ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

განსხვავებული

16 Comments

ქუჩაში რომ გახვიდე და ხალხს კითხო, ახალი და განსხვავებული შიშს ხომ არ გგვრითო და უნდა მივიღოთ თუ არაო, ყველა ერთხმად იხუვლებს: რათქმა უნდა ახალი და განსხვავებული თუ ის პროგრესულია უნდა მივიღოთ და განვავითაროთო. მაგრამ…

რეალურად სულ სხვა რამ ხდება. ამ შემთხვევაში მე მინდა ყურადღება გავამახვილო საზოგადოებაზე, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ხანდახან გამოყოფს ადამიანებს, ზურგს აქცევს მათ და არც თუ ისე იშვიათად ცდილობს საკუთარი გაყინული და ერთგვაროვანი აზროვნებით ისიც, მისგან გამოყოფილი, თავისნაირი შავთეთრი გახადოს. ხოლო თუ ეს ვერ შეძლო, ყველანაირად ცდილობს ფეხით შესდგეს მას, მიწასთან გაასწოროს. ამისათვის კი როგორც წესი სხვადასხვა ხერხებს მიმართავს, მაგალითად როგორიცაა ქილიკი, ირონია, შხამიანი და მწარე ნამიოკები, ზურგს უკან ჭორაობა და ამით ცდილობს მასზე ზემოქმედებას, ასე ვთქვათ მიწის გამოთხრას.

ჩემი დაკვირვებით გარკვეულ წრეში მოქმედი საზოგადოება თავისი შემადგენლობიდან გამოყოფს ადამიანებს: 1. რომლებიც ზიანს აყენებს როგორც მორალურად ასევე ფიზიკურად და ქონებრივად მათ და 2. რომელიც თუნდაც ერთი ნაბიჯით არის წინ მათზე. მაგალითად როგორიცაა გარეგნობა, ცოდნა, გამოცდილება, მრავალმხრივი განვითარება საკუთარი ნიჭის და ა.შ. და თუ ეს ყველაფერი ერთად არის ერთ ადამიანში თავმოყრილი მაშინ მტრისას… მზად უნდა იყოს ის პირში სიცილისა და ზურგს უკან დანის ლესვისთვის… 

.

.

როგორც ჩანს ადამიანებში მძაფრად არის გაღვივებული პირველობის წყურვილი და როგორც კი მასზე მეტს ხედავს, იმის მაგივრად იზრუნოს იმაზე რომ მას დაეწიოს და მანაც ისწავლოს რამე, ადვილ გზას პოულობს და ცდილობს ისიც მასსავით გაცრიცოს, აზროვნება ერთი მიმართულებით გაუყინოს და დააკომპლექსოს კიდეც… ხოლო მას თუ ფსიქოლოგიურად შესწევს ამის უნარი შეიძლება ეს მოახერხოს კიდეც, შემდეგ კი მიიღებს თავის წრეში, მასთან ურთიერთობა არ გაუჭირდება. ადამიანები კი რომლებსაც მარტო ყოფნა და საზოგადოებასთან დაპირისპირება აშინებს შეიძლება თავისუფლად წავიდნენ ასეთ მსხვერპლზე და უარი თქვან თავის განვითარებაზე, არა საკუთარი ნებით, არამედ ქვეცნობიერად, თავისდაუნებურად. ამის მაგალითად ერთი ფილმი გამახსენდა, ჯუზეპე ტორნატორეს “მალენა”, უმშვენიერესი ქალბატონი, რომლისაც ყველას შურდა, კაცები მასზე ჭკუას კარგავდნენ, ქალები კი იბოღმებოდნენ მისი სილამაზის შემყურე. ვისაც ნანახი აქვს მიმიხვდება რაზეც ვსაუბრობ, ვისაც არა და უყურეთ და ჩაწვდებით აზრს.

ადამიანს ისე არაფერი ამდაბლებს როგორც სხვისი ქილიკი, თუნდაც ცალი თვალით რომ შეახედა ეს ადამიანები საკუთარ თავებს, დაინახავენ თავიანთ მანკიერ მე-ს, დამახინჯებულს, დაფლეთილს. ვერც კი ხვდებიან ამ ირონიით საკუთარ თავს რომ მიწასთან ასწორებენ, საკუთარ დადებითს რომ დიდ, მუქ შავ ხაზს უსმევენ და საკუთარ პიროვნებას შლიან, ტოვებენ ცარიელ ადგილს, რომლის თავიდან შევსებაც ძალიან ძნელია.

თუმცა როგორც ყველგან და ყველაფერში ამ საზოგადოებრივ დანაყოფებშიც არის გამონაკლისი, საბედნიეროდ ყველა არაა ასეთი. მთავარია დაინახო ეს ადამიანი და დააფასო ისეთი ლაღი როგორიც ის არის, არ ეცადო მისთვის ფრთების შეკვეცას და მისცე იმის საშუალება რომ გაფრინდეს. შენ კი თუ ასე ძალიან მოგწონს მისი მიღწევები, იშრომე, იქნებ შენც შეძლო და უკეთესიც კი გამოხვიდე.

ასეთ განსხვავებულ ადამიანებს კი ერთს გეტყვით, არ მიაქციოთ ყურადღება მასას. მთავარია თქვენ თქვენი თავის გჯეროდეთ და დარწმუნებული იყოთ თქვენს ძალებში, ვისაც რა უნდა ის ულაპარაკია, თქვენ თქვენს ცხოვრებაში შეიტანეთ ფერები და არავითარ შემთხვევაში არ გაიცრიცოთ.

სიყვარულით თქვენი ნინაკა. 🙂 ♥

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

16 thoughts on “განსხვავებული

  1. saintereso da martla gansxvavebulii blogia:)))
    http://expressss.wordpress.com

  2. 10იანში გაარტყი! ვიდეოც ზუსტია, მომეწონა!

  3. yvelaze ketili adamiani xar dedamiwis zurgze. sul aseti iyavi da ar sheicvalo arasdros. :** 🙂

  4. ninaka miyvars gansxvavebuli azrebiii…. magram masis mxridan martla dzalian didi winaagmdegobaa xolmee risi gadzlebac xshir shemtxvevashi dzalian rtuliaa da cota tu axerxebs miznis migwevas bolomdee 😦 tumca es uplebas ar gvadzlevs davnebdet piriqit unda vibrdzolot… saintereso iyo momewona shenii posti dzalian …..

    • მადლობა კატო, გეთანხმები, ძალიან რთულია, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გაუძლო, მაგრამ ადამიანის სიძლიერე ზუსტად ასეთ დროს მჟღავნდება. მთავარია საკუთარი თავის რწმენა!
      მადლობა კომენტარისთვის. 🙂

  5. rogorc yoveltvis, exlac dzalian kargad da sainteresod gaqvs ganxiluli nin es tema,momewonaa:))))

  6. კარგი ვიდეოა, ძალიან მომეწონა. პოსტი როგორც ყოველთვის საინტერესო და გემრიელი. რაც შეეხება ჩემს აზრს , ვთვლი რომ პირველ რიგსი ადამიანებმა საკუთარი თავის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. მე ვისწავლე , მიყვარს და ვამაყობ საკუთარი თავით. ის რომ შეფასებისას სხვაზე ვამბობ რომ კარგია –მოითხოვენ იმის აღიარებასაც რომ უკეთესია. კატეგორიულად არ ვაღიარებ სხვას ჩემზე უკეთესად და ეს რატომღაც ნარცისიზმში და ეგოიზმში მეთვლება.
    უბრალოდ ვამბობ რომ ლამაზია, კარგია და შედარება ყველა შემთხვავაში უადგილოა, რადგან ყველაფერი ამ ქვეყნად ფარდობითია– თვით სილამაზეც კი. რა ვქნა თუ ძალიან მიყვარს საკუთარი თავი და სხვებისაც არ მშურს?:)

    • მე თუ მკითხავ არცაა საჭირო იმის აღიარება რომ ის შენზე უკეთესია და ამას ნარცისიზმსა და ეგოიზმსაც ვერ მიაკუთვნებ, უბრალოდ აფსურდი გამოვა. მთავარია მისი არ შეგშურდეს და დაინახო და დააფასო, მეტი არაფერი. საკუთარი თავის სიყვარულში ცუდი არაფერია, პირიქით, შენ თუ არ დააფასე შენი მე, სხვა მითუმეტეს არ მოიკლავს ამით თავს. 😉 ძალიან მიყვარს შენი აზრების მოსმენა, თუ კითხვა (როგორც არის 😀 ). :))

  7. მაგარი ვიდეოა… ნუ, პოსტი თავისთავად 🙂

  8. axali var da aba vnaxot nikas gansxvavebuli blogi 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s