ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

დ ე დ ი

5 Comments

სითბო და სიყვარული, ჰაერი და მიწა, პური და წყალი… ეს შენ ხარ დე… ადამიანი რომელიც სიცოცხლის ელექსირი ხარ…

ქალის ეტალონი… სიმშვიდის სიმბოლო…

ქალი, რომლის ერთი მზერაც კი საკმარისია რომ თავი მშვიდად ვიგრძნო.

ქალი, რომლის ჩახუტებაც თავს დაცულად მაგრძნობინებს.

ქალი, რომლის კეთილგანწყობაც და ღიმილიც მთელს სამყაროს უდრის.

ქალი, რომელიც ყოველთვის მზადაა მხარში ამომიდგეს იმისდამიუხედავად სცალია თუ არა.

ქალი, რომელიც ჩემს ყველანაირ აკვიატებას მოთმინებით იტანს.

ქალი, რომელსაც ჩემი დახეული ჯინსის შარვალი სასტიკად არ მოსწონს, ეჯავრება და ყოველ ჩაცმაზე მემუქრება რომ დილით გადაგდებული დამხვდება, დილით კი ისევ იქ მახვედრებს სადაც დავტოვე. 🙂

ქალი, რომლის ხელის გადასმაც თავზე ყველანაირ დაღლილობას მიხსნის.

ქალი, რომლის არსებობაც ჩემს ყოფას აზრს აძლევს.

ქალი, რომლის ნაოჭიც ყველაზე ლამაზია დედამიწის ზურგზე.

ქალი – სიცოცხლის საწყისი.

ქალი, რომლის გარეშეც მე ამ ქვეყნად არ ვიარსებებდი.

ქალი, რომელიც არასდროს ბერდება.

ქალი – უბრალოდ დედა…

არ დამიბერდე დედი…

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

5 thoughts on “დ ე დ ი

  1. ძალიან ლამაზი წერილია. :*

  2. ნინაკააა როგორ მომენატრეეე შენ და შენი პოზიტივი :****
    კარგი გოგო ხარ და ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს დედა :**

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s