ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

დიდი ბავშვი

6 Comments

იუმორი უებარ წამლად მაქვს აღიარებული, რაც არ უნდა მოხდეს პატარა ნაპერწკალს მაინც ვიპოვი და შევამსუბუქებ ნეგატივის ტვირთს, რომელიც ჩემთვის (და არამარტო) ცოტა ხნით მაინც მსუბუქდება ხოლმე. ალბათ ამიტომაც ყველას გონია რომ ამტანი ვარ, იმდენად ამტანი რომ ტონობით ლოდის ზიდვა შემიძლია, ისევე როგორც კენჭების. ყოველი წაქცევისას ფეხზე კიდევ უფრო მყარად ვდგები და ხანდახან მგონია დიდი ფოლადის გარსი მარტყია გარშემო. ყოველთვის მჯერა რაღაცის, რომელსაც ხანდახან ბედსაც ეძახიან, ვიცი რომ ადრე თუ გვიან მეც გამიღიმებს, ისე რომ 32-ვე კბილი გამოუჩნდება და თვალსაც ჩამიკრავს ეშმაკურად. ხანდახან ლოდინი მომბეზრდება ხოლმე და საშინლად ვსაყვედურობ, ისიც თავის მართლების გარეშე მისმენს. ან რა უნდა მითხრას? ხელი გაანძრიე, რამე გააკეთეო? ვერ მეტყვის, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის ყოველ ღონეს ვხმარობ რომ რაღაც გამოვიდეს. 

ამასწინათბავშვობაში კარგად შენახული ფურცელი ვიპოვე, ალბათ რომც მეძებნა ვერ ვიპოვიდი ისე საგულდაგულოდ მქონდა შენახული. ფურცელზე მაშინდელი ჩემი ოცნებები თუ სურვილები, რაც გინდათ ის დაარქვით, მქონდა ჩამოწერილი. ვკითხულობდი და გულწრფელად გამეღიმა… არა გამეცინა! თითქმის ყველაფერი უცვლელად იყო დარჩენილი ჩემს გონებაში. ვიცინოდი ჩემს “გრანდიოზულ” გეგმებზე და გავოცდი მათ კვლავინდებურ არსებობაზე.

როგორც ჩემი ერთი მეგობარი მეუბნება, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ყოველთვის გავიძახი: “მე ამას გავაკეთებ!”  “მე ამას შევძლებ!” ფუჭი არასდროს არაა ეს სიტყვები, უბრალოდ მათ ზოგიერთ ობიექტს დრო სჭირდება… დრო დრო დრო… რომელიც ხანდახან ისე იპარება ვერც ვხვდები და ძალს ისაა და ძალს მე, წამებს ვერ ვიყოფთ!

დღესაც ისევე როგორც ბავშვობაში, პატარა, სულ ციცქნა რაღაცეებიც ისე მახარებს ვიღაცას ეგონება რაღაც სასწაული მოხდაო. რაღაცით უცებ ისე აღვფრთოვანდები ემოციებს ვეღარ ვიკავებ და მერე ჩემ თავზე მომდის გული.

ნინო, 22 წლის ხარ! 22-ის! გაიგე? ვერა? ჰმ?! კარგი! შენი გამოსწორება არ იქნება, გეგონოს რომ ოდესმე შემოივლი მსოფლიოს თუ არა მის ნახევარს მაინც, გეგონოს… გეგონოს და დარჩი დიდ ბავშვად ცხოვრების ბოლომდე! … :/

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

6 thoughts on “დიდი ბავშვი

  1. კარგია, ოპტიმისტი რომ ხარ 🙂 და მსოფლიოსაც შემოივლი, სხვა რამეებსაც მოასწრებ, მთლი ცხოვრება წინ გაქვს :))))

  2. ნინიი მუდამ დარჩი მასეთ პატარა გოგონად –როგორიც ხარ! არაუშავს თუ ამის გამო ბევრჯერ გეტკინება გული. ბავშვობის აღტაცების ნიჭის ქონა, ნამდვილად ღირს იმედგაცრუებების ატანად. :*

    • აქსიომუშკავო :)) ალბათ ღირს და მართალიც ხარ, ყოველ შემთხვევაში ძალიანაც რომ ვეცადო ვერ ვიცვლები, ესა ვარ რაცა ვარ. 🙂 :*

  3. ნინი, გეთანხმები: ) ადამიანს ყველაფერი შეუძლია, მთავარი მონდომებაა. არც ერთი სურვილის ახდენაა შეუძლებელი.
    ოცნებებს რომ აიხდენ, არ დამივიწყო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s