ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

საქართველოს ვარსკვლავები

3 Comments

რუსთავი 2-ზე ახალი მუსიკალური სეზონი დაიწყო. 7 ნოემბერს მაყურებლის და მსმენელის წინაშე ახალი ქართველი ვარსკვლავები წარსდგნენ. დიახ, ვარსკვლავები! ეს სტატუსი მხოლოდ კონკურსის სახელის გამო არ შემირჩევია – ”საქართველოს ვარსკვლავი” – მონაწილენი იმთავითვე ინდივიდუალურობით, დამახასიათებელი სტილით და გამოკვეთილი ნიჭით გამოირჩევიან. 

***

რუსთავი 2-ის მუსიკალური შოუების ისტორიაში, პირველად, საქართველოს ვარსკვლავმა დუეტი დაუშვა სცენაზე. ეს ძმები ვახტან და თემურ ქანთარიები არიან, დუეტი The W. რა გითხრათ? მათი შესრულებული მათივი კომპოზიცია რომ მოვისმინე უბრალოდ ხმა ვეღარ ამოვიღე. გიტარას ისე ფლობენ, თითქოს შესისხლხორცებულები არიან, სტილი გამოკვეთილი. თავიდან ბოლომდე განსხვავებულები, ეტყობათ რომ რასაც მღერიან ”მათია”, ისინი ამისთვის არიან შექმნილნი და უნდა წერონ და უკრან! დარწმუნებული ვარ თუ არ მოდუნდებიან, საკუთარ თავზე მუშაობას არ შეწყვეტენ, მომავალშიც არაერთ საინტერესო კომპოზიციას და სიმღერას შემოგვთავაზებენ, საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებენ და ხმამაღალ სიტყვას იტყვიან შოუბიზნესში.

***

შემდეგი, ვინც ჩემი ყურადღება მიიქცია, ეს ოთო ბერიშვილია. ოთომ საკუთარი სიმღერა შემოგვთავაზა, ნაზი, თბილი და სიყვარულით სავსე.  საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან საკუთარი სიმღერის გამოტანა დიდ სცენაზე, მაშინ, როცა მსმენელი პირველად გისმენს, კრიტიკული თვალით გიყურებს, გადარებს სხვა მომღერლებს, რომლებიც უკვე დამკვიდრებულ და მყარად ფესვგადგმულ ჰიტებს ასრულებენ. ეს მისი მხრიდან თავდაჯერებულობის გამოხატულება იყო, რამაც გაამართლა კიდეც! სიმღერის დროს ისე უბრწყინავდა თვალები და ისე იღიმოდა, საოცარი სიმშვიდე მოდიოდა და შენდაუნებურად გაიძულებდა გეგრძნო სიმღერის ხასიათი და სიყვარული, გაიძულებდა მასთან ერთად გაგეღიმა და დაგენახა ის შავი თვალები, რომლებსაც გვირილებს ჩუქნიდა. 🙂 მასთან ერთად შენც მშვიდდებოდი და მუსიკის განვითარებასთან ერთად შენც იწყებდი ფორიაქს. მოკლედ, ოთომ არაჩვეულებრივი სიმღერა გვაჩუქა, არაჩვეულებრივი შესრულებით!

***

მანანა ვეკუა! ოხ, ნამდვილი მანანა ქართული მხ. ფილმიდან ”მანანა”. 🙂 ფეხბურთელი ქალბატონი, დამუხტული აურაცხელი დადებითი ენერგიით. შეასრულა ედიტ პიაფის ”Non, Je Ne Regrette Rien”. სიმართლე გითხრათ ამდენს ნამდვილად არ ველოდი, ამ პატარა გოგომ სცენაზე საოცრება მოახდინა. ჟიური ფეხზე წამოდგა და ტაშს ისე უკრავდა, მას დარბაზის აყვა. არაჩვეულებრივი ტემბრი, დიდი დიაპაზონი… როგორც ნინო ქათამაძემ და კონკურსის წამყვანებმა თქვეს, ეს გოლი იყო! 🙂 ნიკა მემანიშვილმა კი აი რა თქვა: ”მე მგონია რომ აი ამ პატარა გოგოში მართლა დევს ედიტ პიაფის ძალა, სული”.  კონკურსის პირველი დღე მისი გამოსვლით დასრულდა და საოცარი განწყობა დატოვა მსმენელში.

***

ლუკა ზაქარიაძე… რა გითხრათ ამ ადამიანზე, ეს ის მომღერალია, რომელზეც კონკურსში დარჩენამ რატომღაც არ იმოქმედა, ან იმოქმედა მაგრამ იმდენად ღრმად შეიკავა ემოციები რომ არაფერი შეეტყო, მცირედ მიმიკის ცვალებადობას თუ არ ჩავთვლით, გაუნძრევლად იდგა ”დისლოკაციის ადგილზე”. 🙂 მუსიკაში თავიდან ბოლომდე გადაშვებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, რომელმაც გასაგიჟებლად შეასრულა რედიოჰედის ”Creep”! ნამდვილად იმსახურებდა პროექტში დარჩენას და მინდა წარმატებები ვუსურვო პროექტის მსვლელობისას.

***

სალომე ცუხიშვილი – პატარა, საყვარელი, მხიარული გოგო, რომელმაც სიცოცხლე და ხალისი შემოიტანა სცენაზე, იმდენად ბედნიერი იყო სცენაზე დგომით, სიმღერით, საოცრად თავისუფლად და კომფორტულად გრძნობდა თავს. ქართულ შოუბიზნესში გვაკლია მსგავსი სახეები, რომლებიც გაგვაცოცხლებენ და მათთან ერთად გვაიძულებენ ჩვენც გავმხიარულდეთ და ვიგრძნოთ მათი მუსიკა.

***

კიდევ ბევრს გავაგრძელებდი, სხვა კონკურსანტებიც არანაკლებნი იყვნენ, თუმცა ეს ის ხუთი ადამიანია, რომლებმაც ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრეს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც პროექტის მსვლელობისას დიდი სიამოვნებით ვუგულშემატკივრებ და გამიხარდება მათი საუკეთესო ხუთეულში ხილვა. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ კონკურსანტს და ვიმედოვნებ რომ ჩემი ხუთეული მომდევნო გადაცემისთვის გაიზრდება. 🙂

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

3 thoughts on “საქართველოს ვარსკვლავები

  1. გამოხმაურება: საქართველოს ვარსკვლავი (14.11.12) | ნინაკას ბლოგი

  2. dzalian kargi 🙂 magram sabolood kvelas mainc zaqariadze sjobs 🙂 kargi postiaa ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s