ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

მომენატრე ჩემო გენიოსო!

6 Comments

ამ ბოლო დროს საშინელი ნოსტალგია დამჩემდა. საერთოდ იშვიათად მჩვევია ასეთი სენტიმენტალური სისუსტეები, მაგრამ აი დამიდგა ის მომენტი როცა საშინელი მონატრება ვიგრძენი. მომენატრა ჩემი უბედურის ერთი! 🙂

ძალიან ძნელია იპოვო მეგობარი, მითუმეტეს კარგი მეგობარი! აი მაშინ ხარ ბედნიერი როცა შენ ამას შეძლებ. მაშინ მიხვდები რომ ღმერთმა ძალიან დიდი საჩუქარი გამოგიგზავნა და ეს საჩუქარი უნდა დააფასო.

ადამიანები… ჩვენ ერთმანეთის საჩუქრები ვართ, თუმცა ამას ხშირად ვერ ვხვდებით და ვერ ვაფასებთ. მეგობრობაზე ძვირფასი და ღირებული კაცთა შორის არც ერთი გრძნობა არა არის!

დღეს დილით გავიღვიძე და ხელი ტელეფონისკენ გამექცა, შენთვის უნდა მომეწერა sms: სანამ წავალ გადმო ყავა დავლიოთ-მეთქი, მიუხედავად იმისა რომ ყავა არ მიყვარს!  ეს ისე ინსტინქტურად გავაკეთე რომ მერე ჩემს თავზე მომივიდა გული. შენ ხომ იცი რომ მე მარტო შენს მოდუღებულ ყავაზე ვგიჟდები? კი იცი!

გახსოვს სულ რომ ვკამათობდით ხოლმე? “ნინ ბოლოს მე ვიყავი, შენი ჯერია გადმოსვლის!” “არა ნინ მე ვიყავი ბოლოს!” შენი აღშფოთებული ხუმრობა ნარევი აქცენტიანი “რას “ლ”აპარაკობ!” ჩემი აღშფოთება: “რა ნახე!” 🙂 “გოგო ბექჰემმა დამირეკა და მითხრა ბავშვი შენ უნდა მოგანათვლინოო.” “ეგ უნამუსო, არა და მე მპირდებოდა!” :))) ასეთ დიალოგს ხშირად მოყვებოდა აქეთ იქიდან პროტესტი, ვიღაცას არანორმალურები ეგონებითო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ყველაზე ნორმალურები ვართ დედამიწის ზურგზე? რა თქმა უნდა ვიცით! შენი ჭკუის დარიგება მომენატრა, ჩემი ჭკუის დარიგებაც, ჩვენ ხომ ერთმანეთს სულ რაღაცას ვუსწორებდით, სულ რაღაცაზე ვეკამათებოდით და ბოლოს ერთ დასკვნამდე მივდიოდით. ჩვენი მსჯელობა მომენატრა…

ნინ მე და შენ არ ვგავართ ერთმანეთს, პირიქით, ისეთი განსხვავებულები ვართ რომ დედაჩვენებს სულ უკვირდათ როგორ უგებთ ერთმანეთსო. შენ ქერა ხარ, მწვანეთვალება, მე შავგვრემანი. შენ ხელოვანი, მე იურისტი (ხელოვნებისკენ მიდრეკილი). შენ ყავა გიყვარს, მე ჩაი. შენ – წვიმა, მე – მზე. შენ – ინგლისი, მე – იტალია. ჩაცმის სტილითაც განსხვავებულები ვართ, შენ თავისუფალი, გიჟური და ცოცხალი გარდერობი გაქვს, მე კი მკაცრი და კლასიკური. შენ თმას შაბიამნისფრად იღებავ და ცალ გვერდს იპარსავ, მე კი თმა ვერ შემაღებინე! შენი განუყოფელი და საყვარელი კეტები, რომლებიც მაინც ჩავტენეთ შენს ჩემოდანში, გახსოვს? ჩემი კი მაღალი ქუსლები…

საერთო ჩვენ ყველაზე მთავარი გვაქვს, ჩვენი თბილი მეგობრობა! ჩვენ ერთმანეთით ვართ მდიდრები და რაც ყველაზე მთავარია ამ მეგობრობას ქვეყნის საზღვრები ვერაფერს დააკლებს.

.

მომენატრე ჩემო გენიოსო!  :*

.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

6 thoughts on “მომენატრე ჩემო გენიოსო!

  1. მომეწონა!!!
    ძალიან მაგარია. ანახე ეს პოსტი შენს მეგობარს თუ აქამდე არ უნახავს :))

  2. საერთოდ ყველას ვუსურვებ ნამდვილი და კარგი მეგობრის ყოლას და კარგია განსხვავებულიები რომ ახრთ ასე უფრო მრავალფეროვანი იქნება მეგობრობა, ჩემი მეგობრებიც ჩემგან რადიკალურად განსხვავებულები არიან. კარგი პოსტია, საოცრად თბილი და დადებითი :*

  3. ❤ რა კარგია : ))
    ბლოგიდან გასვლა მინდა მაგრამ, მართლა რა კარგია იცი? :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s