

“მას ვერ იყიდი, ვერც თხოვნა მუდარით მოიპოვებ, ვერც ისესხებ ვერც მოიპარავ” – კიი ნამდვილად, ჩემი ბლოგი არ იყიდება, არც თხოვდება, ვერც მოიპარავ, მოიპარავ და ამისათვის საავტორო უფლებები არსებობს და ა.შ. და ა.შ ამის შესახებ ცალკე გაგესაუბრები თუ მოიწადინებ, სესხებით ბოდიში, ვერ გასესხებ მეც მხოლოდ ერთი მაქვს და მჭირდება… ისე შეგიძლია შემოხვიდე ნახო, წაიკითხო მოიწონო დამიკომენტარო და გახვიდე. ამის უფლება გაქვს. 😉

“ფსიქოლოგები” – მისამართი შეგეშალათ ვექილი ვარ ვექილიიი… ))

“ninnaka” – ბატონო!

“maksim mrvica” – ძლივს ვიღაც არმოჩნდა და იცის ამ ადამიანის არსებობის შესახებ, მობრძანდი, მობრძანდი, იქ მოხვდი სადაც საჭირო იყო, იმედია ნახე ის რისი ნახვაც გინდოდა. 🙂

“ninakas blogi” – შენ შემოგევლე, ჩემი ბლოგის სახელიც იცი? არ შეგშლია მისამართი.

“sapnis operebis msaxiobebi” – აპ აპ აპ, შეცდმაა!!! ჯანმრთელობის სამინისტრო გაფრთხილებთ: საპნის ოპერების ყურება მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მათი ყურება იწვევს ნაადრევ დაბერებას, დეპრესიას, ისტერიკას და რეალობის არაადეკვატურ აღქმას.

“სამეული” –  ჯერ ივლი პირდაპირ, მერე ხელმარცხნივ შეუხვევ, შეგხვდება ასიას “ბუტკა”, აქ გადაჭრი გაზონს პირდაპირ, გაუხვევ ხელმარცხნივ, ივლი სულ პირდაპირ, სანამ არ შეგხვდება დიიიდი ასწლოვანი მუხა, ზედ ღამურა იქნება ჩამოკონწიალებული კარგად დააკვირდი, თუ ღამურა არ იქნა, ისევ პირდაპირ სიარული გააგრძელე, მერე გაუხვევ ხელმარჯვნივ და იქ რომ იკითხავ მიგასწავლიან უკვე სად იყიდება სამეულები და სამზარეულოს მოწყობილობები.

 “donde estas elisa” – I don’t know dear, (არ ვიცი ესპანური, ბოდიში) თუ იპოვით მეც გამაგებინეთ.

 “ანტიდეპრესანტი” – გვირილის ნაყენი დალიე გიშველის.

“ჯაზის გავლენა ადამიანზე” – აშკარად ერთ-ერთ ბლოგერში აგერიე, გვერდით, მეზობლად იკითხე. 😉

“უცხო ენები აახლოებს ადამიანებს” – ხო, ამბობენ რამდენი ენაც იცი იმდენი თავი გაბიაო და ე.ი. ორთავნახევარი მაბია მე. 😀

 “mona” – ტრეფიკინგი ისჯება კანონით!

“შოთა ნიშნიანიძე ტრუსებში” – 😀 😀 😀 😀 ბატონმა შოთამ უარი თქვა თავისი ტრუსების აფიშირებაზე, საკმარისი თანხა არ შემომთავაზესო.

“ადამიანის საქციელი” – აბა შენ ეგ თქვი, საქციელი იყო ეგ? ნწ ნწ ნწ!

“ოლიმპიელი ღმერთები” – ხოო, ზევსი გასულია და ჰერას კიდე სტუმარი ყავს, ათენას ხომ არ დავუძახო? P.S. იმდენჯერ აღმოჩნდა ეს სიტყვები ჩემს საძიებო განყოფილებაში რომ ერთ პოსტს აუცილებლად მივუძღვნი მათ. მითუმეტეს რომ საოცრად მიყვარს ბერძნული მითოლოგია. მადლობა აზრის მოწოდებისთვის ვინც არ უნდა იყოთ მანდ! 🙂

“სად არის ელისა” – აჰ მიმხვდარან რომ ესპანურად ვერ ვსაუბრობ, არ ვიცი არა, თუ იპოვით მეც გამაგებინეთ საქმე მაქვს რაღაც.

“donde esta elisa” – No se!!!  ვააახ! (გუგლი დეიდა რომ არა…)

“donde esta elisa telemundo” – ეხლა ვიტირეეებ 😦

“ბლოგი თვითმკვლელობაზე” – აპ აპ აპ, რათ გინდა ეგეთი ბლოგი? გაიხედე ფანჯარაში რა კარგი ამინდია, რა დროს ეგაა… ჩემი ბრალია, არ უნდა დამეწერა ის პოსტი.

“გაციება როგორ მოქცევა” – როგორ მოქცევა და ჩაის დალევა, ლიმნით და თაფლით, ბევრი რძის დალევა და დალშე ექიმის გამოძახებაა… მერე იმან იცის…

“ნინო ფერიშვილი” –  ბატონოოო, ვინ ხარ ამისთანა გუგლში რომ მომძებნე 😀

“qalishvilebi” – მდა, რათ გინდა?

“ხარშვის კლება” – ხოო, დიდხანს არ უნდა ხარშო, რომ ადუღდება 10 წუთი იდუღოს და მერე გამორთე.

“სუფრა კოცონთან” – იფ იფ იფ , კაი მწვადს შეჭამდა კაცი და კარგ ლაშქრობაშიც წავიდოდა სვანეთში.

“nugeshi ” – დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.

“მასაჟისტი მინდა” – კაი ერთი, მოხარშული წაბლი არ გინდა? კეთილი ვარ, მიგასწავლი, ერთი გოგოა ია ქვია ისეთ მასაჟს აკეთეეებს….

“ცურვის სწავლა მინდა” – შენ ჩემნაირო, მეც მინდა…

“ეგოისტი ვარ” – შენ ეგოისტო შენა, შენ ცოლი გაგექცა! 😀

“გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი” – ლოტკინზეა, ვაგზლიდან 222 მარშრუტკა მიდის, ოღონდ დადიანის ქუჩის მხარეს ადი, იქ აქვთ ბოლო გაჩერება. 🙂

“გამოცანები” – უწყლოდ, უმიწოდ გაზრდილი, უფოთლოდ ტოტებგაშლილი. რა არის აბა? 😛

“ოქროს მალავდნენ მთელი ცხოვრება” – ხო და მერე რომ ამოთხარეს ქვა დახვდათ ხომ?

“ნახოთ” – რა ვნახოთ?

” დღის შოუს” არქივი” – დოდოშკას ვგავარ? (think)

“ქალები” – ქალებს რა დალევს შეკაცო ამ ქვეყანაზე.

“sapnis operebi” – სუიციდისკენ ნუ მიბიძგებთ, რა შეატყვეთ ჩემს ბლოგს მსგავსი? :s

“თქვენი სამზარეულო” – ჩემი სამზარეულო თეთრია. და თქვენი?

“მგლის პოეზია” – მდააა…. მგელმა მითხრა ახალი კრებული ჯერ არ გამომიცია და მერე პოეზიის საღამოს მოვაწყობ, ცხვრებს დავპატიჟებო და წახვალ?

“კაცის ფსიქოლოგია” – აბა მე რა ვიცი, ასე ამბობენ მექალთანეები არიანო და რა ვიცი აბა.

“გიყურებ” – მიყურე! 🙂

“donde esta elisa” – კე პასო ეხლა ჰა? კე პასო? 😀

“უგუნური და უვiცი ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებები” –  არ გირჩევ მაგათთან ურთიერთობას გაგაგიჟებენ, დამიჯერე.

“წამიერია მაგრამ ხსოვნაში სამუდამოდ რჩება” – აბა რააა, ჩემს ბლოგს ერთხელ რომ ნახავ მერე ვეღარ დაივიწყებ. (blush)

“გიორგი რუხაძე კარგი ლექტორია?” – მდაა, აბა მე რა გითხრა, მიდი და კითხე კარგი ხარ-თქო?

“ლექსი წვიმაზე” – წვიმს და ისევ ჩემს ფანჯრებზე, მესმის წვეთების ხმააა…  ა, თუ ეს სიმღერაა…

“ღორი მახინჯი” – გარეწარი, მხეცი, ველური!!! :))))))))))

“ნინაკას ბლოგი” – ხო სიხარულო ხო ღვთაებავ. 🙂

“რატომ გსურთ სამუშაოს დაწყება?” – მეხალისება და…

“papeis de parede de bebê” – გუგლი დეიდა დამეხმარა თურმე ბავშვის სურათებს ეძებდნენ… :)) ბოდიში, სხვაგან მოხვდი. 🙂

“მარადისობა” – ეგ მხოლოდ სიყვარულია. 😉

“ყველაფერი” – კი ყველაფერს ნახავ აქ.

“ნინაკას შოუ” – ხალხი მოითხოვს ჩემს გადაცემას ტელევიზიაში… გამიშვით ჩემი შოუ უნდა გავაკეთო! :)))))))

“საპნის ოპერა რეიტინგი” – გამიღეთ ფანჯარა უნდა თავი მოვიკლა… 😦

“ოპერის აჩრდილის ფინალი” – ის გოგო მერე იმ ბიჭთან რჩება და აჩრდილი მარტო რჩება.

“რა არის აღწერილი ფიგაროს ქორწინებაში” – ამას აუცილებლად დავწერ, პირობას ვდებ საჯაროდ, გეგმაში არსებობს და მიიღებ მთხოვნელო. 😉

“უფასოა, მაგრამ ძვირი ღირს” – თუ უფასოა ძვირი როგორღა ღირს? ააა, უფასო ღირს ძვირი?

“იურიდიული თარიღები” – ბატონო? რომ გაიგებ რა არის მერე მეც გამაგებინე.

“ჯონი დეპი ჩუსტებში” – ისეთი საყვარელი ფაჩუჩები აცვიააააააა… მაგრამ მარტო ჩემთან ერთად დადის მაგ ჩუსტებით, ექსკლუზიურად, აი ასე! 😛 😀

“გვადალუპეს სურათები” – ხუანს აქვს, ხოსეს წაართვა.

“სად არის ელისა” – სად არის და ….. კორექტულიბის გამო აღარ ვიტყვი…. 😛 (blush)

“ტიტველი ქალის და კაცის სურატები” –   (blush) (blush) (blush) გუგლი დეიდა მე რა შუაში ვარ? :s

“მაკსიმ მრვიცა საქართველოში” – მეც ეგ არ მინდა?! :)))

“რა გვარის იყო გალაკტიონის ბებია” – ხალხო გალაკტიონის ბებია რა გვარის იყო? 6-ჯერ დასერჩეს და მეც გამაგებინეთ რააააააა…. pls.

“პირველი მამაკაცის გენები ნუ ფსიქოლოგია” – ოხ ოხ გენი შვრება ყველაფერს რააა…. ოხ ეს კაცები! :)))))

“რასგვეუბნება ქალის ტუჩები” – რას და shut up and read this blog!-ო .

“ქალი და სიგარეტი” – ნწ ნწ ნწ! :))))))))

“მისი მსხვერპლი!” – მისი მსხვერპლი არ ვიცი მაგრამ, მე ნამდვილად გავხდი იმ ადამიანის მსხვერპლი ვინც ელიზას ჩემს ბლოგზე ეძებდა!  )))

ველი ახალ მარგალიტებს! 😛 😀

თქვენთან როგორ ხვდებიან?

სიყვარულით ნინაკას ბლოგი! 🙂


Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

10 thoughts on “გზა მომავალი ჩემსკენ, ანუ რა ხდება ნინაკას ბლოგის კულისებში…

  1. რამდენი ვიცინე,შენ გაიხარე

    “მასაჟისტი მინდა” –გოგო,მასაჟისტ ხატიას ეძებდნენ–სენთან ვერ ნახეს და მერე ჩემთან ეძებდნენ ^^^

    ნეტა იმ ელისას თუ მიაგნეს?

    • ხო ქეთუსი მე ხატიას არ ვიცნობ იას ვიცნობთქო რომ ვუთხარი მერე შენსკენ წამოვიდა ეტყობა :))))

      რა ვიცი მე კი გადამდგეს ჩემი ბლოგიდან სადაა ელიზაო :))

  2. ვკითხუობდი ვიღიმოდი, მერე უკვე ვიკრიჭებოდი.. მაგრამ აი ამ პუნქტზე: ““საპნის ოპერა რეიტინგი” – გამიღეთ ფანჯარა უნდა თავი მოვიკლა… ” >>>>>> ლამის გადავვარდი სკამიდან.. ხმამაღლა გავიცინე და თანამშრომელმა ცუდად შემომხედა.. აუ არმდენი ვიხალისე.. საღოლ :)) მაგარი პსოტი ყიო.. ზი ბესტ :)))))))))

  3. რა მაგარი პოსტიაა…… მაგრად გავხალისდი….. აი გასნსაკუთრებით მასაჟისტ იას რომ შეეხე ეგ მომეწონა რატომღაც:D:D:P:P

  4. ნინიიიი რამდენი ვიცინეეე :)))) მაგრად წერ!!! დამიჯერე, ჟურნალისტი გეუბნება :)) პ.ს. ყოფილი 😛

  5. გამოუშვი ელისა სარდაფიდან? :)) მრვიცა ამბობს, თუ გამოუშვებ, ჩამოვალო:)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s