ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

როცა აკორდები კადრებად იქცევა

4 Comments

როცა აკორდები კადრებად იქცევა…

მოსვენებას ვკარგავ, ვგრძნობ სისხლი როგორ მიდუღს და სადაცაა ორთქლმავალივით კივილს დაიწყებს ჩემი ყურები, ისე, როგორც მულტფილმებშია.

იკივლებს და შემდეგ კივილს მელოდიის რითმს ააყოლებს.

ერთი  ორი  სამი…  ერთი  ორი  სამი…

ნაბიჯი წინ, ნაბიჯი მარჯვნივ, პარტნიორს მიყევი…

ჩრდილები ცეკვავენ.

გიტარა ლამაზად ახვევს აკორდებს.

აივნიდან გადმომდგარი შავგვრემანი, ხუჭუჭა ქალი თმაში წითელ ორქიდეას ისწორებს.

მზის სხივი სხეულის თითოეულ ნაკვთს აშუქებს.

გიტარისტის წინ, ასფალტზე, ქალის ჩრდილი ცეკვავს… ვნებიანად… გამალებით…

ხელის ერთი მოძრაობა ზემოთ, მარჯვნივ… მეორე ქვემოთ, მარცხნივ…

კაბა ირხევა ქარის დაბერვაზე, ქალის სილუეტს იმეორებს…

სიმები იხლართება და სანოტო რვეულზე რითმულ ზიგზაგებს ხატავს.

ჩრდილი აკორდებს მიყვება, რითმულად, ფეხის აწყობით…

ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან…

ერთი  ორი  სამი…  ერთი  ორი  სამი…

რითმი სისხლში დუღს, მოსვენებას გიკარგავს.

აკორდები ისევ იხვევა სიმებში.

მზე სახლს ეფარება.

ჩრდილი ნელ-ნელა ჩერდება და იმალება.

ქალი შავ თმაში წითელ ორქიდეას იმაგრებს…

აკორდები თმაში იკარგება…

ერთი  ორი  სამი…  ერთო  ორი  სამი…

ნაბიჯი წინ,  ნაბიჯი წინ…

ასფლატზე ბოლო აკორდი ცეკვავს…

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

4 thoughts on “როცა აკორდები კადრებად იქცევა

  1. rogor gamaxara am musikam!! ramdeni vusmine mashin :))) madloba niniko:**

  2. მართლია ნინ,ემოციით ავსებს სხეულს და სულს!შენ ისე ლამაზად აღწერე ცეკვის ყველა დეტალი,მეგონა იმ ქუჩაზე მოცეკვავე ქალს ვუყურებდი!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s