ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

კვირა, როგორც დღე

2 Comments

კვირა – Sunday – воскресенье – Sonntag – dimanche – domenica – domingo – bazar – 星期天 – nedjelja – Söndag – կիրակի – Κυριακή- და ა.შ.

კიდევ ბევრს გავაგრძელებდი, თუმცა აზრი არ აქვს… ეს ის სიტყვაა რომელიც ყველაზე ლამაზად ჟღერს ყველა ენაზე და განსაკუთრებულ სინათლეს ასხივებს ყველა ადამიანისათვის.

კვირა – ეს ის სიტყვაა, რომლის გაგონებაზეც ყველას თუ არა ადამიანების 95%-ს მაინც დასვენება, დილის ტკბილი ძილი და განუმეორებელი განწყობა უდგება თვალწინ.

coffee-books

ამასწინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, შენ კვირა დღის ფასი არ იციო. ისე ვიწყინე, ლამის შეურაცხყოფის დონეზე ავიყვანე ეს სიტყვები. მაშინაც ვმუშაობდი, ვსწავლობდი კიდეც… თუმცა…

ვაღიარებ! კვირა დღის ღირსებებს ბოლომდე არ ვაფასებდი. მას შემდეგ რაც სახელმწიფო სამსახურში ჩავდექი ყოველ ორშაბათს კვირა დღე რაღაც მიუწვდომელ, შორეულ პერსპექტივასავით მესახება ხოლმე და პარასკევის მოახლოვება სკოლის მოსწავლესავით მახარებს. 🙂 ეს გრძნობა სკოლის შემდეგ არ მიგრძვნია და რა ტკბილი ყოფილა აღარც მახსოვდა.

ეს ის დღეა, როცა ”თავიდან ბოლომდე მხოლოდ შენ თავს ეკუთვნი” ( © ), შეგიძლია უყურო ფილმებს პაუზის გარეშე, იკითხო რამდენიც გინდა, იძინო რამდენიც გინდა, ხელის გულებს შორის ცხელი ჩაის ჭიქა გეჭიროს და უბრალოდ ზამთრის კიდევ ერთ დღეს გაჰყურებდე ფანჯრიდან. არ მიყვარს ზამთარი, ამ სეზონის მხოლოდ იანვარი მიყვარს, ისიც ახალი წლისა და ჩემთვის საყვარელი ადამიანების დაბადების დღეების გამო. თუმცა ზამთრის ცივ დღეებში კვირა დღის სითბო გაათმაგებულია. ჰო და ზამთარს კიდევ ერთი დადებითი მხარე აღმოვუჩინე.

ეს ის დღეა რომელიც არასდროს არაა საკმარისი, თუმცა მისი სიძვირფასეც ამით მყარდება და ამიტომაც თითოეულ წამს ვუფრთხილდებით და ვცდილობთ ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

დღეს სამშაბათი დასრულდა, ნელ-ნელა მივიწევთ წინ… ჰოდა ბედნიერ მომავალ კვირა დღეს გისურვებთ წინასწარ. :)) :*

happy sunday

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

2 thoughts on “კვირა, როგორც დღე

  1. ვაიმე, მიყვარს ძალიან კვირა დღე! 🙂

    ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან მიყვარდა შაბათ-კვირა, თუმცა კვირა დღე იმდენად არა, რადგან მეორე დღეს კვირის ყველაზე მძიმე დღე იყო და სკოლაში უნდა წავსულიყავი 😦
    სამაგიეროდ, მუშაობა რომ დავიწყე, მაშინ ათმაგად უფრო შემიყვარდა კვირა დღე, იმიტომ, რომ იგი იყო ერთადერთი დღე, როდესაც ვისვენებდი 🙂 და ამოვარდნილი ვიყავი იმ ერთი დღით კაპალოტიდან იმ გაგებით, რომ ვიღვიძებდი შუადღეზე, უაზროდ ბევრ ფილმს ვუყურებდი (რამდენსაც მოვასწრებდი ერთ დღეში), ვუსმენდი ჩემთვის საყვარელ მუსიკას და რაც მთავარია, გარეთ ცხვირს არ ვყოფდი, არ მინდოდა არსად წასვლა. 🙂
    დაგეთანხმები იმაში, რომ ზამთარში კვირა დღეს არაფერი შეედრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლში თბილად ზიხარ ან დილის ძილის შემდეგ ახალგამოღვიძებული, ფანჯრიდან ხედავ, როგორ მოფაფატებენ ციდან თეთრი ფიფქები:) ამ ყველაფრის დაწერის შემდეგ უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რომ არ მიყვარს ზაფხული და მომენატრა ზამთრის მოსვლა, რომელიც მალე მოვა 🙂

    • მმმმ, ვერ ვიტყვი რომ ზაფხული არ მიყვარს, თუნდაც სანატრელი შვებულების გამო ის ათმაგად ძვირფასია :)) თუმცა მეც ზამთარს რაღაც მოუთმენლად ველი, მომენატრა თბილად გაღუნღულებული ჯდომა ცხელი ჩაით ან ყავით ხელში, მაშინ როცა გარეთ ცივა ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s