ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

აურზაური

6 Comments

ლოგინში უაზროდ ვწრიალებ, ვიცი რომ უნდა დავიძინო, ხვალ ადრე ვარ ასადგომი. დავხუჭავ თვალებს და ისევ ერთი და იგივე აზრები მომდის თავში: “თემის სათაური, ნეტა ზოგადი ხომ არაა?” “სტრუქტურა შესაცვლელი მაქვს, არ მომწონს, რა ჩავამატო ან რა ჯანდაბა ამოვიღო, ან საერთოდ ნორმალურია კი?” “5-ში პირველწყაროს ანალიზი!” ჯანდაბა! სად ჯანდაბიდან მოვიტანო?” “ნინო რა მაზოხისტი ხარ, მაინცდამაინც შენ უნდა დაწერო იმაზე რაზეც საქართველოში ჯერ არ უფიქრიათ?” ვხვდები რომ საკუთარ თავს მე თვითონ ვუქმნი პრობლემებს, თუ რა თქმა უნდა ამას შეიძლება პრობლემა დავარქვათ. მე თვითონ ვირთულებ საქმეს და ყოველთვის ვეჭიდები ისეთს რასაც დიდი წვალება, ნერვიულობა და კიდევ ათასი მსგავსი უბედურება მოაქვს და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ვუსვამ შეკითხვას: “ნინო! როდის მორჩები საკუთარი თავის ექსპლუატაციას? როდემდე იქნები მაზოხისტი?” კითხვას ვსვამ და საკუთარი კატეგორიულობა მანცვიფრებს. პასუხი მე თვითონაც არ ვიცი, ნეტა საიდან დამყვა ასეთი საშინელი ხასიათი? დამიდგა წამი როცა საკუთარ თავს ვერ ვიტან და გაცოფებული ისევ გვერდს ვიცვლი და ფანჯრისკენ ვბრუნდები. ოთახი ჩაბნელებულია და თოვლზე ანარეკლი ლამპიონების შუქი ფანჯრიდან მანათებს. პირველად ვიგრძენი რომ ზამთარი დადგა. ფიქრები ისევ ამერია, რაზე ვფიქრობ მე თვითონაც ვერ გამირკვევია, თხუთმეტი აზრი ერთად მომდის თავში და ვეღარ ვახარისხებ. ადამიანები, საგნები, გრძნობები, სიტყვები… სრული აურზაური მაქვს თავში. ნერვებმოშლილი თავზე საბანს ვიფარებ და აღარც ფანჯრის დანახვა მინდა, აღარც თოვლის და საერთოდ არაფრის, ფიქრებს მინდა გავექცე.

სახლში საოცარი სიჩუმეა, ქუჩიდან მანქანის ხმაც კი არ შემოდის, სიცოცხლე არ იგრძნობა, დილის 4 საათია. როგორც წესი ამ დროს მოსახლეობის 95%-ს მაინც სძინავს. ავდგე კომპიუტერი ჩავრთო? არა არ მინდა, ამომივიდა უკვე ყელში! დამეთხარა თვალები! ეგ უმადური “არსება”, ერთი სტატია და სასამართლოს გადაწყვეტილება ენანება ჩემთვის! ისევ ფიქრები, ისვ აურზაური, თითქოს ჩაბნელებულ, გასუსულ ოთახში კი არ ვარ, ხალხით სავსე დიდ დარბაზში, სადაც ყველა ერთად ყაყანებს, არცერთის საუბარი არ მესმის, არა და ყველა ცდილობს რაღაც გამაგებინოს, ერთმანეთს არ უთმობენ.

თვალ წინ მიდგება განვლილი დღე, თოვლის ფიფქები, ნემსებივით რომ მესობოდა გაყინულ სახეზე და ჩემი საოცარი სიმშვიდე, რომელიც ამ ერთმა საღამომ მომანიჭა. მივდივარ ქუჩაში და არაფერზე ვფიქრობ, ვაკვირდები გამვლელებს და ქუჩებზე აკიაფებულ ლამპიონებს. თავში არანაირი აზრი, არანაირი სურათი, არანაირი გრძნობა გარდა სიმშვიდისა. ხანდახან მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის გაღიმებული სახე მიდგება თვალწინ და მეც სულელივით მეღიმება. მე თვითონაც მიკვირს ჩემი თავის, მაგრამ ეს ღიმილი ჩემი წამალია და მამშვიდებს, აი ახლაც, თითქოს თავში ყველაფერი დალაგდა და დღის გეგმაც კი შევადგინე. საბანი გადავიწიე თავიდან და ღრმად ჩავისუნთქე ჟანგბადი, წამოვდექი, ფანჯარა გავაღე და ფიფქებს ხელი გავუწოდე…

როდის მოვასწარი ამ ფიფქების შეყვარება? მე თვითონაც არ ვიცი…

.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

6 thoughts on “აურზაური

  1. რა საყვარელი ხარ ნიინ :**

  2. მე და შენ ერთნაირი კარმა დაგვყვება თან. 😦

    • შენც კაი მაზოხისტი ხარ აქსიომ ჩემი არ იყოს. :))) ყველაფერი კარგად იქნება! ეგ მოწყენილი სმაილი სულ აღარ გაგახსენდება, აი ნახავ. :)) :*

  3. ისევ მომინდა ამ პოსტის წაკითხვა…. როგორი ჩემია აზრზე არ ხარ… და ხან და ხან მინდა ისეთივე ვიყო, როგორიც შენ ხარ– მოლოდინის და იმედის მხევალი ( ამ სიტყვების ყველაზე კარგი გაგებით) . 🙂

    • აქსიომ :** როგორ მესიამოვნა ამ კომენტარის წაკითხვა ვერც კი წარმოიდგენ. მადლობა შენ ამ თბილი სიტყვებისთვის. :* :)) რა საჭიროა იყო ისეთი როგორიც სხვაა, როცა ისეთიც ძალიან კარგი და საყვარელი ხარ როგორიც ხარ 😛 ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s