ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

მსოფლიოს ტრიუმფალური თაღები (ნაწილი I)

8 Comments

გადავწყვიტე გესაუბროთ ტრიუმფალურ თაღებზე, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლებზე, რომლებიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას ამშვენებენ სხვადასხვა დიზაინით.

ტრიუმფალური თაღი როგორც წესი დგას ქალაქის შესასვლელში და წარმოადგენს მონუმენტს რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენის უკვდავსაყოფად, მაგალითად როგორიცაა გამარჯვება, ახალი კოლონიის დაქვემდებარება, სამეფო ოჯახის წევრის გარდაცვალება ან ტახტზე ასვლა და ა.შ.

ყველაფერი კი დაიწყო რომში…

სადაც ტრიუმფალური თაღები განკუთვნილი იყო გამარჯვებულთათვის, რომლებიც მორიგი გამარჯვების შემდეგ საზეიმოდ შედიოდნენ ქალაქში.

რომაულმა თაღმა, რომელსაც ტიტუსის თაღს უწოდებენ, ბევრი პოსტრომაული სახელმწიფო შთააგონა და დღეს უკვე ხშირად ვხდებით სხვადასხვა ქვეყნებში.

ტიტუსის თაღი აშენდა ახ. წ. 82 წელს, იმპერატორ დომიციანეს მიერ თავისი ძმის ტიტუსის ხსოვნისა და მისი გამარჯვების პატივსაცემად, რომელმაც ახ.წ. 70 წელს აიღო იერუსალიმი.

arch of titus

ტიტუსის თაღი

ახლა კი მივყვეთ აგების თარიღის მიხედვით.

პირველი თაღი, რაღა თქმა უნდა რომში გვხვდება, ეს გახლავთ ავგუსტუსის თაღი, რომელიც თარიღდება ძვ. წ.  35 წლით. აიგო იმპერატორ ავგუსტუსის ზეობისას, რომაელი კონსულის ვარონ მურენას (Aulus Terentius Varro Murena) მიერ სალასებზე გამარჯვების აღსანიშნავად.

ავგუსტუსის თაღი

ავგუსტუსის თაღი

შემდეგი თაღი კვლავაც რომშია, უფრო სწორად კი იყო და ისევ იმპერატორ ავგუსტუსის ზეობისას აიგო, რომელიც ამჯერად ძვ.წ. 29 წლით თარიღდება. იგი გახლდათ მემორიალი აქციუმის ბრძოლისა, სადაც ოქტავიანეს ფლოტმა გაიმარჯვა ანტონიუსისა და კლეოპატრას ფლოტზე, სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ რომის რესპუბლიკა გარდაიქმნა იმპერიად. სამწუხაროდ ამ თაღმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა მის არსებობას გვიდასტურებენ ძველი მონეტები, სადაც ის სამთაღოვან ნაგებობად არის წარმოჩენილი.

ავგუსტუსის თაღი

შემდეგი თაღი გვხვდება ხორვატიაში, კერძოდ კი პულაში. ეს არის სერგიის თაღი, რომელიც აიგო ძვ. წ. 29 – 27 წლებში და გახლავთ სამი ძმის მემორიალი (ლიციუს, სერგიუს, ლიპიდუს სერგიები). ისინი მსახურობდნენ მეცხრე ლეგიონში, რომელიც ზემოთ ნახსენებ აქციუმის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ამ თაღმა მიიპყრო ბევრი მხატვრის ყურადღება, თურმე თავად მიქელანჯელოსიც კი.

სერგიის თაღი

სერგიის თაღი

კიდევ ერთ ავგუსტუსის თაღს ვახსენებ, რომელიც გახლავთ იტალიაში, კერძოდ კი ქალაქ რიმინიში, აგებულია ძვ.წ. 27 წელს, ქონგურები დამატებულია შუასაუკუნეებში და აღდგენილია ახ. წ. 18 საუკუნეში.

ავგუსტუსის თაღი, რიმინი

ავგუსტუსის თაღი, რიმინი

ორანჟის ტრიუმფალური თაღი – გახლავთ საფრანგეთში, კერძოდ კი ქალაქ ორანჟში. მისი აგების თარიღი საკამათოა, მაგრამ ბოლო დროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ის იმპერატორ ავგუსტუსის მეფობის დროს აშენდა (ძვ. წ. 63 – ახ. წ. 14). აგებული იყო ყოფილ ვია-აგრიპას გზაზე, გალიური ომების ვეტერანებისა და ავგუსტუსის II ლეგიონის საპატივსაცემოდ. მოგვიანებით ის გადააკეთა იმპერატორმა ტიბერიუსმა გერმანიკუსის მიერ რაინის მიწაზე გერმანულ ტომებზე ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად. 1981 წელს, ორანჟის რომაულ თეატრთან ერთად, ტრიუმფალური თაღი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. (http://ka.wikipedia.org)

ორანჟის ტრიუმფალური თაღი

ორანჟის ტრიუმფალური თაღი

Arc de Berà (Barà) – ეს ტრიუმფალური თაღი გახლავთ ესპანეთში, ქალაქ ტარაგონას ჩრდილოეთით 20 კმ-ში. აგებულია დაახლოებით ძვ. წ. 13 წელს.

Arc de Berà

Arc de Berà

The Pont Flavien – გახლავთ რომაული ხიდი, გადებული მდინარე ტულუბრზე, სამხრეთ საფრანგეთში, ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში. ხიდის ორივე ბოლოს დგას ტრიუმფალური თაღი. აგებულია ძვ.წ. 12 წელს.

The Pont Flavien

The Pont Flavien

დრუსუსის თაღი – მდებარეობა: იტალია, რომი. მისი აგების ისტორია ბუნდოვანია, თუმცა დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის არაა დაკავშირებული გერმანელთა დამპყრობლის, ნერონ კლავდიუს დრუსუს გერმანიკუსის სახელთან. დღემდე თაღის მხოლოდ ცენტრალური ნაწილია შემორჩენილი, არსებობს ვარაუდი იმისა რომ იგი თავის დროზე სამთაღოვანი იყო.

დრუსუსის თაღი

დრუსუსის თაღი

ავგუსტუსის თაღი – მდებარეობა: იტალია, სუზა. აგებულია ძვ.წ. 8 წელს.

ავგუსტუსის თაღი - სუზა

ავგუსტუსის თაღი - სუზა

გლანუმის თაღი – აგებულია დაახლოებით ახ. წ. 10-25 წლებში. მდებარეობა: –  საფრანგეთი, Saint Rémy de Provence.

Arch of Glanum

Arch of Glanum

კარპანტრას თაღი – მდებარეობა:  საფრანგეთი, კარპანტრა. აგებულია ახ. წ. 18 – 19 წლებში.

კარპანტრას თაღი

კარპანტრას თაღი

გერმანიკუსის თაღი – აგებულია ახ. წ. 18-19 წლებში. მდებარეობა: საფრანგეთი, სენტი. იგი აუშენებია ქალაქის ერთ-ერთ მდიდარ მცხოვრებს და მიუძღვნია იმპერატორ ტიბერიუსისა და მისი ორი ნაშვილები ვაჟისთვის, დრუსუს იულიუს ცეზარისთვისა და გერმანიკუს იულიუს ცეზარისთვის.

გერმანიკუსის თაღი

გერმანიკუსის თაღი

ტიბერიუსის თაღი – აგებულია ახ.წ. 35 წელს. მდებარეობა: ლიბია, ალ-ხუმსი. როგორც ირკვევა, ქვემოთ სურათზე მოცემულ თაღებს შორის, შესაძლებელია ყოფილიყო თეატრი. მკვლევარები ფიქრობენ, რომ მსგავსი ტიპის ნაგებობას რაღაც კონკრეტული დანიშნულება უნდა ქონოდა.

ტიბერიუსის თაღი

ტიბერიუსის თაღი

გავის თაღი – აგებულია დაახლოებით ახ. წ. 50 წელს. მდებარეობა: იტალია, ვერონა. ეს თაღი აუშენებიათ ერთ-ერთი ვერონელი ოჯახის, გავის პატივსაცემად.

გავის თაღი

გავის თაღი

Porte Noire – გახლავთ კიდევ ერთი ტრიუმფალური თაღი საფრანგეთში, კერძოდ კი ბეზანსონში. აგებულია ახ. წ. 100 წელს. აგებულია მარკუს ავრელიუსის ზეობის დროს. მასზე ასახული ყოფილა საბრძოლო სცენები ბერძნული და რომაული მითოლოგიიდან, თუმცა დროს ვერც ისინი გადაურჩნენ და სამწუხაროდ მცირე ნაწილია მათგან შემორჩენილი.

Porte Noire. 1825. Besançon

Porte Noire. 1825. Besançon

Porte Noire. Besançon. XXe

Porte Noire. Besançon. XXe

 .

.

.

.

.

.

.

.

Porte Noire

Porte Noire (დეტალი)

ადრიანეს თაღი – უფრო კი ითარგმნება როგორც ადრიანეს კარიბჭე, გახლავთ თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში. აგებულია ახ. წ. 100 წელს იმპერატორ ადრიანეს პატივსაცემად, რომელიც სტუმრად ჩაბრძანებულა ანტალიაში. ნაგებობა სამთაღოვანია და ორივე მხარეს ბოლოვდება კოშკით. როგორც ცნობილია ეს კოშკები თაღთან ერთად არ აუგიათ და აშენებულა შედარებით უფრო გვიან. თურმე თაღს გარშემო ერტყა კედლები, რის გამოც იგი არ გამოიყენებოდა მრავალი წლის განმავლობაში, ამიტომაცაა რომ ასეთ კარგ მდგომარეობაშია შემონახული დღემდე.

Hadrianus Gate

Hadrianus Gate

ტრაიანეს თაღი – აგებულია 113 წელს, იტალიის ქალაქ ანკონაში. იმპერატორმა ტრაიანემ სავარაუდოდ ის ააგებინა თავისი კარის არქიტექტორსა და ინჟინერს აპოლოდარ დამასკოელს, თავისი სამხედრო მიღწევების უკვდავსაყოფად.

ტრაიანეს თაღი ანკონაში

ტრაიანეს თაღი ანკონაში

კიდევ ერთი ტრაიანეს თაღი უნდა დავასახელოთ, რომელიც კვლავაც იტალიაშია, ოღონდ ამჯერად ქალაქ ბენვენტოში. აგებულია დაახლოებით 114 – 117 წლებში.

ტრაიანეს თაღი ბენვენტოში

ტრაიანეს თაღი ბენვენტოში

მეგობრებო, ამ ეტაპზე აქ შევჩერდები, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის. თუ ასეა ნუ დაიზარებთ კომენტარებს. მომავალ პოსტში კი აუცილებლად გავაგრძელებ მათ ჩამონათვალს. 🙂

.

მომავალ პოსტამდე,  თქვენი ნინო! 😉

.

.

გაგრძელება =>  

.

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

8 thoughts on “მსოფლიოს ტრიუმფალური თაღები (ნაწილი I)

  1. momilocavs niin…………. rogorc iqna daiwera es postiiii:))))))))))))) tan dzalian saintereso iyo da moutmernlad veli chamonatvalis gagrdzelebaaaas, tan vici aq ert-erti yvelaze gansakutrebuli tagi ar aris agnishnuli da amitom gagrdzeleba aucilebeliaa!!!!:)))))))

    • მადლობა მარი, მადლობა 😀 ვაღირსე დღის სინათლე პოსტს 😀 ხო იმ განსაკუთრებულ თაღს რაც შეეხება ბოლოსთვის შემოვინახე ტკბილი ლუკმა და იქ გავუკეთებ კომენტარს. 😉 🙂 როგორც უკვე ვთქვი, გაგრძელება აუცილებლად იქნება! 😉

  2. გამარჯობა ნინაკა.
    კარგი ბლოგი გაქვს.
    ერთი რაღაც მაინტერესებს–როგორ დააწერე “read more”–ნაცვლად “ვრცლად”?
    ვერაფრით ვერ მივხვდი.
    იქნებ ამიხსნა როგორმეეე? :))

    • გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის Red Queen, აგიხსნი აუცილებლად, მიყევი ინსტრუქციას: ტექსტს ალბათ წერ Visual-ში ხომ? ვიზუალშივე შეგიძლია მონიშნო ის ადგილი სადაც გინდა რომ შეწყდეს ტექსტი “ვრცლად” ლინკით, შემდეგ გადახვალ HTML-ში და “read more”-ს გვერდზე ადგილის გამოტოვების გარეშე მიუწერ ქართულად “ვრცლად”, “მეტი” ან რასაც გინდა, ისე რომ “read more”-ს არ წაშლი. იმედია გასაგებად ავხსენი, თუ არა მითხარი და კიდევ დავაკონკრეტებ. 🙂

  3. didi madloba ninnaka.. udzalianesad didi madloba :))))))

  4. გამოხმაურება: მსოფლიოს ტრიუმფალური თაღები (ნაწილი II) « ნინაკას ბლოგი

  5. ყველაზე დიდი ტრიუმფალური თაღი რომელია?
    პარიზის თაღზე რომელიც ნაპოლეონის ბრძანებით ააგეს მეორეა სიდიდით და პირველი არ ვიცი რომელია

Leave a reply to ninnaka კომენტარის გაუქმება