ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

“Rolling In The Deep”

6 Comments

დასაწყისს ვეძებ და არ ვიცი საიდან დავიწყო, წლევანდელი წლის დახასიათება მინდა და ვფიქრობ ღირს თუ არა, მალე ბლოგი ერთი წლის გახდება და იმ პერიოდისთვის ვგეგმავდი შემაჯამებელ პოსტს, მაგრამ განწყობა მაქვს ისეთი, მომინდა თქვენთვის მთელი წლის ამბები მოკლედ მომეყოლა.

დავიწყოთ იმით, რომ წელიწადი დავიწყე ბლოგის შექმნით, ეს ჩემი პირველი სიახლე იყო ამ წელს და ვფიქრობ არც თუ ისე ურიგო. რატომ შევქმენი ბლოგი? პასუხს ვერ გაგცემთ, უბრალოდ მინდოდა მეწერა, მეწერა იმაზე რაც ჩემს გონებაში ტრიალებს და დავიწყე. ბლოგს არანაირი მიმართულება არ აქვს, ვწერ როგორც კულტურაზე ისე პირად თემებზე, მოკლედ როცა რა გამიხარდება იმას ვთავაზობ მკითხველს და იმედია არ მიწყენენ ჩემი ცვალებადი თემატიკის გამო. შევიძინე ერთგული მკითხველები და აღმოვაჩინე ის, რომ გულწრფელად ვწერ რამდენიმე ადამიანის გამო და მათი აზრი ყოველთვის მაინტერესებს, დაწყებული დიზაინიდან, დამთავრებული თემატიკით და წერის სტილით. რა მომიტანა ბლოგმა და რა არა, ამას ბლოგის დაბადების დღისთვის გამცნობთ, ახლა კი უბრალოდ წელიწადს შევაჯამებ.

შემდეგი სიახლე თეუსუ-სა და თსუ-ს გაერთიანება იყო. რომ გითხრათ გამეხარდა-მეთქი, ნამდვილად ტყუილი იქნება. თუმცა შევეგუე უკვე და თავსაც მშვენივრად ვგრძნობ, ახალი ნაცნობებიც არაჩვეულებრივები აღმოჩნდნენ, საბოლოო ჯამში ამ ეტაპზე უკვე კმაყოფილი ვარ ამ ცვლილებით. მერე იყო იურიდიული კლინიკები, თბილისელების ადვოკატები, სადაც დღემდე განვაგრძობ “მოღვაწეობას” და უახლოეს მომავალში დამშვიდობებასაც ვგეგმავ. ამ პროექტის ფარგლებში საკმაოდ ბევრი ადამიანი გავიცანი, აქედან კი რამდენიმესთან ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვიმედოვნებ მომავალშიც ასე გასტანს. ამ პროექტმა ყველაზე ძვირფასი რაც შემძინა, ეს ადამიანებია.

ჩემი ყველაზე მძაფრი სიახლე, ჩემი სამაგისტრო ნაშრომია, რომელმაც გამაჭაღარავა! არა, სამაგისტრომ არა, აკადემიურმა წერამ, თვითონ საგანმა, რომელიც სამაგისტროს წინამორბედია. თემასთან დაკავშირებულმა სტატიებმა, სასამართლოს გადაწყვეტილებებმა და ათასმა წვრილმანმა, რომლის გამოც ამ ბოლო დროს ძილი მაქვს დამფრთხალი და ბოლო რამდენიმე ღამე მხოლოდ ნახევარ საათს მეძინა. იმედი მაქვს ფუჭად არ ჩაივლის “ეს განწირული სულისკვეთება”. :))

ასეა თუ ისე, მთლიანობაში ცუდი წელი არ იყო და მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ, თავისი წვრილმანებით და მსხვილმანებით. ვიმედოვნებ რომ დამდეგი უფრო უკეთესი იქნება, ჩემთვისაც და თქვენთვისაც.

.

მიყვარხართ უკლებლივ ყველა, ვინც ამ პოსტს კითხულობთ და ვინც არა. 🙂 თქვენი ნინაკა 🙂 :* 

,

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

6 thoughts on ““Rolling In The Deep”

  1. წარმატებები გოგო :*** ედნიერბა და “მიშიკო” შენ 2012–ში ჰაჰა :))))

  2. ბედნიერ 2012 წელს გისურვებ ნინაკა! დაე ყველაზე სანუკვარი ოცნებების ახდენა დაგბედებოდეს! :*

  3. ჰმ, მე მეგონა უკვე მოგილოცე, სხვა პოსტზე იყო ნუთუ? გილოცავ და ვულოცავ შენს ბლოგს, საინტერესო ცხოვრება და ბევრი მკითხველი თქვენ. ერთ-ერთი საუკეთესო ბლოგია ბლოგებს შორის, შენნ გგავს 🙂 :*
    სიყვარულით, ჰიაცინტი

    • კი ბლოგის დაბადების დღე მომილოცე. 🙂 მადლობა ჰიაცინტო :* შენც ასევე ბევრ მკითხველს გისურვებ. :* ❤

      p.s. ადამიანო ლინკი სწორად მიუთითე ხოლმე 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s