ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

სიცოცხლე ღირს მეგობრის გარეშე?

10 Comments

ა რ ა !

აბა წარმოიდგინეთ გქონდეთ მხოლოდ მარჯვენა ხელი, ან თუნდაც მარცხენა, რა მნიშვნელობა აქვს… რთულია ხომ?

აბა წარმოიდგინეთ იგივე ფეხებთან დაკავშირებით… ხომ საშინელებაა?

წესიერად ვერც დადიხარ, ვერც საქმეს აკეთებ… ფაქტიურად ნახევარი ადამიანი ხარ…

შენი მეგობრები შენი სიმდიდრეა, შენი მარგალიტი, ოქრო და ბრილიანტი…

როცა რაღაც სიგიჟემდე გიხარია ვისთან გარბიხარ და ვის უზიარებ შენს სიხარულს?

როცა რაღაც გაწუხებს და ვერავის ეუბნები, ვისთან მიდიხარ და ვინ გისმენს მთელი გულისყურით, ისე რომ არ გაწყვეტინებს?

როცა შეცდომას უშვებ და ხრამთან დგახარ გაუთვითცნობიერებლად, ვინ მოდის და ვინ გიწვდის დახმარების ხელს?

ვინაა რომ ხელს ჩაგკიდებს თვალებში ჩაგხედავს და შენს გულისთქმას უსიტყვოდ გაიგებს?

მეგობარი, ესა ადამიანი რომელთანაც გაქვს საერთო სული, არაა აუცილებელი ერთნაირად იცვამდეთ, ერთნაირ სუნამოებს ხმარობდეთ… მთავარია ერთმანეთის გესმოდეთ და მხარში ედგეთ.

მეგობარი, ესაა ადამიანი რომელმაც კარგად იცის შენი ავიცა და კარგიც და უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ და არა ისეთი როგორიც მას სურს რომ იყო…

შეიძლება საათობით ისხდეთ ერთად უჩუმრად, ხმის ამოუღებლად და სახლში დაბრუნებულმა იფიქრო რომ ასე ნაყოფიერად არავისთან გისაუბრია…

მეგობარი შენი სულია, შენი განუყოფელი ნაწილი… ხშირად კი დედმამიშვილზე ახლობელიც…

ამ ბოლო დროს ჩემს საძიებო განყოფილებაში ძალიან ხშირად ჩანს შემდეგი სიტყვები: “სიცოცხლე ღირს მეგობრის გარეშე?” გიპასუხებ მაძიებელო:  -მეგობრის გარეშე სიცოცხლე, იგივეა სიცოცხლე ცალი ფეხით და ცალი ხელით… დანარჩენი კი შენ გადაწყვიტე…

“მეგობრობა უსარგებლოა მსგავსად ფილოსოფიის, მსგავსად ხელოვნების… მეგობრობა ვერ გადაგარჩენს, იგი უფრო ერთ-ერთია იმ სიკეთეთაგან რომელიც გადარჩენას აზრს ანიჭებს”…

მე თქვენ მიყვარხართ ჩემო მეგობრებო!  ♥ 

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

10 thoughts on “სიცოცხლე ღირს მეგობრის გარეშე?

    • მადლობა. 🙂 გადმოვძვერი შენს ლინკზე და ისე ძალიან მომეწონა რამდენჯერმე წავიკითხე და კიდევ გამიჩნდა სურვილი წავიკითხო. დიდი აზრი დევს. ყოჩაღ! 🙂

  1. chvenc gviyvarxar nuc :-* 🙂

  2. ვაიმე ახლა აღმოვაჩინე ეს პოსტი :))) მეც ზუსტად ამ დღეებში დავწერე პოსტი მეგობრობაზე და ზუსტად ეს სურათიც მაქვს გამოყენებული :)))))))))))

  3. agvprtovandiii :))) ra tbili da cheshmaritebit agsavse postia niin:))) da dzalian bednieri var, rom me myavs gverdit arachveulebrivi adamiani da dedmamishvilebisgan araprit gansxvavebuli megobari sheni saxit<3<3<3<3<3<3:****************8

  4. შენი მეგობრები შენი სიმდიდრეა, შენი მარგალიტი, ოქრო და ბრილიანტი.…
    როცა რაღაც სიგიჟემდე გიხარია, ვისთან გარბიხარ და ვის უზიარებ შენს სიხარულს?
    როცა რაღაც გაწუხებს და ვერავის ეუბნები, ვისთან მიდიხარ და ვინ გისმენს მთელი გულისყურით, ისე რომ არ გაწყვეტინებს? რათქმაუნდა მეგობარი:*:*

  5. გამოხმაურება: მეგობარი | ნინაკას ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s