ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

სიმშვიდე

4 Comments

მთელი დილა ფეხს ვითრევდი: “წავიდე? არ წავიდე? მეზარება! თოვლი მაინც არ იყოს!” სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის თოვლიან, ყინულიან და სუსხიან ამინდში გარეთ გასვლა, მერე და სად? უბნის მუნიციპალიტეტში… იჯექი მთელი დღე და უსმინე ათას სხვადასხვა ტიპის ადამიანს, რომელსაც უბრალოდ აინტერესებს სასამართლო როგორ გამოიყურება შიგნიდან და ამისთვის ათასი მიზეზი მოაქვს რომ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს, ხანდახან იმის გაგებაც კი არ უნდათ რომ ამის საფუძველი უბრალოდ არ აქვთ. არა, ყოველთვის ასე არაა, სერიოზული პრობლემებითაც  ხშირად მოდიან, მაგრამ რომ გაიგებენ უფასო იურიდიული კონსულტაციააო, დამოუკიდებლად აზროვნებაც კი ეზარებათ. თუმცა ხანდახან ესეც სანატრელია ხოლმე. დღემ შეიძლება ისე გაიაროს კაციშვილს არ გავახსენდეთ და მაშინ შევყურებთ იურისტები ერთმანეთს გამათბობელს ჩახუტებულები და ათას საკითხზე ვმსჯელობთ.

თავდაპირველი ენთუზიაზმი სადღაც გაქრა, უგზოუკვლოდ გადაიკარგა და დარჩა მხოლოდ… რა დარჩა? არც კი ვიცი, მგონი არც არაფერი დარჩენილა. რაც ასათვისებელი იყო ავითვისე და უბრალოდ მომბეზრდა. ცუდი ხასიათი გამიხდა, ან ცუდია კი? არც ვიცი, ხანდახან პლიუსადაც ვთვლი… ერთ ადგილზე დიდხანს ვეღარ ვჩერდები, სხვა მინდა, თავისი სიახლეებით, ახალი ასათვისებელი სირთულეებით, ნაბიჯის წინ გადადგმა მინდა!

იყო პერიოდი როცა საშინლად ვნერვიულობდი, ამას ემატებოდა ჩემი წინასამაგისტროდ გასავლელი სავალდებულო ოცკრედიტიანი საგანი, რომლისთვისაც ღამეებს ვათენებდი და ხან სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზს ვწერდი, ხან სტრუქტურას ვშლიდი და ვაწყობდი, ბოლოს კი, ფინალურ აკორდად ნაშრომის შესავალი დავწერე და დემონსტრაციულად 23 იანვარს ჩავაბარე. როგორ ვთქვა ტვირთი მოვიხსენითქო? ვერ ვიტყვი, ტყუილი იქნება, შემდეგ უფრო ავნერვიულდი, იმიტომ რომ შედეგი ჯერაც არ ვიცი. საშინელებაა გაურკვევლობაში ყოფნა, მუდამ რაღაცის მოლოდინი, როცა მიახლოებით შედეგსაც კი ვერ თვლი, მითუმეტეს მაშინ როცა ამაზე შენი მომავალია დამოკიდებული. ყოველ დილით აფორიაქებული იღვიძებ და იმის მაგივრად ფანჯარას გახედო და სიცოცხლეს გაუღიმო ერთი ფიქრი გიტრიალებს თავში. ბოლოს შეიძლება იკივლო კიდეც. ცუდია, ძალიან ცუდი… ცუდია, ამ სიტყვის ყველაზე საშინელი გაგებით, იმიტომ რომ ფიქრებს გიბოჭავს და გასაქანს არ გაძლევს.

დღეს მშვიდობიანი დილა კი სულ სხვა ფიქრმა მისურვა, ჩვეული სასიამოვნო მელოდია ჩამესმა ყურში და განწყობა გამომიკეთა. მერე რა რომ ქულა ისევ არ დევს ბაზაზე? მერე რა, რომ ისევ გაურკვევლად ვუყურებ უახლოეს 10-15 დღეს? მერე რა რომ ისევ მუნიციპალიტეტში ვარ წასასვლელი და ფეხს ისევ საშინლად ვითრევ? ასეთი სიმშვიდე დიდი ხანია არ მიგრძვნია. როგორ მინდა მთელი დღე სახლში ვიყო და არაფერი ვაკეთო, ჩაი, წიგნი (ოსტატი და მარგარიტა), შიგადაშიგ კომპიუტერი, ფილმები… ნუთუ ბევრს ვითხოვ? უბრალოდ ერთი დღის მოპარვა მინდა საკუთარი თავისთვის და არაფრის კეთებისთვის, ფიქრისთვის და აზრების თანმიმდევრულად დალაგებისთვის.

“ეჰ, ადექი ნინო! ა-დე-ქი!”

. . .

“ნინ დღეს მუნიციპალიტეტი არ მუშაობს და აღარ მოხვიდეეეე…” სიტყვა გაწელა მარიმ.

გისურვებთ თქვენც ასე აგსრულებოდეთ ყველა ნატვრა. მე კი ჩემს მურაბიან ჩაის ისევ გემრიელად გეახლებით. 😉

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

4 thoughts on “სიმშვიდე

  1. ძალიან მომენატრა შენი ასეთი პოსტები. ნუღარ გაწელავ ასე დროს რაა… ასე მგონია სახლში დავბრუნდი და მეც სიამოვნებით დავლევ ეხლა მურაბიან ჩაის. მაგარია სიმშვიდის შეგრძნება მიშიკო 😉

  2. ნინაჩკაა სადაა ის მხირაული გოგო.. არადა მვხვდი მაგ პოსტის წერის მომენტში როგორც იყავი, ზუსტად ეგრე ვარ ხოლმე… და ქულას რაც შეეხება მეც ველოდები ერთი მნიშვნელოვანი საგნის ქულას, არ ინერვიულო მეც ვნერვიულობ :))) არადა ზუსტად ვიცი რომ კარგ ქულას აიღებ და ჩააბარებ :*

    • ლან :** აქ ვარ, დავბრუნდი, გადაიარა კრიზისმა, ქულაც გავიგე და საოცრად ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ყველაფერი დასრულდა, თან კარგად. 🙂 მეც დარწმუნებული ვარ რომ ჩააბარებ და კარგ ქულასაც აიღებ, ამდენი მეცადინეობის მერე სხვა უბრალოდ წარმოუდგენელია. 🙂 :* წარმატებები. 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s