ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

რატომ ქვია ნარცისს “ნარცისი”?

4 Comments

.
რატომ ქვია ნარცისს “ნარცისი”? რატომ უწოდებენ საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანს ნარცისს? ერთი სიყვარულის ისტორია მინდა მოგიყვეთ, რომელსაც ბერძნული მითოსი მოგვითხრობს და რომელიც სწორედ ამ ლამაზ, ნაზ, უბრალო და საყვარელ ყვავილთან არის დაკავშირებული.

მდინარის ღმერთ კეფისოსს და ნიმფა  ლარიოპეს გაუჩნდათ ვაჟი, სახელად ნარკისოსი (ნარცისი, ნარგიზი). მისანმა ახალშობილს უწინასწარმეტყველა, რომ მიაღწევდა სიბერემდე, თუ არ იხილავდა თავის სახებას. თავიდან მისანს არავინ დაუჯერა, თუმცა დროსთან ერთად ყველა ნელ-ნელა რწმუნდებოდა მის სიმართლეში. ბიჭს არავინ უყვარდა საკუთარი თავის გარდა, არავინ მიაჩნდა სიყვარულის ღირსად, გარდა საკუთარი თავისა. მისი სილამაზით კი ყველა იხიბლებოდა.

ერთხელ, როდესაც ნარკისოსი ტყეში ნადირობდა, ნიმფა ექომ დაინახა და შეიყვარა მთელი არსებით. მაგრამ მას არ შეეძლო მიეწვდინა მისთვის ხმა, ის დუმდა და მხოლოდ სხვათა სიტყვებს იმეორებდა (ექოს ეს სასჯელი ჰერამ მოუვლინა, რადგან ნიმფებთან მონებივრე ზევსთან მიმავალ ქალღმერთს ის გზად აყოვნებდა ხოლბე ხანგრძლივი საუბრით, ამასობაში კი ნიმფები თავს შველოდნენ).

მდუმარე ექო აღფრთოვანებული შეჰყურებდა ხოლმე მის მშვენებას, მაგრამ ფოთლებში მიმალული ხმას ვერ იღებდა.

ნიმფა არავის ეჩვენებოდა, სიყვარულისგან დატანჯული გახდა, ჩამოხმა და მისგან მხოლოდ ხმაღა დარჩა, ნაღვლიანი გამოძახილი. ნარკისოსი კი უწინდებურად გულზვიადი, თავის თავზე შეყვარებული, სხვათა სიყვარულს უარყოფდა.

ერთხელაც, მისგან უსიყვარლოდ დარჩენილ ექოს აღმოხდა: “შეიყვაროს და ვერ შეეხოს თავის სიყვარულს!” სიყვარულის ღვთაება აფროდიტემაც შეისმინა მისი ვედრება. ნადირობისას ნარკისოსი მიადგა წყაროს, რომლისთვისას ჯერ ვერ მიეგნო ვერც მწყემსს, ვერც მონადირეს, არ ამღვრევდა არც ჩიტი, არც ნადირი, ხის ტოტიც კი არ ეხებოდა. გარშემო მწვანე ბალახი ერტყა, მზისგან კი დაბურული ტყე იფარავდა. ნადირობით გადაღლილი ნარკისოსი წყაროსთან დაიხარა წყლის დასალევად. როგორც სარკეში, ისე აირეკლა მისი სილამაზე ანკარა წყალში. სწორედ აქ უწია აფროდიტეს სასჯელმა. განცვიფრებული შესცქეროდა თავის სახებას და დაუძლეველი სიყვარული ეუფლებოდა. თავისი თავი აოცებდა, გონება ებინდებოდა. უნდოდა ეკოცნა, მაგრამ წყალი ხვდებოდა ბაგეს, უნდოდა ხელის შეხება მაგრამ წყალში თავს ვერ იჭერდა. არ სცილდებოდა წყაროს, შეჰხაროდა თავის სახებას, არც ჭამდა, არც სვამდა, არც ეძინა. ბოლოს კი სილამაზით გაოცებულმა ბალახებზე თავი დახარა და თვალები დახუჭა.

როდესაც ნიმფებმა გაიგეს ნარკისოსის სიკვდილის ამბავი, მორთეს ტირილი, მათ ხმას აძლევდა ექოც. როდესაც საფლავი გათხარეს და ყველაფერი გაამზადეს მის დასაკრძალად, ცხედარი ვეღარ იპოვეს. იმ ადგილას, სადაც ნარკისოსს ბალახზე თავი დაეხარა მშვენიერი ყვავილი ამოსულიყო, მას ნარგიზს (ნარცისს) უწოდებენ.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

4 thoughts on “რატომ ქვია ნარცისს “ნარცისი”?

  1. ❤ ძალიან მომეწონა ეს ისტორია ❤ მსმენოდა თუმცა სრულად არ ვიცოდი

  2. ვიცოდი ეგ ^_^ ძაან საყვარელი ამბავია ❤

  3. მშვენიერი და სევდიანი ამბავია.. ამიტომაც ანრცისებს უწოდებენ მასეთ ხალხს…. თავის თვზე შეყავრებულს და ეგოისტებს… :)))))) ყვავილიც მშვენიერია…..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s