ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

Piano Recital

33 Comments

ამ დღისთვის ლამის 1 თვით ადრე დავიწყე მზადება. მზადება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ტვინის წაღება უფრო შეეფერება (რეალურად ვაფასებ ფაქტებს). ერთი სული მქონდა როდის ჩაეშვებოდა ბილეთები გაყიდვაში რომ გავქცეულიყავი და მეყიდა. მანამდე კი რა თქმა უნდა ყველა შევაღონე მასზე საუბრით, როგორც მჩვევია აღფრთოვანებული, ემოციური გამოსვლებით (როცა რაღაც/ვიღაც ძალიან მომწონს და მიყვარს სულ მასზე ვსაუბრობ მთელი გატაცებით და როგორც წესი ჩემი მეგობრები ამ ჩემს “სიგიჟეს” მოთმინებით იტანენ და ეგუებიან).

როგორც უკვე მიხვდით, ვალერიან შიუკაშვილის კონცერტზე მაქვს საუბარი, სახელწოდებით “Piano Recital”. 15 ნოემბერს ისეთი შემართებით წავედი კონცერტზე, დარწმუნებული ვიყავი იქიდან აღფრთოვანებული დავბრუნდებოდი და ისევ, როგორც მჩვევია, შთაბეჭდილებებით სავსე კიდევ 1 თვე გავაგრძელებდი ამ კონცერტზე საუბარს.

ჩემი პირველი დისკომფორტი რამაც გამოიწვია – დაგვიანება იყო. ადამიანში ძალიან ვაფასებ პუნქტუალობას, რადგან მეც ასეთი ვარ, სხვისგანაც იგივეს მოვითხოვ.  აქ კი ქართული ტრადიცია არ დაირღვა და კონცერტი 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო. არ შევიმჩნიე და საკუთარ თავს არ გამოვუტყდი რომ ერთი მინუსი კონცერტის დაწყებამდე მომხვდა თვალში. ბოლოსდაბოლოს ვალერიან შიუკაშვილის კონცერტია, ნინო! თვალში როიალთან მდგარი სკამი მომხვდა, რომელიც აშკარად არ შეეფერებოდა არც როიალს და არც პიანისტს… ასეთ სკამს ნებისმიერ ოფისში ნახავთ, ისიც მხოლოდ მოსაცდელ დარბაზში… მეხამუშა, დისკომფორტი კიდევ უფრო გამიმძაფრდა… არაუშავს ნინო, შიუკაშვილის კონცერტია!

კონცერტის დაგვიანებაზე ფიქრი და შფოთვა ერთმა საყვარელმა ღამურამ გადაგვატანინა, საიდან მოხვდა საკონცერტო დარბაზში ვერ გეტყვით, დარბაზს გარს უვლიდა და ხალხს აშინებდა, ხან ვის ჩაუქროლებდა და ხან ვის. ამასობაში დროც გავიდა და აი ისიც… როგორც იქნა! გამოვიდა სცენაზე და ველი რომ მოგვესალმება და რამე თბილ სიტყვებს გვეტყვის ჩვენ, მის ერთგულ მსმენელებს და თაყვანისმცემლებს… მაგრამ… ნურასუკაცრავადო! მაშინვე როიალს მიუჯდა და დაიწყო…

შესრულება ფანტასტიური, შერჩეული ნაწარმოებები განუმეორებელი, ბოლოსდაბოლოს პროგრამა ისეთი არაჩვეულებრივი კომპოზიტორებისგან შედგებოდა როგორებიც არიან შოპენი, ბრამსი, მოცარტი, ლისტი…

ჩაბნელებულ დარბაზში მხოლოდ მისი სილუეტი მოჩანდა როიალთან ერთად და… ორი ღამურა… პირველმა ძმაკაციც მოიყვანა როგოც სჩანს… უვლიან დარბაზს ბრამსის ჰანგებზე, შოპენიც მოსწონთ… უცებ თვალწინ დამიდგა მთვარის შუქზე განათებული დიდი ციხესიმაგრე, ხრიოკ ადგილას, სადაც ნორმალურად არც ერთი მცენარე არ ხარობს, ღამურებით გარშემორტყმული და პიანისტი, რომელიც სანთლის შუქზე განათებულ დარბაზში მარტო ზის და თავისი სიამოვნებისთვის უკრავს, უკრავს და ახმაურებს გამოყრუებულ ალაგას… რაღაც რომანტიული ვიგრძენი… როგორც მჩვევია სასიამოვნო მუსიკის ფონზე ძალიან ბევრი აზრი და ფიქრი მოიყრის ხოლმე გონებაში თავს, თან ვუსმენ და თან გონებაში კადრებად ვალაგებ თითოეულ ნოტს, ბგერას, აკორდს… ეს ჩემი ნეტარებაა, ეს ჩემი ნირვანაა, რომელსაც ვერავინ წამართმევს…

მაგრამ…

ის ის იყო მოვდუნდი და შევედი აზარტში რომ დარბაზში სინათლე აინთო. სკამიდან უცებ წამოვიწიე, ავტომატურად ვუკრავ ტაშს შესრულებით აღფრთოვანებული და გაუგებრად ვიყურები, ჯერ ხომ მხოლოდ ერთი საათი გავიდა კონცერტის დაწყებიდან, მხოლოდ ერთი საათი! პიანისტი თავს გვიკრავს და კულისებისკენ გარბის. ტაში არ წყდება…

ბის, ბის!!!

გამოდის, კვლავაც თავს გვიკრავს და ისევ კულისებისკენ გარბის…

საბოლოოდ ბისზე 2 ნაწარმოები შეასრულა, ბოლო კი “მეგრული ნანა” გახლდათ. მაყურებელი კი არ ჩერდებოდა, კვლავაც ისმოდა: “ბის! ბის!” კულისებიდან, თმის რხევით გამოდის პიანისტი, კვლავაც თავს გვიკრავს მადლობის ნიშნად და ხელებს კატეგორიულად ასავსავებს, ნიშნად იმისა რომ მეტს აღარ შევასრულებო. ხალხი ჩამშვიდდა…

მე კვლავაც მგონია რომ კონცერტის პირველი ნაწილი დასრულდა. არ მეყო, სიცარიელე დამრჩა, ვერ ავივსე ბოლომდე და რაღაც დამაკლდა. “მარილი” დიახ “მარილი” დამაკლდა. გამოვედი და იქვე მდგარ თეატრის თანამშრომელს ვეკითხები: “უკაცრავად კონცერტის პირველი ნაწილი დასრულდა თუ მთლიანად კონცერტი?” გოგონა უემოციოდ გაღიმებული სახით მიყურებს და მპასუხობს: “კონცერტი დასრულდა, ჩვენც გვეგონა რომ ორ ნაწილიანი იქნებოდა და თურმე შევცდით.”

შეცდნენ? კი მაგრამ საათი და ათი წუთი ასეთი კონცერტისთვის საკმარისია? მე არ მყოფნის, მე მშიერი წამოვედი გუშინ კონცერტიდან… პიანისტი, რომლისგანაც დიდ ხანძარს ველოდი სცენაზე, უბრალო კოცონით შემოიფარგლა… პიანისტი რომელსაც დიდ პატივს ვცემდი არც კი მომესალმა და კონცერტის დასრულებისას მადლობაც კი არ მითხრა რომ მის საღამოს დავესწარი, დამშვიდობებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

უცებ ჩემი თავი გამახსენდა, როცა ჯერ კიდევ მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი და კონცერტებზე გამოვდიოდი. მაშინ არც დარბაზთან მისალმება იყო საჭირო, არც გამოლაპარაკება და მათთან ურთიერთობა. გამოვიდოდი, დავუკრავდი, მივიღებდი კუთვნილ აპლოდისმენტებს, რომელიც ესოდენ სასიამოვნო იყო ჩემთვის, მადლობისა და შეფერების ნიშნად თავს დავუკრავდი და კულისებისკენ ჰერი… ჰერი… ჩემდა გასაკვირად სწორედ მსგავსი კონცერტი დამიგდა თვალწინ, მცირედი სახეცვლილებით, შემსრულებელი ვალერიან შიუკაშვილი გახლდათ, დარბაზი კი რუსთაველის თეატრში.

მეტი იყო საჭირო, მეტი! ძალიან პრეტენზიული ხარო მითხრეს. ვაღიარებ ვარ პრეტენზიული, თუმცა არ ვითხოვ იმაზე მეტს ვიდრე მეკუთვნის. როგორც მსმენელს მეკუთვნოდა მეტი ორგანიზება, მეტი სითბო შემსრულებლისგან, ყურადღება… მე კი მარტო დავრჩი, შემსრულებელი საერთოდ არ ცდილობდა მაყურებლისთვის დაკვრას, ასრულებდა თავისი სიამოვნებისთვის და სულ არ აინტერესებდა ჩვენი “ბედი”.

დიდი იმედი მაქვს ოდესმე მაქსიმ მრვიცას კონცერტს დავესწრები, იმედია ისიც ასე არ დამაიგნორებს და მხოლოდ თავის დაკვრით არ შემოიფარგლება კონცერტზე.

პატივისცემით და დიიიიდი სიყვარულით თქვენი ნინაკა!

პ.ს.  ძალიან მინდოდა მისი შესრულებით “დაისი” მომესმინა, განუმეორებელია. მაგრამ სულ ტყუილად… მიუხედავად ყველაფრისა კონცერტით მაინც ვისიამოვნე! 😉

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

33 thoughts on “Piano Recital

  1. ეტყობა კარგად არ გადაუხადეს ან რავიცი, ამ დიდ ადამიანებს რას გაუგებ, პოსტი ძალიან მომეწონა 🙂

    • მიზეზი ნამდვილად ვერ ვიპოვე, მიფუჩეჩებულის შთაბეჭდილება დამრჩა და გული დამწყდა. 😦
      მადლობა ლან შეფასებისთვის. :*

  2. niiiiiin,namdvilad ar xar pretenziuli.piriqit, es gulwrpeli da absoliturad satanado shenishvnaa. tan tu ar moitxov maqsimalurs,xom ici..,.:))))))

  3. ვაპირებდი მოსვლას, მაგრამ გარკვეული მიზეზებით ვერ მოვახერხე. თნ ოგორც ხამი, უკმაყფილო მაინც არ დავრჩებოდი 😀
    მრვიცა ❤

    • მთლიანობაში, რომ ვთქვა უკმაყოფილო ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება, ბოლოს და ბოლოს შიუკაშვილის კონცერტი იყო! არაჩვეულებრივი შემსრულებელია, მაგრამ ეტყობა მე ვარ ძალიან პრეტენზიული. :/ რას ვიზამ ასეთად გამაჩინა დედაბუნებამ. :)))

      პ.ს. მიხარია მაქსიმის კიდევ ერთი თაყვანისმცემლის აღმოჩენა. :))

      • სმნით დიდად ვერ დავიკვეხნი მე! პირიქით. უბრალოდ ასეთი მუსიკა მომწონს. ამ სფეროში გაუნათლებლობის ბრალია, ალბათ. მცოდნე კი , რა თქმა უნდა, პრეტენზიული იქნება.
        პ.ს. გვერდის მუსიკალურმა გაფორმებამ მომხიბლა. ტანგოზე ვგიჟდები. და ფლამენკოზე კიდე ვიბურძგლები. მრვიცა ერთმა მეგობარმა გააცნო მე :))

  4. იშვიათია ადამიანი, რომელსაც კლასიკა მოსწონს და ძალიან კარგია ეს, მერე რა რომ არ გაქვს მუსიკალური განათლება, ხარვეზებს მახვილი თვალი და ყური ყოველთვის შეამჩნევს.

    პ.ს. მიხარია რომ მოგეწონა მუს. გაფორმება, ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე მუსიკაა და ძალიან ბედნიერი ვარ როცა თანამოაზრეს ვპოულობ ხოლმე ასეთ საკითხებში. 🙂 რაც შეეხება მაქსიმს, ის ჩემი მუს. თანამგზავრია აგერ უკვე 7-8 წელია და გარშემო მგონი ყველას შევუჭამე ტვინი და მიტანენ ჩემი მაქსიმიანად, მეტი გამოსავალი არ აქვთ. :)))

  5. აუუ… ძალიან მაგრი იყო! 🙂

  6. ყველა ვინც ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტზე იყო გთხოვთ წაიკითხეთ ეს და შეაფასეთ!!!!!! თვითონ სტატია ცოტა დიდია მაგრამ არ დაგეზაროთ:):)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  7. eseigi shepaseba saocari!!:DDDDDDD
    da dzalian maineresebs aseti axlobeli tu xar ratom shen ar axvedi scenaze da ar miuloce???? valerian shiukashvils unda gaxseneboda rom mogsalmeboda?

    • ზაკო თუ კარგად დააკვირდი პოსტს მიხვდებოდი რომ პირად სალამზე არ მქონდა საუბარი, მე მაყურებელთან, მსმენელთან კონტაქტის ნაკლებობას გავუსვი ხაზი და არც ის წერია სადმე რომ მე ვალერიან შიუკაშვილის ახლობელი ვარ… მე ვსაუბრობ მსმენელის კუთხიდან რაც დამაკლდა და ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას რომ მე ვალერიან შიუკაშვილი არ მომწონს და პატივს არ ვცემ, ეს ასე რომ ყოფილიყო კონცერტს არავითარ შემთხვევაში არ დავესწრებოდი. მგონი უფლება მაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის, მადლობა ყურადღებისთვის.

      • gasagebia chemo kargo…. es sheni piradi azria da mesmis magram mtlianobashi shinaarsi mkitxvelisatvis dzalian arasasiamovno gantzkobas qmnis…. 1:15 tzuti sruliad sakmarisia koncertisatvis…. mere kide 14 noembers 3 tve shesrulda rac valerianma infarkti gadaitana da miuxedavat kvelaprisa ese sheasrula da sjobda mis shesrulebaze kofiliko saubari magram es chemi saqme ar aris sorry tu rame zedmeti momivida 🙂

    • მე მისი ინფარქტის შესახებ მხოლოდ გუშინ გავიგე და ძალიან ვწუხვარ, ეს პოსტი უკვე დაწერილი მქონდა. ბევრი რამ შემდეგ გახდა ნათელი ჩემთვის და გასაგებიც აღმოჩნდა წვრილმანი ხარვეზები. მე მის შესრულებაზე ავღნიშნე კიდეც რომ არაჩვეულებრივი იყო და განუმეორებელი. მის კონცერტს კვლავაც დიდი სიამოვნებით დავესწრები, იმიტომ რომ მისი ნიჭის თაყვანისმცემელთა რიცხვში შევდივარ. თუმცა ხარვეზზე მითითება მაინც არ მგონია რომ ცუდ ტონად გამოჩნდეს, მე ეს საწყენად და შეურაცხყოფის მისაყენებლად ნამდვილად არ დამიწერია როგორც ბევრმა აღიქვა. კარგ მთქმელს კარგი გამოგონეც სჭირდებაო ნათქვამია.

    • გასაგებია და თუ ასე გაგაღიზიანათ ამ ორმა სიტყვამ მის მოშორებას წინ არაფერი უდგას.

  8. Ninakaaaa, shen patara “musikoso” shena :))))))) es “daisi” ki ara “Qeto da kotedan ” aris :)))))))) ise, marto rom xar , Valerianis bralia?! zalian vixalise, ai zalian!!!!! :)))))))))

    • თამუნა მუსიკოსობაზე თავს არ ვდებ, იმიტომ რომ მუსიკოსი არ ვარ. და რაც შეეხება “შეცდომის” გასწორებას: მე ფალიაშვილის ოპერა “დაისში” არ ამრევია დოლიძის “ქეთო და კოტე” ამაში დარწმუნებული იყავი. ძალიან კარგად ვიცი საიდან რა არის, თუმცა რომ დააკონკრეტე ამისთვის მადლობას გეტყვი.

      P.S. ძალიან მაინტერესებს ჩემი მარტო ყოფნა საიდან დაასკვენი. :)))))

  9. Ninakaaaa, FB-ze tu arsebob , damomegobre, raaaa…. saqme maqvs shentan-PIRAGI!!!!!!!:))))))))) martla …:D

    • თამუნა თუ რამე საქმე გაქვს ბლოგზე საკონტაქტო ინფორმაცია დევს და თავისუფლად შეგიძლია შენი “PIRAGI” საქმე იქ მომწერო. 😉

      მადლობა ყურადღებისთვის. მართლა… 😉

  10. ძალიან საინტერესო პოსტია. გულწრფელი და სიყვარულით სავსე. ასე დადებითი განწყობით (სიყვარულით) გაკრიტიკებას ბევრი პროფესიონალი კრიტიკოსიც ვერ ახერხებს. ყოჩაღ, ძალიან მომეწონა!

  11. გეტყობა რომ საშინლად იმედგაცრუებული ხარ.
    სუბიეტური მაგრამ მაინც ობიექტური პოსტი იყო : )

    • იმედგაცრუებული ვარ იმდენად რამდენადაც ასეთი დონის პიანისტისგან მეტ ორგანიზებას მოველოდი, თუმცა როგორც აღმოჩნდა 3 თვის წინ ინფარქტი გადაუტანია და გასაგები აღმოჩნდა ეს ხარვეზები ჩემთვის, მე ეს სამწუხაროდ გვიან გავიგე. 😦

      • მაშინ ხარვეზებიც გასაგებია.
        კლასიკური მუსიკა ძალიან მომწონს თუმცა ტყუილი იქნება თუ ვიტყვი რომ ხშირად ვუსმენ ან თვალს ვადევნებ თანამედროვე შემსრულებელ-კომპოზიტორებს, მაგრამ საამაყოა ასეთი დონის ქართველი შემსრულებელი და პიანისტი.

    • გეთანხმები ჭიამარია, ნამდვილად საამაყო ადამიანია, მე პირადად ძალიან მომწონს ❤

  12. გამოხმაურება: იუბილარი | ნინაკას ბლოგი

  13. ninaka pirvelad gexmaurebi dzalian momcons komentari; karg mtkmels kargi gamgone unda chemo kargo. getanxmebi misalmebas da madlobis gamoxatvis msmenelamde mitanas ra unda sul ori sitkvis tkma, tundac patara g i m i l i. ratomgac es chveva amovarda carmatebuli xalxis kcevidan.

    • მადლობა მანანა კომენტარისთვის და მიხარია რომ შენი აზრი დააფიქსირე. 🙂 მართალი ხარ, “ratomgac es chveva amovarda carmatebuli xalxis kcevidan.”

  14. ”პიანისტი, რომელიც სანთლის შუქზე განათებულ დარბაზში მარტო ზის და თავისი სიამოვნებისთვის უკრავს, უკრავს”

    ”რომელი ქართველის სახელი შეიტანეს ოქროს ასოებით წიგნში „XXI საუკუნის ვარსკვლავები“ და რატომ ვერ აღიქვამს ის თავის წარმატებას”
    2011-05-24
    კატო ჟღენტი

    ინტერვიუ შიუკაშვილთან
    ”– თუ აქვს თქვენთვის მნიშვნელობა, ვინ ზის დარბაზში თქვენს კონცერტზე?

    – როგორც კი ხელოვანი ვინმესთვის იწყებს დაკვრას (მნიშვნელობა არ აქვს, ვინც გინდა იყოს), ის რაღაცას აკლებს მუსიკას. ჩემთვის ყველა მსმენელი ერთია, რადგან იგი მოსასმენადაა მოსული და კარგი მუსიკა უნდა მოისმინოს.

  15. ძალიან მჭირდება დახმარება:((
    ეგეთი ვიდეო ვნახე რამოდენიმე თვის უკან
    http://www.youtube.com/ ზე, სადაც პიანისტი გამოდის და პროტესტის ნიშნად არაფერს უკრავს, უბრალოდ ფურცლავს ნოტების რვეულს, გთხოვთ დამილინკეთ ტუ იცი (((

    • tatuliko სამწუხაროდ ის ვიდეო რომელიც შენ აღწერე არ ვიცი, სიმართლე გითხრა დავინტერესდი კიდეც ამ ვიდეოთი, თუმცა უშედეგოდ ვეძებე. თუ ვიპოვე ამ პოსტზე აუცილებლად დავდებ შენი კომენტარის პასუხად. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s