ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

საქართველოს ვარსკვლავი (14.11.12)

დატოვე კომენტარი

როგორც წინა პოსტში ავღნიშნე საქართველოს ვარსკვლავმა წარმატებული სტარტი აიღო. მონაწილეთა ნიჭის ჟანრობრივი მრავალმხრივობა კი მეორე კონცერტზე აშკარად გამოჩნდა.

***

დავიწყებ ლუკა ზაქარიაძით, რომლის ორ გამოსვლას შორის საკმაოდ დიდი კონტრასტი იყო. შეგახსენებთ, მან წინა გამოსვლაზე შეასრულა რედიოჰედის ”Creep”, ახლა კი მაყურებლის წინაშე ანსამბლ ”შვიდკაცასთან” ერთად წარსდგა ჯანსუღ კახიძის ”მგზავრულით”. ამ ბიჭს თავდაჯერებულობა ნამდვილად არ აკლია, რაც უსაფუძვლო ნამდვილად არაა. მან ისეთივე წარმატებით შეასრულა და გაითავისა ჯანსუღ კახიძის შემოქმედება, როგორც თავის დროზე რედიოჰედის. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ მისი ხასიათისგან ალბათ განსხვავებულიც იყო ეს სიმღერა, ეს სცენაზე მისი ცქმუტვითაც გამოიხატა, ( 🙂 ) თუმცა ამით მის მიერ შესრულებულ ნაწარმოებს ”მარილი” ნამდვილად არ დაკლებია. უფრო მეტიც, მისი მოუსვენრობა სიმღერის რითმულ და ენერგიულ ხასიათს მოუხდა კიდეც, რაც ზარების რაოდენობაშიც აისახა და ლუკა პირველ ადგილზე გახლდათ პროცენტული მაჩვენებლებით.

***

ლუკას შემდეგ აუცილებლად ავღნიშნავდი დუეტს, სახელწოდებით The W, ეს ძმები მაოცებენ. შესისხლხორცებულნი არიან გიტარასთან, თითქოს მათი სხეულის ნაწილია, აშკარაა მათი შრომაც. ასეთ დონეს უშრომელად ვერც ერთი ადამიანი მიაღწევს. თუმცა შრომა არაფერი იქნებოდა, რომ არა ნიჭი, ნიჭი რომელიც ამ ბავშვებს ნამდვილად უხვად აქვთ დაბერტყილი. გულდასაწყვეტი იყო მათი აუთსაიდერებში ხილვა და დაძაბული ველოდებოდი საბოლოო შედეგებს. ბიჭები პროექტში დარჩნენ, თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, იმისდამიუხედავად, ისინი განაგრძობენ თუ არა პროექტში მონაწილეობას, ისინი თავიანთ გზას აუცილებლად იპოვიან (თუ უკვე არ იპოვეს), აქვთ საკუთარი ხელწერა, რომელიც ასე გვჭირდება დღევანდელ ქართულ შოუბიზნესში. მეორე ტურში მათ თემურ ყვითელაშვილი უწევდა აკომპანიმენტს, რაც დამეთანხმებით ალბათ, ძალიან დიდი პატივია, ისწავლიდნენ კიდევ უფრო მეტს მისგან და მიიღებდნენ უდიდეს გამოცდილებას.

***

მანანა ვეკუა – ეს ის გოგოა, რომელსაც წინა პოსტში ქართული მხ. ფილმიდან გადმომხტარი ”მანანა” ვუწოდე. 🙂 ედიტ პიაფის შემდეგ მან რევაზ ლაღიძის ”განთიადი” გვიმღერა და ეს ცელქი, მოუსვენარი გოგო საოცრად მშვიდი და თბილი იყო შესრულებისას. დიდი გულით და პატრიოტიზმით მოწოდებული ეს სიმღერა წინა კონცერტზე არანაკლებ ეფექტური იყო და ხმათა პროცენტულმა მაჩვენებელმაც არ დააყოვნა, მანანა მეორე ადგილზე გახლდათ.

***

ოთო ბერიშვილი – პროექტის რომანტიული ბიჭი, როგორც წამყვანები და ჟიური უწოდებს. 🙂 ოთომ ლიზა ბაგრატიონთან ერთად შეასრულა გია ყანჩელის ”ცვივა თოვლის ფანტელი”. ამ ბიჭს რაღაც სხვა მუხტი აქვს, ჯერ ჯერობით მის დიდ დიაპაზონს ხაზს ვერ გავუსვამ. ორივე სიმღერა ხასიათით ერთმანეთის მსგავსი იყო შესასრულებლადაც ერთმანეთის მსგავსი. თუმცა ის სითბო რომელიც მისგან მოდიოდა სრულიად საკმარისი იყო ისმითვის, რომ გვეთქვა: ”ყოჩაღ!” წარმატებები ვუსურვოთ ოთოს.

***

მიშა შარაბიძე – გამოგიტყდებით და ცოტა გული დამწყვიტა მისმა პროექტიდან წასვლამ. მან ეკა მამალაძესთან ერთად შეასრულა არაჩვეულებრივი სიმღერა ”გოგოვ გოგოვ შავთვალა”, რომელიც მოსმენის შემდეგ დღემდე აკვიატებული მაქვს. 🙂 ურიგო ნამდვილად არ იყო, ნაზად, ტკბილად, გრძნობით იყო ნამღერი და სუფთად. მიშას წარმატებები მინდა ვუსურვო მომავალ მუსიკალურ კარიერაში და იმედი მაქვს გააგრძელებს თავის სვლას ამ გზით.

***

რაც შეეხება მომდევნო ტურს, ოთხშაბათს ბითლზების განუმეორებელი ჰიტები გველოდება წინ. მეც, როგორც ბითლზის უდიდესი თაყვანისმცემელი მოუთმენლად ველი და იმედს ვიტოვებ რომ კონკურსანტები კვლავაც საჭირო სიმაღლეზე იქნებიან.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s