ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

იუბილარი

13 Comments

.

5 იანვარს ჩემს ბლოგს 1 წელი შეუსრულდა. ვულოცავ ჩემს თავსაც და ბლოგსაც. მართალია ხშირად არ ვპოსტავ, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, მაგრამ ის ჩემი ნაწილი გახდა, მერე რა თუ “ზე” პოპულარული არაა? მე ამ მიზნით არც შემიქმნია, მინდოდა წერა და მეც წერა დავიწყე. პირველი ჩემი პოსტიც გამოვაცხვე და რაზე იქნებოდა, უფროსწორად კი ვისზე, თუ არა მაქსიმ მრვიცაზე. 🙂 ვფიქრობდი მეწერა მხოლოდ მუსიკასა და ხელოვნებაზე, მაგრამ არ გამომივიდა, შევაპარე ნელ-ნელა განსხვავებული საკითხები, ამ ბოლო დროს კი პირად თემებსაც შევეხე და ბლოგზე სრული ქაოსია ამჟამად. ნუ სხვისთვის თუ არა ჩემთვის მაინც, იმიტომ რომ პირადი პოსტები გეგმაში არ მქონია.

ამ ერთი წლის განმავლობაში სულ რაღაც 70-ე პოსტს ვაქვეყნებ, რაღაც-რაღაც თემები კვლავაც ე.წ. დრაფტებში მაქვს დაკონსერვებული, ალბათ ოდესმე მზის შუქს ვანახებ, ან მის უნახავად ამოვშლი იქიდან. სულ რაღაც 481 კომენტარი და სულ რამდენი ვიზიტორი მყავდა მთელი წლის მანძილზე? აი ეგ კი არ მინახავს და რატომღაც ნაკლებად ვინტერესდები. არ გეგონოთ რომ უინტერესო და უყურადღებო ადამიანი ვარ, ან ჩემი ბლოგი არ მიყვარს, პირიქით. ჩემი ბლოგის გარეშე ვეღარ ვძლებ, დავსეირნობ სხვადასხვა ბლოგებზე და მიუხედავად იმისა რომ ხშირად კვალსაც არ ვტოვებ ისე გამოვდივარ ბევრ რამეს ვგებულობ, ბევრ რამეს ვსწავლობ, ბევრსაც ვიცინი და ბევრის გულებშიც ამოვყოფ ხოლმე ხანდახან თავს. რა სასიამოვნოა თავისუფალ დროს თქვენი კითხვა ნეტა იცოდეთ… 🙂 ჩემი ბლოგის შესახებ კრიტიკას არ ვბლოკავ, პირიქით, სულ მაინტერესებს მკითხველის აზრი, პოსტებზე, წერის მანერაზე, დიზაინზე და ა.შ. და ა.შ. ყოველთვის ვცდილობ რჩევების გათვალისწინებას, აქსიომა  დამეთანხმება იმედია. 😀 ბევრი ვისწავლე ამ ერთი წლის მანძილზე, ეს ალბათ ხასიათიდან გამომდინარე მჭირს, ყველა სიტუაციიდან რაღაცას ვითვისებ და ბლოგიც არაა გამონაკლისი. წვრილმანი, მსხვილმანი, შემეცნებითი თუ უბრალოდ ცხოვრებისეული… კარგია ადამიანების აზრების გაგება, შემდეგ მათი გაანალიზება და საკუთართან შეჯერება.

ბლოგის ერთწლიან ისტორიას ერთი განაწყენებული ადამიანიც შეემატა. რასაც ძალიან ვწუხვარ და გული მტკივა რომ მან ცუდად გამიგო, ალბათ მეც უხეშად გამომივიდა. საუბარია პოსტზე, სახელწოდებით Piano Recital, გამინაწყენდა ბატონი ვალერიან შიუკაშვილი, ფეისბუქის მეგობრებიდან ამომშალა და ყველაფერთან ერთად დამბლოკა კიდეც, დაბლოკვამდე მომწერა რომ “ნინაკას ბლოგთან” დაკავშირებით საუბარი უნდოდა, ჩემი დადებითი პასუხის შემდეგ კი აღმოვაჩინე რომ დაბლოკილი ვყავარ. სიამოვნებით გავესაუბრებოდი და ჩემს აზრებს მასაც გავანდობდი, პასუხისმგებელი ვარ თითოეულ სიტყვაზე რაც “ნინაკას ბლოგზე” ქვეყნდება, სადაც ვწერ ჩემს სუბიექტურ აზრს, განწყობას (რისი უფლებაც ბლოგერს აქვს) და შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. ასეა თუ ისე თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ ბოდიშს გიხდით, ვეცდები შემდეგში კიდევ უფრო კორექტული ვიყო და ესა თუ ის მინუსი მაქსიმალურად კორექტულად გადმოვცე, იმედი მაქვს კიდევ არავინ გამებუტება. (ეს ხუმრობით) 😉

მე თქვენ ძალიან მიყვარხართ ჩემო მკითხველებო, ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა იყოთ, შემთხვევით მოხვედრილებო თუ ნებით შემოსულებო. მე ყოველთვის მზად ვარ თქვენი აზრების მოსასმენად და ბლოგის კარს მუდამ ღიას ვტოვებ განურჩევლად ყველასთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ბლოგს დაბადების დღეს და სამომავლოდ უფრო მეტ პოსტს ვუსურვებ.

სიყვარულით, თქვენი ნინაკა! :*

.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

13 thoughts on “იუბილარი

  1. ვგიჟდები შენს ბლოგზე ნინაკა! მინდა ისევე უყვარდეს ყველას როგორც მე და კიდევ უფრო მეტად. წარმატებები, ბევრი ერტგული მკიტხველი და ბედნიერი წელიწადი თავის ავტორიანად! :*

    • მე კიდევ შენს გულზე ვგიჟდები აქსიომ, ყველას რომ იტევს. :* მადლობა ძალიან ძალიან დიდი ასე რომ მანებივრებ ხოლმე თბილი სიტყვებით. 🙂 შენც ასევე წარმატებას და უამრავ მკითხველს გისურვებ. :*

  2. ძალიან ცუდი რომ შიუკაშვილს ასეთი რეაქცია ჰქონდა, მეც მახსოვს ის პოსტი.. არაუშავს. წარმატებებს ვუსურვებ შენ ბლოგს, რომელსაც მეც ვადევნებ ხოლმე თვალს და გისურვებ უფრო მეტ და ერთგულ მკითხველს 🙂

    • მეც გული დამწყდა მაგრამ არაუშავს, ამით მე არც არაფერი მომმატებია და არც არაფერი დამკლებია, უბრალოდ ძალიან გამიკვირდა, მეტი არაფერი.

      მადლობა ჭიამარია, მიხარია ხოლმე შენი კომენტარის დანახვა. 🙂 შენც ასევე ბევრ და ერთგულ მკითხველს გისურვებ. :*

  3. ჩემო უნიჭიერესო! გილოცავ, და ნინაკას ბლოგო, გილოცავ! ნინო არ ვიცი, დღემდე ნინაკა ხარ ჩემთვის 🙂 ასე მიწერიხარ მობილურშიც.
    ბლოგს და მის ავტორს საინტერესო ცხოვრებას ვუსურვებ, ისეთს, როგორსაც აქამდე და კიდევ უფრო საინტერესოს! მიყვარს ეს ბლოგი, ერთ-ერთი საუკეთესოა, კარგად გამოხატავს შინაარსიანი ადამიანის ცხოვრებას, რასაც ბევრი ვერ ახერხებს.
    შიუკაშვილმა კი სჯობს, მადლობა გითხრას როგორც ერთგულ მსმენელს და საერთოდ რომ ახსენე. აპატიე, ხელოვანია და ალბათ ცოტა თავისებურიც, როგორც ყველა ხელოვანი 🙂 მგონი პიანისტები ცოტა ფიცხები არიან 🙂
    ტარამ-ტა-რა-რა! ტორტი უყიდე და სანთლები ჩააქრობინე?
    პ.ს. ამ დღეს ერთი უსაყვარლესი და უკარგესი ადამიანის დაბ.დღეა 🙂

    • არა და თამო ნინაკა-თი მხოლოდ ბლოგერები მომმართავენ :))) ამასწინათ ერთ-ერთმა ბლოგერმა უნიში ნინაკაო დამიძახა და ისე შევხედე საკუთარ თავზე არ მივიღე და იმან კიდევ იწყინა ვერ მიცანიო. 😀 მოკლედ, როგორც გინდა ისე მომმართე, ვეჩვევი ნინაკასაც :))))

      რაც შეეხება ვალერიან შიუკაშვილს, თამო, მადლობა ნამდვილად არ მინდა და საერთოდ არაფერი არ მინდა 😀 არა და ხელოვანი ხალხი მიყვარს, ვგიჟდები მუსიკოსებზე, მიუხედავად იმისა რომ ხასიათის მეტად თავისებური შტრიხები აქვთ, ზუსტად ეს მომწონს მათში. :))) მეც კაი უცნაური ვინმე ვარ, ჩვენში დარჩეს 😀

      არა ტორტი არ მიყიდია, მთელი ერთი პოსტი მივუძღვენი, მაქსიმალური გავაკეთე იმისა რაც შემეძლო 😀

      p.s. ვინაა დაბადებული?? 😀

  4. პ.ს.ს ბლოგერი ვარ ახლა მე? საკუთარი ბლოგის მისამართი შემეშალა.. 🙂 ნინაკ, შენი რეიტინგით სამარცხვინოდ ვსარგებლობ და ვასწორებ ზედა ლინკის შეცდომას.. :))) hiacintis.blogspot.com

  5. nuga dardob nuci, ras vizamt sakartveloshi kritika jer kide landzgva goniat etkoba. daikide. 😉 vulocav shens blogunas dabadebis dges, didi gogo gagezardos 😀 bevr mkitxvels gisurveb da cota xshirad were xolme 🙂

  6. გამოხმაურება: “Rolling In The Deep” | ნინაკას ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s