ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ვაჭრობა ნიჭით…

6 Comments

არ მიყვარს ტელე-შოუების განხილვა, ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, შეფასებისას ყველა სუბიექტურია და ხასიათიც ინდივიდუალური აქვს ამ ყველაფერს, გემოვნებაზე როგორც წესი არ უნდა იდაო, ამიტომაც მირჩევნია ხოლმე ჩემი აზრი ჩემთვის დავიტოვო. მაგრამ როდესაც სცენაზე Acro Style-ის მსგავსი მაინც ვინმე გამოდის, წამსვე ვაშთობ გონებიდან პირველად მოყვანილ აზრს. აღფრთოვანებული ვარ… სიტყვები არ მყოფნის, დამუნჯებული ვუყურებდი ეკრანს და მსიამოვნებდა, რომ საქართველოში არსებობენ ასეთი ადამიანები. ეს ის შემთხვევაა როდესაც ვფიქრობ რომ ბევრ ლაპარაკს სჯობს თავად ნახოთ ყველაფერი.

ამის შემდეგ რთულია წარმოიდგინო რომ ისინი ვინმეს არ მოეწონა და მათი შრომა ვინმემ არ დააფასა, მაგრამ თურმე არსებობენ ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო დაბალი დონის ნომერს ანიჭებენ უპირატესობას. ვისზე მაქვს საუბარი? ნატალი ვეფხვაძეზე, დიახ, სწორედ მასზე, ადამიანზე რომელმაც 9 აპრილის ტრაგედიით ივაჭრა!  ეს ადამიანი უნიჭო ნამდვილად არ არის, თუმცა არ ქონია მას საკმარისი მონაცემები იმისთვის რომ ფინალში გასულიყო. დედა-შვილმა კარგი პიარი გაიკეთეს, კარგად გამოიყენეს ქართველი ხალხის ტრაგედია, სუსტი წერტილი და აქილევსის ქუსლი. კარგად გათვალეს რომ ქართველი ემოციებით წყვეტს ყველაფერს, ცრემლნარევი ისტორიები ხიბლავს და საწადელსაც მიაღწიეს. 9 აპრილი, ეს ის თემა არ არის, რომლითაც ვაჭრობა დასაშვებია… ეს იყო უდიდესი ტრაგედია ქართველი ერისთვის და ადამიანმა ეს პირადი წარმატებისთვის არ უნდა გამოიყენოს.

 .

.

გული მწყდება, ეს დედაშვილი ნამდვილად არ უნდა იდგნენ ქუჩაში და მეტროსადგურებში არ უნდა მღეროდნენ, იმასაც გეტყვით რომ მის პირველ ნამღერზე მეც გული ამიჩუყდა და ცრემლებიც წამომივიდა, მაგრამ ამ ჩემს ემოციებში ყველაზე დიდი როლი 9 აპრილის ფაქტორმა ითამაშა და არა ნატალის უკიდეგანო ნიჭმა. აქედან გამომდინარე, დიდ შეცდომად ვთვლი მის ფინალში გადაყვანას და ისეთი ადამიანის ფინალს გარეთ დარჩენას როგორიც ბახვა წერედიანია. მაიკლ ჯექსონის ნომერი იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო რომ ეს ვინმეს უნდა დაეფასებინა. ამასწინათ გვიან მომიწია რუსთაველზე ფეხით ჩამოსვლამ და თვალი შევავლე თოჯინით ხელში, არაჩვეულებრივი მელოდიის თანხლებით წარმოგვიდგენდა მევიოლინე თოჯინას… მიუხედავად ნახევარფინალის შედეგისა, იმედია არ დაკარგავენ და ხშირად გვექნება მომავალში მისი ხილვის საშუალება.

წარმატებები Acro Style-ს ფინალში! 🙂

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

6 thoughts on “ვაჭრობა ნიჭით…

  1. პოსტი, რომლის ყველა წინადადება ჩემია.
    აი, როგორ უნდა ვთქვა. დიდი სიამოვნებით გადავაკოპირებდი და ჩემთან ბლოგში ჩავსვამდი ამ პოსტს, მაგრამ საავტორო უფლებები.. : ს
    ნატალი ვეფხვაძეს რაც შეეხება, ასე ფრთხილად, სწორად და ლოგიკურად ჯერ არავის ულაპარაკია მასზე. აი, კითხვა რომ დავამთავრე პირველი სიტყვა რაც ამოტივტივდა – ფაქიზი იყო.

  2. ნინო,მე კი მგონია რომ ნატალია ვეფხვაძით ივაჭრეს პროდიუსერებმა 🙂 მასე ადვილადაც არაა საქმე როგორც გარედან ჩანს. მაყურებელი ყველა ვარიანტში პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ პროვოკაცია შემსრულებლიდან არა მგონია მოდიოდეს. იმაში კი გეთანხმები, რომ მინიმუმ სამი მონაწილე მაინც იმსახურებდა მასზე მეტად ფინალში გასვლას.

    • კატი, შიდა სამზარეულო ყოველთვის რთული გასაგებია, კაცმა არ იცის იქ ვინ რას აკეთებს და როგორ აფათურებს ხელს. თუნდაც ეს პროდიუსერთა მხრიდან ყოფილიყო წამოსული, მაინც იგივეს გავიმეორებ, 9 აპრილით არ უნდა ევაჭრათ!

  3. არ შემიძლია არ დაგეთანხმო..
    აი ზუსტად მასე ვფიქრობ.. სულერთია ნატალიმ გამოიყენა ეს ტრაგედია თუ პროდიუსერებმა. მთავარია რომ მასაზე ითამაშეს. მე პირადად უკმაყოფილო ვარ პირველი ნახევარფინალით.. აკროსტაილს წარმატებები. უდავოდ მაგრები არიან.

    • მადლობა ჭიამაია, მეც უკმაყოფილო ვარ, თუმცა ნებისმიერ ვარიანტში აკროსტაილი ფინალშია და მე მათ ვგულშემატკივრობ, იმედია ხალხი კეთილგონიერებას გამოიჩენს და ღირსეულს აირჩევს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s