ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

არ მინდა რომ გავიცრიცო…

13 Comments

ვზივარ და დროში მივაბიჯებ, თითქოს ნაკვალევს ვტოვებ, ნაკვალევს ვისთვის ან რისთვის არც კი ვიცი, მაგრამ ფიქრებმა უკვე მთელი 21 წლის მიმოხილვა გააკეთეს და 22-ესკენ მიაბიჯებენ. იყურებიან წინ, ხანაც უკან, უფრო მეტად კი აწმყოს დასცქერიან. აწმყოს რომელსაც გაცრეცილი ადამიანები თავისი სულივით ცრიცავენ. აწმყოს ცრიცავენ, სიცოცხლეს ცრიცავენ და უნდათ რომ შენც გაგცრიცონ.

გუშინ სარკეში ვიყურებოდი და უცებ ერთი კითხვა დავუსვი თავს: რა განსხვავებაა 12 წლის ნინოსა და 21 წლის ნინოს შორის-მეთქი? თურმე დიდი არც არაფერი. ისევ ისე მიყვარს მუსიკა, მულტფილმები, ისევ ისე მიყვარს ფილმები და თეატრი. ისევ ის ხასიათი მაქვს და ხან ძალიან პატარა რაღაც მწყინს, ხან კი ისევ თვალს ვხუჭავ და გასასამართლებელ საბუთს ვეძებ. შეიცვალა ის რომ სულ სხვა გზა ავირჩიე ცხოვრებაში და სულ სხვაგან დავიწყე პროფესიული სვლა. ვისწავლე ბევრი რამ და ვითომ გამოცდილებაც დამიგროვდა ადამიანებთან ურთიერთობის, მაგრამ მაინც მაოცებენ… როდესაც ვიტყვი რომ “აი უკვე ყველა კატეგორიის ადამიანს შევხვდი, განა ამაზე უარესი შეიძლება ვინმე იყოს?” არ აყოვნებს “უარესი” და მაშინვე თავს იჩენს… მაოცებს ადამიანების უემოციობა, მაოცებს ადამიანების ირონია, მაოცებს მათი თვითდამკვიდრებისაკენ მიმავალი გზები…

ვხედავ ადამიანთა სულებს, გახუნებულს, ნირდაკარგულს, ჭუჭყიანს, გაწელილს და დამახინჯებულს. ვუყურებ და პროტესტის გამოთქმის სურვილიც კი მეკარგება. განა ჩემი პროტესტი მათ სამყაროს შეცვლის? ისინი ხომ ასეთებად ჩამოყალიბდნენ, მათ ხომ ბუნება დასაწყისშივე გაუცვდათ… განა გაცვეთილის აღდგენა შეიძლება? თუმცა არა, შეიძლება, მაგრამ აღდგენილს ყოველთვის აქვს ნიშა, რომელიც როდის გაიბზარება და ხელახლა გატყდება ღმერთმა უწყის… არა შეიძლება არც გატყდეს, მაგრამ… აბა წარმოიდგინეთ გატეხილი ვაზა, შეაწებეთ, შეწებებული ადგილი კი უხეში დარჩა, მეტიც, შეიძლება ბასრმა პირმა ხელიც კი გაგიჭრათ თუ ფრთხილად არ იქნებით… ასეა ადამიანიც… მორიელის ბუნების… რაც არ უნდა გაუკეთო ის კბენას გააგრძელებს, ეს მისი ბუნებაა და იმიტომ… მადლიერების ნიშნადაც გიკბენს და სამაგიეროს გადახდის მიზნითაც…

ურთიერთობები ფორმალური გახდა, მეგობრობა უმარილო და უგემური. ბიუროკრატიამ დაისადგურა ადამიანებში… მეგობარს იჩენენ იმისთვის რომ ერთი იმდენი და მარტო არ იყვნენ სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტში… არ აინტერესებთ ადამიანის განწყობა ისე შეუძლიათ შედგნენ მის ზურგზე და ფერხული ჩააბან… მთავარია თვითონ არიან ზემოთ და არა შენ… შენ მათზე დაბლა უნდა იყო, მერე რა თუ რაღაც შეიძლება მათზე უკეთ იცი, ან თუნდაც არ იცი, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია თვითონ გრძნობენ უპირატესობას, ეს ხომ მათ “მე”-ს მალამოდ ედება?!.

ირღვევა ადამიანთა შორის თანასწორობის პრინციპი, ავიწყდებათ რომ ბოლოს ყველა ერთ მიწაში ხვდება და დედამიწას არავინ გასცდება… მარსზე არავის წაასვენებენ… ძალიან სწრაფად გადის დრო, გასაკეთებელი კი ბევრია. წასვლის შემდეგ ხომ უნდა დატოვო აქ რაღაც, რაც შენზე ისაუბრებს, რაც შენს სიყვარულს დაანახვებს ყველას… ნუ გეზარებათ გაღიმება, ნუ კრავთ შუბლს, გაიხსენით, ამ ცხოვრებიდან თან სხვას ვერაფერს წაიღებთ გარდა სიყვარულისა, ეს კი უნდა მოიპოვო…

დაღლილი ვარ… არა, ცხოვრებით არ დავღლილვარ, პირიქით, მე ის მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ვავიწყდები… ადამიანებმა დამღალეს, დამღალა მათმა ცხრაბუნებოვნებამ. ამინდივით ეცვლებათ განწყობაც, დამოკიდებულებაც, ხასიათიც და ბუნებაც… სული ეცვლებათ ამინდივით, სული, რომელშიც იმის მაგივრად მზემ გამოანათოს, პირიქით, ცა უფრო მეტად იქუფრება და შუბლს კრავს…

არ მინდა რომ მეც ასე გავიცრიცო…

.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

13 thoughts on “არ მინდა რომ გავიცრიცო…

  1. სათაურმა მომიზიდა

  2. ო ღმერთო ჩემო ამ პოსტით თითქოს ჩემს სულში ჩაიხედე და ის დაწერე რასაც მე განვიცდი და არა შენ. საოცრებავ ნინნაკა უნდა გერქვას შენ. “12 წლის ნინოსა და 21 წლის ნინოს შორის-მეთქი?”-ყველაზე ძალიან კი ამით დაუახლოვდი, გამოდის მარტო მე არ ვფიქრობ ასე :* :* :*

    • “საოცრებავ ნინნაკა უნდა გერქვას შენ.” მადლობა ამ სიტყვებისთვის. 🙂 მიხარია თუ ჩემი თანამოაზრე ხარ. :* 🙂

  3. shen arc gaicricebi nuc. rom moindomo mainc ver shedzleb magas. 12 wlis nucasada 21 wlis nucas shoris gansxvavebas vedzeb da ver vpoulob. isev iseti xar rogoric mashin iyavi roca mandedan wamovedi. ketili da sayvareli nuca sul aseti darcheba. 🙂 :**

  4. ზოგადად სახელი გაქვს ძალიან ლამაზი და აი, მიმზიდველი? არა, უცნაურად ლამაზი.. ნინაკა..
    მმ, პოსტი მომეწონა. მშვიდი ენით იყო განვრცობილი. ^^

  5. როგორ ვგავართ ერთმანეთს! აი ამიტომ მომწონხარ! 🙂

  6. 😦 ძალიან,ძალიან,ძალიან კარგად წერ..მაგრამ სევდიანად..

    იცი,ალბათ ზომაზე მეტად ოპტიმისტი ვარ,ან ბევრ ,,გაცრეცილ ”ადამიანს არ შევხვედრივარ…ან კიდევ ცხოვრებას ჯერ კიდევ არ გავიმწარებივარ…ყოველთვის ვცდილობ თითოეულ ადამიანში დადებითი ვიპოვო და მადლობა ღმერთს დღემდე გამომდის..ასე მგონია ყველა ადამიანში მზეა…რა ვიცი… ასე ვფიქრობ და ცხოვრება უფრო ნათელია,უფრო თბილია…ეცადე შენც ასე განეწყო..

    • მადლობა რუსა, ძალიან კარგი ადამიანის შთაბეჭდილება მრჩება შენზე, შენი ბლოგიდან გამომდინარე. კარგია რომ ასე ფიქრობ, გისურვებ რომ არ შეგხვდნენ ასეთი “გაცრეცილი” ადამიანები, დამიჯერე მათი ყურება, თუნდაც შორიდან ძალიან ამაზრზენია. იყავი მუდამ ასეთი ნათელი და თბილი როგორიც ახლა ხარ. 🙂 ოპტიმიზმს რაც შეეხება, მგონი გამოუსწორებელი ვარ მაგ საკითხში, რაც არ უნდა მოხდეს სულ მგონია რომ ყველაფერს ბოლო კარგი ექნება, ისევე როგორც ზღაპრებშია “ბოროტსა სძლია კეთილმან”. პოსტი კი მართლა სევდიანი გამომივიდა, ეს ჩემს იმწუთიერ განწყობას გადმოსცემს, რომელიც როგორც წესი მაქსიმუმ მეორე დღემდე გრძელდება, შემდეგ კი ისევ მიხარია მზე და გაზაფხულის სასიამოვნო სურნელი. თუმცა აზრი კვლავაც იგივე მრჩება ზოგიერთ ადამიანზე…

  7. მადლობა 🙂 მეც ძალიან მომეწონე:)
    გამიხარდა მასე რომ ფიქრობ და ეს პოსტი იმწუთიერ განწყობას თუ გამოხატავდა.. მართლაც სულ ასე უნდა ვფირობდეთ და ყველაფერი კარგად იქნება:) კეთილი ყოველთვის ძლევს ბოროტს…
    შენი კარგად მესმის და ვხვდები პოსტის წერის დროს გული გტკიოდა..მეც მინდა იგივე გისურვო.. შენს ცხოვრებაში სულ მზიანი და გულიანი ადამიანები ყოფილიყვნენ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s