ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ (ნაწილი III)

10 Comments

ვაგრძელებ სერიას “ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ” და პირველი და მეორე ათეულის შემდეგ, წარმოგიდგენთ მესამეს:

1.  “The Kings Speech” – გადაღებულია 2010 წელს. რეჟისორი ტომ ჰუპერი. მთავარ როლებში კოლინ ფერტი, ჰელენა ბონემ კარტერი და ჯეფრი რაში.

ფილმმა 2011 წელს, ოსკარის 83-ე დაჯილდოვებაზე ყველაზე მეტი, 12 ნომინაცია დაიმსახურა და დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სურათი, რეჟისორი, მსახიობი მამაკაცი და ორიგინალური სცენარი. ფილმი მოგვითხრობს ჰერცოგის ისტორიას, რომელიც შემდგომში ბრიტანეთის მეფის თანამდებობას იკავებს. მას ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და ნერვიულობისგან ენა ებმის. ის დახმარებისათვის ლოგოპედს მიმართავს. მისი დახმარებით კი შეძლებს გაამხნევოს ბრიტანეთის მოსახლეობა ომის წინ. ფილმში კარგადაა გადმოცემული მეფის მონდომება დაამარცხოს საკუთარი შიში, არაჩვეულებრივია  ჰელენა ბონემ კარტერი, რომელმაც დედოფლის როლი მოირგო და მაქსიმალურად უდგას მეუღლეს მხარში, მასთან ერთად ნერვიულობს და მასთან ერთად ცდილობს პრობლემების გადაჭრას, ჯეფრი რაში კი მშვენივრად ასახიერებს ლოგოპედის როლს, რომელიც შემდგომში მეფის საუკეთესო მეგობარი ხდება. თუ ნანახი არ გაქვთ გირჩევთ უყუროთ, დამიჯერეთ დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

 .

2.  “The Old Man and the Sea” – მე 1990 წლის ვერსიას შემოგთავაზებთ, ენტონი ქუინის მონაწილეობით, თუმცა არსებობს ასევე 1958 წელს გადაღებული ვერსიაც, სადაც მოხუცის როლს სპენსერ ტრეისი ასრულებს. თქვენი ნებაა რომელს უყურებთ, თუ გნებავთ ორივე ვერსია ნახეთ, ორივე არაჩვეულებრივია. მოკლედ ორივე ვერსია ეფუძნება ერნესტ ჰემინგუეის ამავე სახელწოდების ნაწარმოებს. 1990 წელს გადაღებული ვერსიის რეჟისორი გახლავთ ჯუდ ტეილორი, ხოლო 1958 წლის ვერსიის ავტორი ჯონ სტურგესია.

ენტონი ქუინი მოხუცი სანტიაგოს როლში (1990 წელი)

სპენსერ ტრეისი მოხუცი სანტიაგოს როლში (1958 წელი)

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

3. Schindlers List – გადაღებულია 1993 წელს, რეჟისორი სტივენ სპილბერიგი. მთავარ როლებში ლაიამ ბისონი, ბენ კინგსლი და რალფ ფაინსი.

ფილმი მოგვითხრობს ოსკარ შინდლერის ისტორიას, რომელიც ნაცისტური პარტიის წევრი იყო. მან მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით ასი ათასი ებრაელი გადაარჩინა სიკვდილს. ფილმი ემოციებით დატვირთულია და თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ კინოკლასიკა! საუბარს ჯობს თავად უყუროთ თუ ნანახი არ გაქვთ და დასკვნებისა და ემოციების აქ დაწერა არ დაგავწყდეთ. 😉

.

 არ შემიძლია აქვე არ შემოგთავაზოთ ჯონ უილიამსის უნიკალური და ულამაზესი კომპოზიცია, რომელიც თან სდევს ამ ფილმს. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ  ამ მელოდიით შეძლებთ აღიქვათ სილამაზე მთელი თავისი სისავსით და ემოციით.

.

4.  “Rosemarys Baby – გადაღებულია 1968 წელს. რეჟისორი რომან პოლანსკი. მთავარ როლებში მია ფეროუ, ჯონ კასავეტისი და რუტ გორდონი.

პირველ რიგში გეტყვით, რომ სუსტი ნერვებისა და გულის მქონე ადამიანებს არ გირჩევთ ამ ფილმის ყურებას. ფილმს შეიძლება ვუწოდოთ როგორც მისტიური ასევე ფსიქოლოგიურიც, ზოგმა საშინელებათა ჟანრსაც შეიძლება მიაკუთვნოს. მოკლედ, თუ თქვენ თავში დარწმუნებული არ ხართ არ უყუროთ.

ფილმი გადაღებულია აირა ლევინას რომანის მიხედვით. მასში მოთხრობილია ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომლის ქმარმაც სული სატანას მიჰყიდა.  მათ ეყოლებათ შვილი, რომელიც ფაქტიურად სატანის ნაშიერია. ფილმში ყველაფერზე მაღლა დგას დედობრივი სიყვარული, რომელმაც სძლია ყველაფერს და შეძლო საკუთარი შვილის შეყვარება ისეთის, როგორიც ის იშვა… საოცარია ასევე ის ნანა, რომლითაც ქალი ბავშვს აძინებს ფილმის დასასრულს, ზუსტად ერწყმის მას.

 .

.

5.  “The piano – გადაღებულია 1993 წელს. რეჟისორი ჯეინ კემპიონი. მთავარ როლებში ჰოლი ჰანტერი, ჰარვეი კეიტლი და სემ ნილი.

ფილმში მოქმედება ხდება 19-ე საუკუნეში. მთავარი მოქმედი პერსონაჟი, ქალბატონი გახლავთ მუნჯი ანა, რომელსაც საოცრად უყვარს თავისი ფორტეიანო. ჰყავს ქალიშვილი, რომელთან ერთადაც უწევს მშობლიური ქალაქის დატოვება და მიემგზავრება ახალ ზელანდიაში, სადაც უნდა შეხვდეს თავის მომავალ მეუღლეს. თან მიაქვს რა თქმა უნდა საყვარელი ინსტრუმენტიც. თუმცა მეუღლე უარს ამბობს მის სახლში წაღებაზე და იძულებულები ხდებიან ფორტეპიანო სანაპიროზე დატოვონ. ქალბატონი თითქმის ყოველდღე მიდის ინსტრუმენტის სანახავად და უკრავს. გასაოგნებელია ქალის დამოკიდებულება და სიყვარული მის მიმართ. ფილმში ასევე ვითარდება რომანტიული ისტორიაც. მოკლედ თუ მთელს ფილმს მე მოვყვები მერე საყურებელი აღარ დაგრჩებათ. 😀 აუცილებლად ნახეთ თუ ნანახი არ გაქვთ, ძალიან მოგეწონებათ.

 .

.

6. Hachiko. A Dogs Story – გადაღებულია 2009 წელს. რეჟისორი ლასე ჰალსტრემი. მთავარ როლში რიჩარდ გირი.

ფილმი ეფუძნება ნამდვილ ამბავს. მასში აღწერილია ძაღლის საოცარი ერთგულება პატრონისადმი. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ არცერთ ფილმზე არ მიტირია იმდენი რამდენიც ამაზე ვიტირე. ფაქტიურად მთელი ფილმის მსვლელობისას ვერ გავჩერდი იმდენად დავიტვირთე ემოციებით. შეიძლება ეს ძაღლების მიმართ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების ბრალია, არ ვიცი, თუმცა ფილმი რეალურად გულის ამაჩუყებელია. თქვენც უყურეთ, მარტო მე ხომ არ უნდა ვიტირო?! 😛 😀

.

7. The Terminal – გადაღებულია 2004 წელს. რეჟისორი სტივენ სპილბერგი. მთავარ როლში ტომ ჰენქსი.

ფილმი გახლავთ ევროპელ ემიგრანტზე, რომელიც ნიუ-იორკში ჩადის მამის ანდერძის აღსასრულებლად. თუმცა მის სამშობლოში სამოქალაქო დაპირიპირება იწყება და ის ვეღარ ახერხებს აეროპორტიდან გასვლას, ვერც სამშობლოში დაბრუნებას. სანამ პოლიტიკური ვითარება არ ჩაცხრება მას უწევს  აეროპორტში ღამის თევა. ძალიან საინტერესოა როგორ იქცევს თავს ნიუ-იორკის აეროპორტში გამომწყვდეული ევროპელი ემიგრანტი, რომელმაც ინგლისურიც არ იცის.

.

8. The Green Mile – გადაღებულია 1999 წელს. რეჟისორი ფრენკ დერაბონტი. მთავარ როლებში ტომ ჰენკსი, მაიკლ კლარკ დუნკანი, დევიდ მორსი და ჯეიმს ქრომუელი.

მოქმედება ხდება სიკვდილმისჯილთა კოლონიაში, რომლის მცველადაც მუშაობს ტომ ჰენკსის გმირი. მართალია მის ხელში ბევრ სიკვდილ მისჯილს გაუვლია, მაგრამ ბავშვების მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც სიბნელის ეშინია მთლიანად ცვლის მის ცხოვრებას. მისი დამსახურებით სულ სხვანაირი თვალით შეხედავს ცხოვრებას და გარკვეულ სტერეოტიპებსაც გადააფასებს. თუ ნანახი არ გაქვთ, გირჩევთ უყუროთ.

.”

9. The Thomas Crown Affair – გადაღებულია 1999 წელს. რეჟისორი ჯონ მაკტირნანი. მთავარ როლში პირს ბროსნანი.

ფილმი ერთ მილიონერზეა, რომელსაც საოცრად ხიბლავს ექსტრემალური შეგრძნებები და ამისათვის საკუთარი იახტის აფეთქებასაც კი არ ერიდება. მან ამჯერად თვალი მონეს ნახატს დაადგა და მოიპარავს კიდეც. პირს ბროსნანი აგენტი 007-ის როლიდან მოხერხებულ მძარცველად იქცა, რომელმაც ბრწყინვალედ გააცურა სამართალდამცავი ორგანოები და ბონდის სტილი კვლავაც შეინაჩუნა (ვაფასებ ასეთ ქურდებს :)). არსებობს ასევე 1968 წელს გადაღებული ვერსიაც, სადაც მთავარ როლს სტივ მაკქუინი თამაშობს. მე პირს ბროსნანი მირჩევნია ამ როლში და თქვენი არ ვიცი. 🙂

 .

ბონდის სტილში. 🙂

.

.

10. The Proposal – გადაღებულია 2009 წელს. რეჟისორი ენ ფლეტჩერი. მთავარ როლებში სანდრა ბალოკი და რაიან რეინოლდსი.

ემოციურად იმდენად დატვირთული ფილმები შევიყვანე ამ ათეულში, რომ ვიფიქრე განმუხტვა არავის აწყენსთქო, ჰოო და გადავწყვიტე თქვენთვის ისეთი რომანტიული კომედია შემომეთავაზებინა, როგორიც “წინადადება” გახლავთ. ბევრს იხალისებთ, ბევრს იცინებთ და კარგ განწყობაზეც დადგებით. 😉

.

ამ ეტაპისთვის სულ ეს იყო. სამომავლოდ ელოდეთ შემდეგ ათეულს. 😉

ნაყოფიერ კინოსეანსს გისურვებთ. სიყვარულით თქვენი ნინო. 🙂

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

10 thoughts on “ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ (ნაწილი III)

  1. ”Rosemarys Baby” saidan gagaxsenda? mag films ghrma bavshvobashi vuyure mgoni fsiqoshi gvaxariastan 😀
    “Hachiko. A Dogs Story” ar maq nanaxi, radgan aq moxvda e.i. kargia da vuyureb aucileblad.
    da “The Proposal” aq ar unda momxvdariyo, magram radgan gantvitvaze midga saqme, mashin let’s see sandra balokis gamo 😀

    • – როზმარის ბავშვს მეც ფსიქოში ვუყურე პირველად, სხვათა შორის მეც იმ ღრმა ბავშვობაში რასაც შენ იხსენებ დიტო 🙂 აი მაშინ მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება და ამას წინათ გავიხსენე, დავჯექი და ხელახლა ვუყურე, ცოტა მძიმე საყურებელია, მაგრამ კარგია.
      – ჰაჩიკოს უნახაობა კი დანაშაულია, ისეთი ლამაზი და საყვარელი ძაღლია იმ წამსვე შეგიყვარდება.
      – აი წინადადებას რაც შეეხება, ცოტა ხომ უნდა განმემუხტა სიტუაცია, ძალიან ჩამიმძიმდა პოსტი და ჯერ ტომი კროუნით დავიწყე (ვირტუოზი ქურდია და მიყვარს ეს გმირი მე :))და მერე წინადადებით დავამთავრე. სხვათა შორის შენ სანდრა ბალოკის გულისთვის უყურებ მაგ ფილმს და შენი სიცილის ხმას აქ გავიგონებ გული მიგრძნობს 😛 😀

  2. გაიხარეეე!!!! მომეცა ერთი კვირის მარაგი! :******

  3. ძალიან საინტერესო კრებულია.. ერთი მეც უნდა ვუყურო ამ ყველა ფილმს… თითქმის ყველა, 2–ის გარდა, ნანახი მაქვს, მაგრამ კარგია გავიხსენო ყველა დანარჩენიც :))) გაიხარე

  4. 2,5,6,9,10.. ❤
    რა სიმშვენიერეა..
    დანარჩენებს აუცილებლად ვუყურებ.. ))

  5. araChveulebrivi filmebia 😉 gansakutrebiT movixible Ninas – sinnermanittt!!!

  6. ar mitiria arc ert filmze sxvas davcinodi amaze, aqamde ar mqonda nanaxi filmi HACHIKO, ulamazesi filmia

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s