ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ქართველ მოციგურავეთა წყვილი: ოთარ ჯაფარიძე და ელისონ ლინ რიდი

6 Comments

ძალიან მიყვარს ფიგურული სრიალი. სამწუხაროდ თვითონ ყინულზე არასდროს დავმდგარვარ, თუმცა ამის დიდი სურვილი მაქვს. არ ვტოვებ ჩემპიონატებს და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებ მათ. განსაკუთრებით მიყვარს წყვილთა შეჯიბრი, სადაც ბოლო წლებია ქართველი მოციგურავეებიც იღებენ მონაწილეობას.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

საქართველოს ღირსებას წყვილთა შეჯიბრზე იცავს ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ ლინ რიდის წყვილი. ოთარი ჯერ 23 წლისაა (23/12/1987წ.), ელისონი კი მხოლოდ 16 წლის (08/06/1994წ.),  ასე რომ ყველაფერი წინ აქვთ და დარწმუნებული ვარ თავსაც არ დაზოგავენ წარმატებისთვის.

ოთარი 2002-დან 2004 წლამდე თბილისელ მარინა შელცინასთან ერთად ასპარეზობდა. 2005-დან 2007 წლამდე რუს ეკატერინა ზაიკინასთან დუეტში ორჯერ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზა. 2007-2008 წლების სეზონში ამერიკელ იზაბელ ტობიასთანაც მოსინჯა ძალები. 2009 წლიდან კი ამერიკელ ელისონ რიდს შეუწყვილდა და Nebelhorn Trophy-ზე ვანკუვერის ოლიმპიური თამაშებისთვის მე-12 შედეგით კვალიფიკაცია გაიარა. მანამდე კი დედით იაპონელ ელისონ რიდს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა და პასპორტი თავად საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2009 წლამდე (ოთარ ჯაფარიძესთან შეწყვილებამდე) ელისონს არსად უასპარეზია, ის ქეთი და კრის რიდების (Cathy and Chris Reed) უმცროსი დაა, რომლებიც სპორტის ამავე სახეობაში იაპონიის ღირსებას იცავენ. საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჯაფარიძე კი გახლავთ თავად ოთარ ჯაფარიძის მამა.

გაგაცნობთ წყვილის შედეგებს:

2009 – 2010 წლის სეზონი:

21-ე ადგილი – 2010 წ. მსოფლიო ჩემპიონატი
22-ე ადგილი – 2010 წ. ზამთრის ოლიმპიადა
19-ე ადგილი – 2010 წ. ევროპის ჩემპიონატი
9-ე ადგილი – 2009 Pavel Roman Memorial
12-ე ადგილი – 2009 Nebelhorn Trophy

2010 – 2011 წლის სეზონი:

18-ე ადგილი – 2011 წ. მსოფლიო ჩემპიონატი
17-ე ადგილი – 2011 წ. ევროპის ჩემპიონატი
2-ე ადგილი – 2010 Ice Challenge
4-ე ადგილი – 2010 Golden Spin of Zagreb

ამჟამად ოთარისა და ელისონის წყვილი ცხოვრობს ა.შ.შ.-ში ნიუ ჯერსის შტატში.

მეტი ინფორმაციისთვის ესტუმროთ მათ ოფიციალურ ვებგვერდს, ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ მათი გვერდი Facebook-ზე და შეუერთდეთ მათ გულშემატკივრებს. ვუსურვოთ მათ წარმატებები სამომავლოდ, მანამდე კი შემოგთავაზებთ პროგრამებს, რითიც წარსდგნენ ოლიმპიადაზე და სხვადასხვა ჩემპიონატებზე.

.

.

.

.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

6 thoughts on “ქართველ მოციგურავეთა წყვილი: ოთარ ჯაფარიძე და ელისონ ლინ რიდი

  1. videoebit visiamovnee, warmatebebs vusurveb am wyvils

  2. chveni siamayeeeeee:))))) (inlove)(inlove)

  3. ვიდეოების ყურებით დიდად ვისიამოვნე.
    ძალიან გამიხარდება, უფრო დიდი წარმატებებს რომ მიაღწიონ. ^^

  4. რა კარგები არიან… ❤ ვუერთდები ტამარს და მაცოს და მეც წარმატებებს ვუსურვებ

  5. ციგურებით სრიალი მომწონს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s