ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

90-იანები = ბავშვობას, რა გვახსოვს იქიდან?

25 Comments

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი ბავშვობა გასული საუკუნის 90-იან წლებს დაემთხვა. მაშინ იყო უშუქობა, უგაზობა, ჩაბნელებული ქუჩები და სადარბაზოები. მოკლედ გარეთ ფეხი რომ დაგრჩენოდა არავინ გააჩერებდა, ეგრევე სახლისკენ გააქანებდა (ესეც 90-იანების ფრთიანი ფრაზა). მაშინ იყო ზუსტად რომ შუქის მოსვლას ყოველ საღამოს სულგანაბულები ველოდებოდით რომ რაიმე საინტერესო გვენახა ტელევიზორში. შუქიც თუ თავის დროზე მოვიდოდა კორპუსებიდან გამაყრუებელი სტვენის და ჟივილ-ხივილის ხმა ისმოდა, აი თუ ნაადრევად და უდროო დროს ჩაქრებოდა, მაშინ ჯობდა ყურები საცობით დაგეცოთ, სასიამოვნოს მაინც ვერაფერს გაიგონებდით, წყევლა-კრულვისა და ლანძღვა-გინების გარდა არაფერი ისმოდა. გასათბობი საშუალებაც საკმაოდ ორიგინალური იყო “კერასინკის” სახით. 🙂 

საინტერესო ბავშვობა გვქონდა, ვერაფერს იტყვი. 🙂 მე კი 90-იანებიდან, გარდა უშუქობისა და ყოფითი პრობლემებისა, ხშირად მახსენდება ალფი, უსაყვარლესი, გაბურძგნული უცხოპლანეტელი განუმეორებელი ხასიათით და იუმორით, რომელიც მუდამ საბრალო კატა – იღბლიანას დასდევდა შესაჭმელად. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა რომ სახლში მისი მსგავსი უცხოპლანეტელი მყოლოდა. არცერთ სერიას არ ვტოვებდი და განწყობასაც გვიკეთებდა ყველას.

.

.

ბავშვობის გახსენებისას აუცილებლად უნდა გავიხსენო სუპერმენი, ჩემი გმირი და იდეალი. ალბათ გახსოვთ რუსთავი 2-ზე გადიოდა ასეთი სერიალი “ლუისი და კლარკი. სუპერმენის ახალი თავგადასავალი”. აი მის საყურებლად კი დილით ადრე ვდგებოდი სპეციალურად რომ არ გამომეტოვებინა სერია, როგორ ვგულშემატკივრობდი კლარკ კენტს და როგორ ვნერვიულობდი მის მაგივრად ამას ასე მარტივად ვერ ავღწერ. 🙂 მოკლედ, სუპერმენის წყალობით დინ ქეინიც შემიყვარდა და ეს ადამიანი ჩემთვის დღემდე კლარკ კენტთან ასოცირდება. მის დანახვაზე ისევ ის ბავშვური გრძნობები იჩენს ხოლმე თავს და გულს უხარია. 🙂 რა უხარია არ ვიცი მაგრამ აშკარად ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო ეს ადამიანი და ახლაღა ვაცნობიერებ ამას. 😀 რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მინდოდა ლუის ლეინივით მაგარი ჟურნალისტი გამოვსულიყავი და ჟურნალ “პლანეტის ცხოვრებაში” თუ არა რაიმე მსგავსში მაინც მემუშავა. ჟურნალისტი არა, მაგრამ ჯერ-ჯერობით იურისტი ვარ და მერე ვნახოთ. 🙂 რაც შეეხება ამ სერიალის ყველაზე უარყოფით გმირს, ლექს ლუთერს, მიუხედავად იმისა, რომ ჯონ შეა უარყოფით როლში იყო, ყოველთვის მესიმპათიურებოდა ეს ადამიანი და დღემდე ძალიან მომწონს ის, როგორც მსახიობი. რაღა ბევრი გავაგრძელო და შემოგთავაზებთ “სუპერმენის” ე.წ. ქუდს:

.

.

ამასწინათ ვიხსენებდი “ელენს და მის მეგობრებს”, გახსოვთ ალბათ ეს სერიალი ხომ? ახალგაზრდული გასართობი მსუბუქი ფილმი, რომელიც არასდროს არ დაგტვირთავდა ჩახლართული ისტორიებით, მახსოვს დედაჩემიც დიდი სიამოვნებით უყურებდა ხოლმე.

.

.

ხოო გრენდაიზერის გარეშე პოსტს როგორ დავტოვებ. სუპერმენის შემდეგ ძუკ ფლინდის გმირობები ჩემთვის პირველ ადგილზე იყო. მართალია ეს მულტსერიალი იაპონელებმა გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაიღეს, მაგრამ ჩვენთან 90-იანებში შემოაღწია და მაშინდელი ბავშვების გულებიც დაიპყრო. იშვიათად შემხვდება ადამიანი რომელმაც ამ მულტფილმის საუნდტრეკი ზეპირად არ იცოდა, გამონაკლისს არც მე წარმოვადგენდი და პირველი აკორდის გაგონებისთანავე ბოლო ხმაზე გავკიოდი სახლში სიტყვებს, რომლის შინაარსიც დღემდე არ ვიცი. 🙂 გამოგიტყდებით, დაისუ ამონიც ჩემს იდეალს წარმოადგენდა. 🙂

.

.

მოდით კიდევ ერთ გმირკაცზე გავამახვილებ ყურადღებას, რადგან ჩემი ორი საყვარელი გმირი უკვე ვახსენე, მესამემ რაღა დამიშავა და აი ისიც: ჰერაკლე საკუთარი პერსონით. 🙂 ბერძნული მითოლოგიის ეს განუყოფელი ნაწილი, ნახევრად ღმერთი და ნახევრად ადამიანი ერთ-ერთი სერიალის სიუჟეტის საფუძველი გახდა, საინტერესო გმირობებით და თავგადასავლებით დატვირთული, მარტივი სიუჟეტური ხაზით მიმავალი სერიალი ძალიან საინტერესო იყო და მეც მისი ხშირი მაყურებელი ვიყავი. მთავარ როლში კევინ სორბო გახლდათ.

.

.

“მეზობელი გოგონები”, გახსოვთ ეს სერიალი? 3 მეზობელ გოგონას ერთი ათლეტური აღნაგობის ჰომოსექსუალი მეგობარი რომ ყავდათ, მუდამ ზოლიან შორტში გამოწყობილი, სახელად ჟერარდი. კიდევ ერთი გასართობი, მსუბუქი ჟანრის ფილმი იყო, რომელიც მაშინდელ უშუქობას და სხვადასხვა ყოფით პრობლემებს ცოტახნით გავიწყდებდა.

.

.

ოოო  ეხლა ლეიტენანტი კოლომბო უნდა გავიხსენო, თავისი გახუნებული ლაბადით, მუდამ სიგარითხელში, რომელიც ჩახლართულ საქმეებს იძიებდა და ბოლოს კვანძს ოსტატურად ხსნიდა. ყავდა უსაყვარლესი ტაქსა, რომელიც სულ მშვიდად თავისთვის იყო, ხელს არავის უშლიდა, მაგრამ ლეიტენანტი მის გაწვრთნას ვერასდროს ვერ ახერხებდა. სერიალში ფიგურირებდა ასევე მეუღლეც, რომელიც ერთხელაც არ გამოჩენილა და მუდამ პირდაპირი დამატების როლს ასრულდებდა დიალოგებში. :))

.

.

“ოქორს ვარდის გამოქვაბული”, კიდევ ერთი მოგონება ბავშვობიდან.

.

.

“საიდუმლო მასალები”, ამოუცნობი მოვლენების კორიანტელი, ჯილიან ანდერსონისა და დევიდ დუხოვნის არაჩვეულებრივი ტანდემი. ეს ორი ადამიანი ჩვენში სწორედ ამ ფილმით გახდნენ პოპულარულები. საიდუმლოებით მოცული მთავარი მუსიკალური თემა იმდენად მაინტრიგებდა, რომ ყოველ საღამოს სულმოუთქმელად ველოდი ახალ-ახალი ისტორიების საყურებლად.

.

.

როგორ შეიძლება “მაშველები” არ ვახსენო, განუმეორებელი მიჩ ბიუკენენი, სანაქებო და სამაგალითო მაშველი მალიბუს პლიაჟზე. ერთ პატარა საიდუმლოს გაგანდობთ, ოღონდ არავის უთხრათ: მათ გამო მაშველობა მქონდა განზრახული. 😉  ალბათ ბედის ირონიაა, რომ ცურვა ახლაც არ ვიცი. 😀 დევიდ ჰესელჰოფი კი დღემდე მაშველების გმირად დარჩა. 🙂

.

.

ოჰ, ყველაზე მთავარი დამავიწყდა:

.

თქვენ რა გახსენდებათ 90-ანებიდან? 🙂

.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

25 thoughts on “90-იანები = ბავშვობას, რა გვახსოვს იქიდან?

  1. ეს რა დაგმართვია ? 😀

  2. chkua meketeboda alfze da grandaizerze 😀

  3. კაი დრო იყოო როგორ უნდა ვთქვა , მაგრამ მაინც თავისებურად კარგი იყო. ბავშვობას მახსენებს ყველაფერი.

  4. garkveuli tvalsazrisit martlac kargi dro iyo :)ert-erti mtavari gamogrcha niiin-aleqs maki:))))))

  5. da am bolo suratma dardubala gamaxsena:D:))))))

  6. ალფიიი, გრენდაიზერიიიიიიი 🙂 🙂
    აი, კოლომბო მართლა კარგი იყო! ახლაც სიამოვნებით ვუყურებდი, რომ გადიოდეს..

  7. საზიზღარი დრო იყო :/
    “ელენ ი რიბიატაში” რა პატარა მსახიობები თამაშობენ, მაშინ დიდებად მეჩვენებოდნენ :დ
    “ოქორს ვარდის გამოქვაბულსა” და “ჰერაკლეს” 90-იანებში არა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ვუყურებდი, რუსთავი2-ზე გადიოდა :დ ამაზე უფრო ადრე “მაშველებს” ვუყურებდი: მათი გამოსვლიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ :დ აი, “საიდუმლო მასალებზე” კი ბევრი მსმენია, მაგრამ, მგონი, ერთი სერიაც არ მაქვს ნანახი. საშინელებათა ჟანრის სერიალებიდან “ათასწლეულს” ვუყურებდი ხოლმე, ოღონდ ეგ თუ არ ვცდები 2000-იან წლებში გადიოდა :))

    • ელენი და მისი მეგობრები მეც ძალიან დიდებად მეჩვენებოდნენ მაშინ. :)))) ოქროს ვარდის გამოქვაბული და ჰერაკლე რამდენადაც მახსოვს რუსთავი 2-მა ხელმეორედ დაატრიალა, სუპერმენიც ასევე და გრენდაიზერიც, მაშველებიც 😀 რაღა დარჩა 😀 ათასწლეულს მეც ვუყურებდი, მაგრამ ეგ მგონი მართლა ცოტა გვიან იყო.

  8. “საიდუმლო მასალებს” რა შემზარავი მუსიკა აქვს. მეშინია რო ვუსმენ :დ

  9. აკუნა მატატა ნინ როგორ გამოგჩა.როგორ მიყვარდა ალფი და საიდუმლო მასალები, ის შუშისთვალიანი კოლომბოც,

    • ხო ანუკი აკუნა-მატატაც :))) თუ რამის დამატება გსურთ შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ, თქვენია ბურთიცა და მოედანიც. 🙂

  10. მე აკუნა მატატასთან ერთად ეხლა გამახსენდა მხიარული ბანანები 🙂 რუსთავი 2 უშვებდა ხოლმე ამ გადაცემას აკუნა მატატას შემდეგ. ორი ზოლიან ტანსაცმელებში გამოწყობილი ბანანი რომ დაბოდიალობდა და მხიარულობდა 🙂 სულ მაინტერესებდა მაშინ, “აკუნა მატატა” რას ნიშნავდა და შემდეგ გავიგე,რომ აფრიკის ნაციონალურ ენა – სვაჰილიზე “აკუნა მატატა” ნიშნავს “No Problem”.

    კიდევ მე ბევრი სერიალები მახსენდება, მაგ: “კასანდრა”, “ბლანკოს ქვრივი”, “ველური გული” ხუანისა და მონიკას სიყვარულით გაჟღენთილი სერიალი 🙂 კიდევ პიკნიკის პეჩენიები, რომ ამბობდნენ ცეცხლი ეკიდებაო და კიდევ ლოვეს საღეჭი რეზინები 🙂 ისე მახსოვს ეხლაც მისი სუნი და გემო – ვარდისფერი დიდი საღეჭი რეზინი იყო და არაჩვეულებრივად ტკბილი 🙂 ხოო, კიდევ შოკი რომ იყო საღეჭი რეზინი – აუუ,პირველად რომ დავღეჭე, თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა მართლა 🙂

    კარგი დრო იყო მოსაგონრად…

    • Violet Miss მართალი ხარ, ბევრი რამ არ დამიწერია, ჩამოთვლაც ალბათ ძალიან შორს წამიყვანდა, ამიტომაც ასპარეზი თქვენ, მკითხველებს დაგითმეთ კომენტარების სახით. 🙂 მადლობა კომენტარისთვის. 🙂 :*

  11. ვაიმე, კერასინკაზე როგორ დამავიწყდა დამეწერა 🙂 ჩვენს ოჯახში წითელი არა და მწვანე კერასინკა ნამდვილად გვქონდა 🙂 ვაიმე, რა საძაგელი სუნი ასდიოდა 😦 დღემდე ვერ ვიტან მაგის გამო ნავთის სუნს 😦 არადა მაშინ ეგ იყო გასათბობი საშუალებაც და მაგაზე კეთდებოდა საჭმელი და ნამცხვარიც კი 🙂 ალფი მეც ძალიან მიყვარს, ძალიან სასაცილო იყო და დღემდე მახსოვს მისი საფირმო ფრაზა: ”ვილი, გინდა შენი კატა შევჭამო?” , ანდა ინგლისურად დავწერ: ”Willy, hide your cat, I’ll be right back!” 😀
    P.S. ორი წლის შემდეგ მივამატე ჩემს პირველ კომენტარს მეორე 🙂

  12. ნინ მინდა ჩაგეხუტო ამ სტატის გამო კარგი სტატია მართალია სიბნელე იყო მაგრამ კარგი ბავშობა ყველა ერტად რო იყო არვინ გადახვეწილი

  13. გამარჯობათ, რუსთავი 2ზე რომ გადიოდა აკუნა მატატა, ხომ ვერ მეტყვით როგორ მოვძებნო? რამდენჯერაც მოვძებნე მხოლოდ სიმბა ამომიგდო :/

    • გამარჯობა მარი, “აკუნა-მატატა” უბრალოდ საბავშვო გადაცემა იყო, სადაც სხვადასხვა მულტფილმებს უშვებდნენ, გადაცემა რომელსაც წამყვანიც კი არ ყავდა. თვითონ ეს გადაცემა მე არსად მეგულება სამწუხაროდ.

    • წარმატებები 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s