ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ნაპოლეონ ბონაპარტე – მორწმუნე ქრისტიანი

%(count)s კომენტარი


ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტი გახლავთ ნაპოლეონ ბონაპარტეს წერილიდან, რომელიც მან 1820 წელს წმ. ელენეს კუნძულზე დაწერა.

„მე ვიცნობ ადამიანებს და მე გეუბნებით თქვენ, რომ იესო არ არის ადამიანი, მას ნებავს გვწამდეს მისი, არ გვაძლევს რა სხვა საფუძველს გარდა მისი შემაძრწუნებელი სიტყვებისა: „მე ვარ ღმერთი“. ფილოსოფოსებს სამყაროს საიდუმლოების ახსნა სურთ თავისი ამაო (ცარიელი) ნაშრომებით. ისინი უგუნურები არიან, მტირალ ბალღსა ჰგვანან, მთვარე რომ მოუსურვებია სათამაშოდ. ქრისტე არასდროს მერყეობდა, ის ლაპარაკობდა „ვითარცა ხელმწიფება აქუნდა“. მისი რელიგია საიდულმოებაა, მაგრამ დაფუძნებულია თავისავე საკუთარ ძალაზე. ის ეძიებს და ითხოვს კაცთაგან აბსოლუტურ სიყვარულს – ყველაზე ძნელს, რაც შეიძლება იყოს ცისქვეშეთში. ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, ჰანიბალი იმარჯვებდნენ ქვეყანაზე, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მეგობრები. შესაძლოა მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პატივს სცემს ალექსანდრეს, ცეზარს, ჰანიბალს.

ალექსანდრემ, ცეზარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? – ძალაზე. ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან თავისი ცხოვრება შესწირონ მას. მე თვითონ ისე მივიზიდე მასები, შთავაგონებდი რა მათ, რომ თავს წირავდნენ ჩემთვის, მაგრამ ამისთვის ჩემი იქ ყოფნა იყო საჭირო. ამჟამად მე წმინდა ჰელენეს კულძულზე ვარ და სადღა არიან ჩემი მეგობრები? – მე დავიწყებული ვარ და მალე ვიქცევი მტვრად, მატლის შესაჭმელად. რაოდენ დიდი უფსკრულია ჩემს უბედურ ყოფასა და ქრისტეს მარადიულ სამეფოს შორის, ქრისტესა, ვისაც აღიარებენ, ვინც უყვართ, ვისაც თაყვანსა სცემენ, და ვისი გავლენაც მთელ დედამიწას მიმოეფინება. სიკვდილია ნუთუ ეს? – თქვენ გეუბნებით: ქრისტეს სიკვდილი ღმერთის სიკვდილია! მერწმუნეთ მე – იესო ქრსიტე – ღმერთია!“

უფრო ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე: Napoleon Bonaparte – On the Divinity of Jesus Christ, at Saint Helena – 1820 

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

One thought on “ნაპოლეონ ბონაპარტე – მორწმუნე ქრისტიანი

  1. მერწმუნეთ მე – იესო ქრსიტე – ღმერთია!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s