ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ადამიანის მეგობარი – ცხოველი

5 Comments

დღეს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე ყოფილა, არ ვიცოდი, მომიტევეთ ჩემო საყვარელო არსებებო და ხშირად ადამიანზე მეტად საყვარლებო და ერთგულებო.

ქეთუსის პოსტიდან შევიტყვე ეს ამბავი და ნამდვილად ვერ შევძლებდი ჩემს საყვარელ გაბურძგნულ არსებაზე რომ არ დამეწერა.

მას კოკი ქვია, დაბადების დღეზე ჩემმა ბიძაშვილმა მაჩუქა, მას შემდეგ 9 წელი გავიდა, მეათე მიედინება, კოკი კი ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. მიუხედავად სახლში ატეხილი აჟიოტაჟისა (ძაღლი სახლში როგორ გავაჩერო?!), კოკიმ დედას გულის დაპყრობაც შეძლო. ისეთი პატარა და უსუსური იყო სახლში რომ მომიყვანეს… სასაცილოდ, საღეჭი რეზინის ყუთიდან იყურებოდა და ათვალიერებდა ღმერთმა უწყის მერამდენედ გამოცვლილ გარემოპირობებს. შავია, უფროსწორად იყო, ახლა ჭაღარა შემოერია. ამ სიტყვებზე მე თვითონაც მეცინება, მაგრამ ჩემდაგასაკვირად ეს შავტუხა ძაღლი გადამითეთრდა და ჭაღარაშერეულ შავგვრემან კაცს დაემსგავსა.

კოკი

კოკი

სასაცილო ვინმეა, სიტყვა “კატის” გაგონებაზე ყეფით იკლებს სახლს, ეზოს, ქუჩას. ამასწინათ კატას ისეთი სისწრაფით გაეკიდა, შემეშინდა არ დაეჭირა და რამე არ დაეშავებინა, მაგრამ ვერ მოასწრო, ფისო ხეზე ახტა და იქიდან ეშმაკურად დაჰყურებდა გაგიჟებულ კოკის.

დედაჩემი ამბობს “დაბრადუშნი” ძაღლიაო. თავიდან მეცინებოდა, მაგრამ მართლა ასეა. როცა ეზოში მიირთმევს საჭმელს, განსაკუთრებით ზაფხულში, ცოტას ჯამში ყოველთვის ტოვებს. თვითონ შორიახლოს მზეს მიეფიცხება ხოლმე. 5 წუთში ჯამის გარშემო ჩიტების მთელი გუნდი იყრის თავს, ისეთი ჭყიპინი ისმის ხოლმე მათი, ადამიანი შეიძლება შეწუხდეს. კოკი რას აკეთებს ამ დროს? მშვიდი თვალებით, მხართეძოზე წამოწოლილი აკვირდება მათ ჟივილ-ხივილს.

სახლში მისულს ყოველთვის პირველი მეგებება, თუ სათანადო ყურადღება არ მივაქციე, მაშინვე ჩემს ჩუსტს სწვდება, ჩემსკენ მოარბენინებს და უკანასკნელ ხმაზე ყეფს. ამით ყურადღებას იპყრობს და ცდილობს მასიამოვნოს… ბოლოს და ბოლოს ჩუსტი მოაქვს ჩემთვის. 🙂

ადამიანივით თავისებური ხასიათი აქვს და საოცრად ჯიუტია. არ იფიქროთ რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაგდებულ ბურთს ან ჯოხს მოატანინებთ, ვირივით დადგება და ყურსაც არ შეიბერტყავს, ვითომც აქ არაფერიაო და სადღაც შორს, ჰორიზონტს გაჰყურებს.

უყვარს კარალიოკი და კიტრი, ხორცი და ძვალი ისედაც იგულისხმება. 😀

რაც მთავარია, მუსიკა უყვარს (ეტყობა რომ ჩემი გაზრდილია 😀 ), უყვარს ნაზი მუსიკა და გასუსულ-გატრუნული უსმენს ხოლმე იმას რასაც მე ვუსმენ.

ვფიქრობ და ვერ წარმომიდგენია როგორ ვიყავი მის გარეშე. ხან ისეთი ნაღვლიანი და ჭკვიანი თვალებით შემომხედავს ხოლმე, მეც სევდა მიპყრობს. არ ვიცი თქვენ, ვისაც ცხოველები გყავთ, გინატრიათ თუ არა, მაგრამ ხანდახან გამჩენია სურვილი, რომ დილით კოკი ადამიანად დამხვედროდა, ან მოლაპარაკე ძაღლად, იმისათვის რომ აღარ იწვალოს ხოლმე თავისი სურვილების და სიყვარულის გადმოსაცემად.

უკვე ორჯერ დაგლიჯა ძაღლმა, ერთხელ თავისზე ორჯერ დიდს შეება და კინაღამ გული წამივიდა, როცა დავინახე როგორ ჩაავლო პირი ძაღლმა კოკის და როგორ დაანარცხა მიწაზე. საცოდავი ისე წკმუტუნებდა… მეც ვიჯექი და მასთან ერთად ვაღვარღვარებდი ცრემლებს. მეორედ კი “ქალის” გამო იჩხუბა! 😀 მომესწრო ბიჭი, მომესწრო! 😀 ყურიდან სისხლი წვეთავდა და სიარულისას წითელ კვალს ტოვებდა, მაგრამ მისი ხმა არ გამიგია, ამაყად შემოაბიჯა ეზოში და დაჯდა, როდესაც შლანგით ცივი წყალი მივუშვი და დავბანე ხმა არ ამოუღია, გაუნძრევლად იდგა, სხვა დროს ისე ცქმუტავს და დახტის ხოლმე, ვერ ვაჩერებთ, ახლა კი ზრდასრულ ადამიანს გავდა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ის, რაც გააკეთა თავისი შედეგითურთ.

ადამიანებო, გიყვარდეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრები, გაითვალისწინეთ, რომ ისინი საოცრად ერთგულები არიან თქვენს მიმართ.

რაც ყველაზე მთავარია, ჩემი კოკი ბევრ ადამიანს მირჩევნია, თუნდაც იმიტომ რომ საოცრად გულწრფელია… ♥

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

5 thoughts on “ადამიანის მეგობარი – ცხოველი

  1. ვაიმე,როგორ მომეწონა პოსტი,როგორი სიამოვნებით ჩავიკითხე!
    რა საყვარელია კოკი ❤

  2. chveni yvelaze simpatiuri da chkviani kokitoo<3<3

  3. ძაღლი ბევრ ადამიანს მირჩევნია. 🙂
    ძალიან მიყვარს ძღლები ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s