ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

კატის მკვლელს ეგვიპტეში სიკვდილით სჯიდნენ

12 Comments

რამდენ ადამიანს გყავთ სახლში კატა? ვისაც გყავთ ხომ გიყვართ? დილით რომ დგებით პირველ რიგში მას უდგამთ საჭმელს და შემდეგ თქვენს თავს უვლით ხომ? მაშ თქვენ არც უნდა გესწავლებოდეთ, რომ მათ ლაპარაკი არ იციან, მაგრამ საკუთარ გრძნობებსა და სურვილებს შესანიშნავად აგებინებენ ადამიანს. ძველი ეგვიპტელები კატას მიუ-ს (მაუ-ს) ეძახდნენ. მას ოდითგანვე მაგიურ ცხოველად მიიჩნევდნენ. ეგვიპტელებს კი ყველაზე მეტად უყვარდათ და ეთაყვანებოდნენ, მათ ქანდაკებებსაც კი დგამდნენ, ხოლო სიკვდილის შემდეგ მუმიფიცირებას უკეთებდნენ. აქ ერთ დროს თურმე მათი ქალაქიც არსებობდა, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ დავკონკრეტდები.

ძველი ეგვიპტური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ადამიანი და კატა, სულ მცირე 5 500 წელია მეგობრობენ. ძველი წელთაღრიცხვით 6000 წლით თარიღდება კუნძულ კვიპროსზე აღმოჩენილი კატის, ადამიანისა და თაგვის ძვლები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კვიპროსზე კატა ეგვიპტეზე ადრე მოიშინაურეს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო პირველი, მთავარი ისაა რომ ადამიანისა და ამ არსების მეგობრობამ ათასწლეულებს გაუძლო.

კატა ეგვიპტელთათვის განსაკუთრებული ცხოველი იყო. იგი მათ შვილებს განსაცდელისგან იცავდა, ხოლო ნათესებს – თაგვებისაგან.

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ეგვიპტელების მოშინაურებული კატები აფრიკული ველური კატების შთამომავლები იყვნენ, ზოგიერთის აზრით კი 4000 წლის წინ ისინიეგვიპტეში სპარსეთიდან ჩაიყვანეს.

ფარაონების დროს მას კანონი იცავდა. (!) მისი დაშავება, მითუმეტეს მოკვლა მძიმე დანაშაულად ითვლებოდა. არ ქონდა მნიშვნელობა ნებით მოკლავდი მას თუ უნებლიედ, მის მკვლელს სიკვდილით სჯიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მათ ექსპლუატაციას კრძალავდა, მათ მაინც იპარავდნენ და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ყიდდნენ. დატყვევებული კატების გამოსახსნელად კი ეგვიპტელები ხშირად ჯარებს აგზავნიდნენ. სპარსელებსაც სწორედ მათ გამო შეებრძოლნენ. ეგვიპტე-სპარსეთის ომის დროს სპარსელებმა ჯარისკაცებს უბრძანეს, რაც შეიძლება მეტი კატა დაეჭირათ და სამშობლოში წაეყვანათ. როცა ბრძოლა შეწყდა, ეგვიპტელებმა აღმოაჩინეს რომ ქალაქში კატები აღარ იყვნენ, სალაშქროდ დაიძრნენ და სპარსთა ქალაქს ალყა შემოარტყეს, თუმცა ბრძოლა არ დაუწყიათ. მიზეზი? კატების დაშავებას მოერიდნენ. ჰოდა სასტიკადაც დამარცხდნენ. ჰეროდოტე მოგვითხრობს: თურმე, როდესაც ქალაქში ხანძარი გამჩნდარა, ხალხი კატების ხსნაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე ხანძრის ჩაქრობაზე.

ეგვიპტელები კატების ქანდაკებებს აკეთებდნენ, რომლებიც ვერცხლის ან ოქროს საყურეებით იყვნენ შემკობილნი. სიკვდილის შემდეგ მათ მუმიფიცირებას უკეთებდნენ, სამარხებში ვირთაგვას უდებდნენ და რძით სავსე ჭურჭელს უდგამდნენ. მუმიფიცირება ხდებოდა ექვს საფეხურად, უკანასკნელ ეტაპზე სახეს შავი მელნით უხატავდნენ. როდესაც ოჯახში კატა ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდა, მთელი ოჯახი მას გლოვობდა და ამის ნიშნად წარბებსაც კი იპარსავდნენ. თუმცა ეგვიპტეში არსებობდა ადამიანების ისეთი კატეგორიაც, რომელიც კატას წმინდა ცხოველად არ მიიჩნევდა.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ დაახლოებით 55-მდე კატის მუმიას კისერი გადამტვრეული ქონდა. გაჩნდა ვარაუდი იმისა, რომ ტაძრებში ქურუმები გარკვეული სახის რიტუალებს ატარებდნენ და მათ კატა-ღვთაება ბასტეტს (ბუბასტა, ბუბასტიდა, Bubastis) სწირავდნენ. ეს გახლდათ ეგვიპტელთა ყველაზე ცნობილი ღვთაება, რომელსაც ახალგაზრდა ქალის ტანითა და კატის თავით გამოხატავდნენ. ძველ ეგვიპტურ მითოსში ის ოსირისისა (მკვდართა მსაჯული) და ისიდას (ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი) ასული გახლდათ. მას მთვარის ქალღმერთად მიიჩნევდნენ და აიგივებდნენ ბერძენთა არტემიდასთან (რომაელთა დიანა), რომელიც ასევე მთვარის ღვთაება, ნაყოფიერებისა და ნადირობის ქალღმერთი გახლდათ. ბასტეტს მიუს დედოფალს ეძახდნენ, ის ხალხს შიმშილის, მოჩვენებებისა და ავი სულებისგან იცავდა. ეგვიპტელებს მის სახელზე ტაძარიც ჰქონდათ აშენებული, რომელსაც მისივე სახელი, ბუბასტისი დაარქვეს. ქალაქი ნილოსის დელტის ერთ-ერთ კუთხეზე იყო გაშენებული, სადაც აღმოაჩინეს კატების სამარხი, 300 000-მდე კატის მუმიითურთ. ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს ბასტეტის სამდღიანი დღესასწაული იმართებოდა და მილიონამდე კაცი და ქალი მიდიოდა სადღესასწაულოდ და მსხვერპლის შესაწირად. ტაძარში ცეცხლს ანთებდნენ, რომელსაც ერთმანეთს გადასცემდნენ და მთელს ქალაქში მაშხალებით საზეიმო სვლას აწყობდნენ. ეს ქალაქი 350 წელს სპარსელებმა დაანგრიეს.

ამბობენ რომ მუსულმანებიც დადებითად არიან კატების მიმართ განწყობილნი. ერთხელ თურმე მოციქულ მუჰამედს თავის ტანსაცმელში დაძინებული კატა უნახავს, ცხოველი არ გაუღვიძებია, ტანსაცმლის ის ნაჭერი მოუჭრია, რომელშიც მას ეძინა და ისე წასულა. იმასაც გეტყვით, რომ ზოგიერთი რელიგია მათ ალქაჯებისა და სატანის განსახიერებად მიიჩნევს და არ სწყალობს. მათ შიშის ზარს განსაკუთრებით შავი კატა სცემთ. აბა გაიხსენეთ, რამდენია ისეთი ადამიანი, რომელიც შავი კატის დანახვაზე უკან ბრუნდება, სახლში და თავის საქმეს სამომავლოდ დებს, ან ქუდს უკან იბრუნებს (თუ ახურავს) და გზას აგრძელებს, ან კიდევ სულაც შუა ქუჩაში “ტფუი ტფუი”-ს ძახილით კვეთს ქუჩას…

ასეა თუ ისე, ცრურწმენებისა თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად, ათასეულობით წლის განმავლობაში ადამიანსა და კატას შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მის პატრონებს მიაჩნიათ, რომ ისინი ძალზე გონიერები არიან და სიტყვების გარეშეც შეუძლიათ ურთიერთობა (იგივე შემიძლია ვთქვა ძაღლებზეც! 🙂 ).

მიუხედავად იმისა, რომ ეს ცხოველები დიდხანს არ ცოცხლობენ, ადამიანთა ბევრ თაობასთან აქვთ ურთიერთობა და დროთა განმავლობაში ისწავლეს როგორ მიახვედრონ პატრონი თუ რა სურთ. მარტო აშშ-ში კატა დაახლოებით 90 მილიონ ადამიანს ყავს სახლში.

და ეს ყველაფერი ამ პატარა არსების გარშემო. 🙂

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

12 thoughts on “კატის მკვლელს ეგვიპტეში სიკვდილით სჯიდნენ

  1. წუხელ, სიზმარში ვნახე:-კატა მომიკვდა…ვითომ იატაკზე დავაგდე….მთელი ღამე კოშმარში ვიყავი,მართალია არ მიყვარს,მაგრამ სიკვდილმა დამთრგუნა. სულ მის მოშორებაზე ვფიქრობ,მაგრამ დღემდე ვერაფერი მომიფიქრებია…მეშინიან ცოდვის ჩადენის,ახლა ამ პოსტმა ხომ საერთოდ ხელი ამაღებინა მის მოშორებაზე…

    • ძალიან ძნელია ცხოველის გაგდება სახლიდან, მისთვისაც და პატრონისთვისაც. ჯერ ერთი ის, რომ კატებმა უკან დაბრუნება იციან, ყველაფერს იზამენ და სახლში დასაბრუნებელ გზას აუცილებლად იპოვნიან, მეორეც, თვითონ ცხოველს უჭირს ამის გადატანა, ზოგისთვის ეს შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ ყველაზე მეტად განშორებას ისინი განიცდიან და დარდობენ, რამაც შეიძლება მათი სიცოცხლეც კი შეიწიროს.

  2. me rogorc vici, napoleons, keisars, hitlers, musolins da sxva borot geniebs organulad eshinodat katis… cnobili mwerlebi da filosofosebi kide cali xelit katas eferebodnen da calit werdnen …
    saocarii cxovelia… “xoshiani” postia!!!

    • მადლობა. 🙂 გეთანხმები, არის მასში რაღაც მისტიურიც და მიწიერიც. რამდენადაც ვიცი წნევით დაავადებულთათვის პირველი წამალია ეს ცხოველი, გრძნობს ადამიანს რაც აწუხებს და ზუსტად იმ ადგილას იცის მისკუპება. მემგონი აქ ჭარბ ბიოდენებთან გვაქვს საქმე.. ))

  3. ძალიან მიყვარს კატები.მყავდა კიდეც ერთხელ სახლში.

    • ხო ქეთუსი, ძალიან საყვარლები არიან, ჩემს მეგობარს ყავს და რომ მივდივარ ისე მელაქუცება, სულ რომ არ მიყვარდეს თავს შემაყვარებს :)))

  4. -შემთხვევით კვლავ შემოვედი კომენტარებში და გავოცდი ჩემს კომენტარზე…9 მაისს ვწერდი ჩემს სიზმარზე…21 მაისს კი ნამდვილად მომიკვდა კატა….,რომ იცოდეთ,როგორ ვინერვიულე….ამიტომ არ მიყვარს სახლში ცხოველები,სიკვდილთან მიჭირს შეგუება,ხომ არ მიყვარდა?-მაგრამ ძალიან დამწყდა გული თუ როდისმე რამით გული ვატკინე,მაპატიოს….მაპატიებს?

    • უი საწყალი 😦 ეჰ ძალიან ძნელია ცხოველის სიკვდილი, მითუმეტეს როცა მიჩვეული ხარ. მე ძაღლი მყავს, რომელსაც აგერ უკვე მეათე წელია თავზე მთელი ოჯახი დავფოფინებთ, მიუხედავად იმისა რომ სახლში მისი მოყვანის წინააღმდეგი იყვნენ, ჩემმა ბიძაშვილმა დაბადების დღეზე მაჩუქა. ჩემთვის ძალიან რთულია იმის წარმოდგენა რომ ადრე თუ გვიან მას რაღაც მოუვა. სიტყვა დავდე, რომ კოკის შემდეგ არც ერთ შინაურ ცხოველს აღარ გავიჩენ.
      პატიებით კი რა გითხრა, ყველა ცხოველს უყვარს თავისი პატრონი, რაც არ უნდა სასტიკი იყოს ის მის მიმართ… ასე რომ დარწმუნებული იყავი მას ძალიან უყვარდი, არ ინერვიულო და გული არ დაიმძიმო მაგაზე ფიქრით. 🙂

  5. მე მეზიზღება კატები!!!!!!

  6. არც მე მიყვარს კატები :დდ რატომ არ ვიცი :დდ ერთი პოსტიც კი დავწერე სახელად შემწვარი კატა :დ ფუ :დ არა კატას ვერ შევიყვარებ არ შემიძლია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s