ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

თსუ-ს ერთი სემესტრი

3 Comments

არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ მე თსუ-ს ძირძველ სტუდენტთა რიცხვს არ მივეკუთვნები, შეერთებული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, რომელზეც ჩემს ახალშობილ ბლოგზე იანვრის თვეში მოვთქვამდი. მას მერე მთელმა ერთმა სემესტრმა განვლო. განვლო და რა განვლო… 🙂 მოკლედ დასაწყისისთვის ბობოქარი პირი უჩანდა, მერე კი ერთფეროვნად გაიყინა ერთ ადგილზე. რა მომცა მე ამ პერიოდმა? ვფიქრობ და ასე ერთბაშად ვერაფერს ვიხსენებ. გავდიოდი პრაქტიკებს ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული დახმარების კლინიკაში, მქონდა შეხება არაერთ მოქალაქესთან და მაქსიმალურად ვცდილობდი მათთვის იურიდიული დახმარება გამეწია. მიტარდებოდა ლექციებიც, მართალია თვეში მხოლოდ ორი დღე, მაგრამ ხომ ტარდებოდა? :)) 

მოკლედ, ყველაზე ძვირფასი რაც მე ამ ერთ სემესტრში შევიძინე გამოცდილებაა, ცხოვრებისეული და პროფესიულიც, ხო “ც” თუ ვინმემ შენიშნეთ არ მოგჩვენებიათ, იმიტომ რომ გაცილებით უკეთესადაც შეიძლებოდა პროფესიული გამოცდილების დაგროვება, უკეთესადაც და უფრო ხარისხიანადაც რომ არა ბევრი ხარვეზი ამ კლინიკის, თუმცა ასეა თუ ისეა ამ ეტაპმაც განვლო, საიდანაც დამრჩნენ ადამიანები, რომლებიც ამ ხნსი განმავლობაში შევიძინე და სიამოვნებით გავაგრძელებ მათთან ურთიერთობას. ვერ გეტყვით რომ გადმოსულს სრული კომფორტი დამხვდა, ეს ალბათ აქაურ სტუდენტებს არც გაუკვირდებათ. ტექნიკურ პრობლემებზე მეტად კი თვალში ადამიანთა შორის ურთიერთობების დეფიციტი მომხვდა. ლექციაზე შესულმა ცოტა არ იყოს და გარკვეული სახის დისკომფორტი ვიგრძენი როცა სტუდენტების დამოკიდებულება დავინახე ერთმანეთის მიმართ. ერთმანეთს კონკურენტის თვალით უყურებენ და მზად არიან “ყელი გამოღადრონ” ერთი დამატებითი ქულის გამო, რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქვს აქ საუბარი მაგრამ, ჩემი ერთი მეგობრის თქმის არ იყოს, თეუსუში, როგორც ჩანს, ვარდისფერი სათვალით გვატარებდნენ… არა, არ იფიქროთ რომ კონკურენციის წინააღმდეგი ვარ, ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია პროფესიული ზრდისთვის, ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ერთმანეთის მეტოქეებად აღქმას და ყველაზე ეჭვის თვალით ყურებას… სხვა თუ არაფერი ბოლოს ფსიქიკა დარღვეული შეიძლება თეთრი ბილეთით აღმოჩნდე ერთ-ერთ მეტად დელიკატურ დაწესებულებაში და კვლავაც ვიღაცის მიმართ ეჭვით იყო გამსჭვალული.

ცხოვრების განმავლობაში ადამიანმა ყველაფერი უნდა ნახოს, ესეც უნდა მენახა იმისთვის რომ მსგავსი სიტუაციებისთვის მომავალში მზად ვყოფილიყავი. უნდა მენახა, რათა ჩემს უბის წიგნაკში ადამიანთა ახალი კატეგორიები მომენიშნა. ამ რამდენიმე თვემ თითქოს ცივსისხლიანიც გამხადა და მაინც მადლობელი ვარ თსუ-სი, რომ არა ისინი, მე მსგავს გამოცდილებას ღმერთმა უწყის როდის მივიღებდი.

ასეთი იყო ერთი სემესტრი თსუ-ში, წერას რომ ვიწყებდი მეგონა ცოტა ვრცელი გამომივიდოდა პოსტი, მაგრამ აშკარად სიტყვაძვირი გავხდი ამ ბლო დროს… ასეა თუ ისე, შემთხვევით არაფერი ხდება და ამ ცვლილებებსაც თავისი დანიშნულება ქონია…

მომავალ პოსტამდე, თქვენი ნინაკა … 😉

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

3 thoughts on “თსუ-ს ერთი სემესტრი

  1. ehh ra nacnobi tema da problemebia…….. tan nin jer erti semestri gavida amdeni dawere, da shen naxe 3semestris mere ramdens dawer:D:D

  2. გამოხმაურება: “Rolling In The Deep” | ნინაკას ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s