ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ბალზაკისეული სიყვარული

4 Comments

“არავითარ ადამიანურ ენას, არავითარ აზრის გამოხატულებას ფერადებსა, მარმარილოსა, სიტყვებსა და ხმებში არ ძალუძს გრძნობის ნერვის, ჭეშმარიტების, სრულყოფის, მოულოდნელობის გადმოცემა! დიახ, ვინც ამბობს _ ხელოვნებაო, ის ტყუილს ამბობს. სიყვარული დაუსრულებელი გარდაქმნის პროცესს გადის, სანამ ჩვენს ცხოვრებას შეერთვოდეს და საუკუნოდ შეღებავდეს მას თავისი ცეცხლისფერი საღებავით. შეერთების საიდუმლოება მიუწვდომელია ათვისებისათვის და გაურბის მხატვრის ანალიზს. ნამდვილი ვნება იხატება ყვირილსა და ოხვრაში, რომელიც მოსაწყენია ცივი ადამიანისთვის…

სიყვარული გულუბრყვილო ნაკადულია, რომელიც მოლის, ყვავილების და კენჭების მიერ გაკეთებულ სარეცელზე მიჩხრიალებს; მაგრამ აი ის ღელედ, მდინარედ იქცევა, თავის ბუნებას და სახეს იცვლის ყოველი ახალი შენაკადის შემდეგ, ბოლოს უსაზღვრო ოკეანეს ერთვის, სადაც უსრულო ჭკუის ადამიანები მხოლოდ ერთფეროვნებას ხედავენ, ხოლო დიდი სულის ადამიანები დაუსრულებელ ჭვრეტაში არიან ჩაფლული.

ვინ გაბედავს აღწეროს გრძნობის ეს გარდამავალი ელფერი, ეს წვრილმანი, რომელსაც ასეთი ფასი აქვს, სიტყვები, რომლისთვისაც ბგერები არ არსებობს ენის სალაროებში, შეხედვანი, რომელნიც უფრო ნაყოფიერნი არიან, ვიდრე უმდიდრესი პოემები? თითოეულ ამ მისტიკურ სცენაში იხსნება უფსკრული, რომელსაც შეუძლია მთელი ადამიანური პოეზია ჩანთქას. როგორ გაგიმარტო სულის ცოცხალი და იდუმალი მღელვარებანი, როცა მშვენიერების ხილულ საიდუმლოებათა გადმოსაცემად სიტყვები არ გვყოფნის? რა ჯადოქრობაა! რამდენი საათი გამიტარებია ენით გამოუთქმელ ექსტაზში, როცა მხოლოდ მისი ცქერით ვტკბებოდი. რით ვიყავი ბედნიერი? თვით არ ვიცი. თუ ამ წუთებში მისი სახე განათლებული იყო რაღაც ფენომენის წყალობით ის გაბრწყინებული მეჩვენებოდა. სილამაზის ყოველი ელფერი ახალი დღესასწაული იყო ჩემი თვალისთვის, უცნობ ნეტარებას ანიჭებდა ჩემს გულს. სახის ყოველ ცვლილებაში მე მინდოდა გრძნობა, იმედი წამეკითხა. ეს სულთა უხმო საუბარი გარდამავალი სიხარულით იყო მდიდარი, იგი ჩემზე უღრმეს შთაბეჭდილებას ახდენდა, მისი ხმა ჩემში იწვევდა რაღაც სიშმაგეს, რომელიც მე თვით ვერ მომესპო…”

ონორე დე ბალზაკი, ნაწყვეტი “შაგრენის ტყავი”-დან.

p.s. არამგონია ამის შემდეგ ვინმემ რაიმე ახალი თქვას…

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

4 thoughts on “ბალზაკისეული სიყვარული

  1. ნამდვილად ასეა, ახალი აღარაფერია დასამატებელი, გარდა იმისა, რომ ძალიან ძნელია…
    ეს ფოტო დიდი მიგნებაა ამ პოსტისთვის, შინაარსობრივად არის რაღაც დიდი საერთოდ ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s