ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

“ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა”

11 Comments

.

ჩემს ქალაქში დაეჯახა დღეს სამარშრუტო ტაქსი კაცს და …

ჩემს ქალაქში დაეჯახა 2 კვირის წინ მანქანა 2 ქალს და …

ღმერთო, თითქოს დადებითი ემოციებით დატვირთული დღე უნდა ყოფილიყო და ამ სურათმა ისე დამამძიმა, ახლაც კი ვერ ვიხსნი მხრებიდან, დიდი ლოდივით მაწევს და სულ თვალ წინ მიდგას შუა ქუჩაში მიწაზე მისვენებული, მაღალი, ჭაღარა კაცი, გვერდზე გახეული პარკია მიგდებული, მიწაზე მიმოფანტული კარტოფილი და თავში ხელებ წაშენილი მძღოლი… ახლაც ყურში ჩამესმის ქალების წივილი: მოკლა! მოკლა! მოკლა! არა და მძღოლი ხომ დამნაშავე არ იყო… მძღოლის შეშლილი გამომეტყველება და კაცის გვერდზე გადაგდებული, არაადამიანური ფერის სახე… ხელი გაანძრია… “ცოცხალია!” ამოიგმინა ყველამ ერთად… მძღოლმა ავტობუსი დაძრა და გზა გააგრძელა…

სურათი #2:

ხალხით და მანქანებით გადაჭედილი გზა, პატრულისა და სასწრაფოს სიგნალი აყრუებს ქუჩას… ასფალტზე ორი დიდი სისხლის გუბე დგას. ექიმის უნუგეშო სიტყვა: “დამთავრდა!” ცოტაც და ავტობუსით გვერდზე ჩავუვლი ნელ-ნელა სურათს და ვხედავ როგორ ასვენია ორი ქალი მიწაზე, გარშემო ყვითელი ლენტი აქვს ტერიტორიას მოხვეული, მძღოლი შეშლილი სახით მიწაზე ზის და გამალებული სიგარეტს სიგარეტზე აბოლებს… არც ეს იყო მისი ბრალი…

რეალურად კი ჩვენს ქვეყანაში ქუჩაზე გადასვლის კულტურა არავის გააჩნია! აქ ხომ ყველაფერი დასაშვებია, აქ ხომ ყველა “საკუთარი თავის ბატონ-პატრონია”, ვის რაში ადარდებს წესი და რიგი, მთავარია თვითონ დარჩნენ კმაყოფილი… აი რისი ბრალი იყო ერთი შემთხვევაც და მეორეც. არსებობს მიწისქვეშა გადასასვლელები, არსებობს შუქნიშნები და ახლა უკვე არსებობს ის აჩონჩხლილი რკინის კონსტრუქცია, ხიდი, რომელიც ქუჩაზე მშვიდობით გადასვლაში გეხმარება. მაგრამ არა! შენ ხომ ზარმაცი ხარ, ერთი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა გეზარება, რას მიცდები? სიცოცხლეზე ძვირფასი რა გაგაჩნია? თან მოიკიდებ იმ შენს სამსახურს და სამარეში ჩაიტან თანამდებობას? თუ იქნებ ექსტრემალი ხარ? უკეთესი ვერაფერი მოძებნე და თბილისის ქუჩებში გსიამოვნებს სირბილი? კარგი შენს თავს ერჩი, ერჩი… მძღოლებმა რაღა დაგიშავეს? რა დაგიშავა იმ უდანაშაულო, მშვიდობიანმა მოქალაქემ, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს? იმასაც ხომ ოჯახი ყავს სარჩენი და შენი ახირების გამო, იმის გამო რომ შენ შენი სიცოცხლე არაფრად მიგაჩნია, მის ცხოვრებას ანგრევ? წარმოგიდგენიათ რომელიმეს რა ხდებოდა იმ მძღოლების გულში, სულში და გონებაში ბორბლებში ადამიანი რომ ჩაუვარდათ? ძილი დაუფრთხეთ, სიცოცხლე მოუშხამეთ, საკუთარი თავი შეაძულეთ და რისი გულისთვის? იმის გამო რომ საკუთარ სიცოცხლეს ჩალის ფასსაც კი არ ადებთ? თავის მოკვლა გინდა? არის ამისთვის მილიონი საშუალება, რაღა სხვის ცოდვას იკიდებ ზურგზე და ისედაც დამძიმებულ სულს უარესად იმძიმებ?!

არა და ნიკო გომელაურისადმი მიძღვნილ პოეზიის საღამოზე მივდიოდი, ძალიან მინდოდა ამის შესახებ პოსტი დამეწერა და იქიდან გამობრუნებულს დარჩენილი შთაბეჭდილებები თქვენთვის გამეზიარებინა. მითუმეტეს სათქმელი საკმაოდ ბევრი იყო და გასაკრიტიკებელიც. თუმცა სათანადო ემოცია და განწყობა გამიქრა…

ღმერთო მოუმართე ხელი იმ ადამიანს, იმედია გადარჩა…

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

11 thoughts on ““ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა”

  1. ძალიან კარგი, იშვიათი ადამიანი ხარ! ფეისზე არ მყოლიხარ და უნდა დაგიმატო! შენი ბლოგი ბლოგერების ჯგუფში მინდა რომ დავამატო!

    • დიდი მადლობა აქსიომ, ძალიან დიდ პატივს გცემ და მიხარია შენგან ასეთი სიტყვები. მეც დაგამატე უკვე ფბ-ზე.:)

  2. nuc dzalian migak yvelaferi gultan axlos da asec ar sheidzleba. 😦

    • დიტო შენ ხომ არ გინახია როგორ წაიქცა ის მთასავით კაცი მიწაზე, დამიჯერე, რომ გენახა ამას აღარ მეტყოდი. 😦 როგორ მოწყვეტით დავარდა მიწაზე, სულ წამებში მოხდა ეს ყველაფერი და თვალებიდან ეხლაც არ გადამდის. 😦

  3. მახსოვს, სამსახურის მანქანით ჩამოვდიოდი ნუცუბიძის ფერდობიდან. საჭესთან მეგობარი იჯდა და ეკლესიასთან, რამდენიმე მეტრით წინ ბავშვმა გადაგვირბინა. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ მოასწრო ჩემმა მეგობარმა და მუხრუჭს ფეხი როგორ დააჭირა… ძალიან მოკლე გადასასვლელია მანდ, რამდენიმე ნაბიჯი და ტროტუარზე ხარ, ის ბავშვიც მშობლებისკენ გარბოდა, ოთხი სული მაინც იდგა, დედა, მამა, კიდევ ვიღაცები… მეგობრის რეაქცია რომ არა, არც კი ვიცი… 😦 ჯანდაბას 😦 მშობლები ისეთი გათეთრებულები იყვნენ, ხმა ვერ ამოვიღეთ, არა და კი ეკუთვნოდათ ერთი ორი მწარე სიტყვა.

    ზოგჯერ მძღოლი სცოდავს, ნინაკა, ზოგჯერ – ფეხით მოსიარულე, თუმცა შენი პოსტის მთავარ აზრსს ვეთანხმები. ჩვენთან, გინდა მძღოლები, გინდა ქვეითები, წესებს არ აღიარებენ. რაღაცნაირად ტეხავს წითელზე გაჩერება. გოიმურია. ჰოდა, კვდება ხალხი 😦

    • გეთანხმები მოლი, მძღოლებიც და ფეხით მოსიარულეებიც თანაბრად აშავებენ, მოძრაობის წესებს ხაზს უსვამენ. თუნდაც უსაფრთხოების ღვედი ავიღოთ მაგალითად. ძალიან ბევრი ვერ ეგუება და პროტესტს აცხადებს, რატომღაც ვერ აანალიზებენ იმას რომ ეს პირველ რიგში მათი უსაფრთხოებისთვისაა…
      ამ კონკრეტულ შემთხვევებში კი მძღოლი დამნაშავე ნამდვილად არ იყო, მთელი სიჩქარით მომავალი მანქანისთვის უნდოდათ გადასწრება თან შუა ტრასაზე. 😦

  4. აუუ გუშნ მასე კურიერს თუ რაღცას ვუყურებდი და სულ მკვლელობებზე და უბედურებებზე იყოო :(( რა საშნელებაა ეს ყველაფერი :((((((

  5. rtul da ert-ert yvelaze aqtualur temas sheexe niin…..:s msgavs kadrebs mec araertxel shevswrebivar da…. magram ras vizamt,amis motmenac mogviwevs rogorc chans, chveni qalaqi xom “modasaa”ayolil da yvelaperi mosula……………… imedia male gava es modac:):)

    • მოთმენა ძალიან ძნელია მარ, რამე გამოსავალი უნდა არსებობდეს, ამ ხალხს არც ჯარიმები აშინებს და არც სიკვდილი, თუ მათ შეგნებამდე ეს არ დავიდა არამგონია რამემ უშველოს. 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s